» » Bild: ხედირა თომას მიულერის შესახებ საუბრობს

Bild: ხედირა თომას მიულერის შესახებ საუბრობს

29-08-2017, 10:33 -ss- სიახლეები 2

Bild:  ხედირა თომას მიულერის შესახებ საუბრობს
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი სამი ხედირა, მიუნხენური გრანდის შემტევი ნახევარმცველის, თომას მიულერის შესახებ საუბრობს. როგორც ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, 30 წლის ნახევარმცველმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა რომ მიულერს მშობლიურ გუნდში რთული პერიოდი უდგას, "ბაიერნის" ხელმძღვანელობა თომასს, კლუბის დატოვების საშუალებას არ მისცემს.

"ისეთ ფეხბურთელს როგორიც თომას მიულერია, ვფიქრობ რომ მიუნხენის "ბაიერნი" კლუბის დატოვების საშუალებას არ მისცემს. ამის შესახებ ცნობილია, როგორც "ბავარიის" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტისათვის, ასევე კლუბის სხვა თანამშრომლებისთვისაც. თუკი მხედველეობაში მივიღებთ, მოედანზე მის მოქმედებას, დავინახავთ, რომ საქმე ეხება ფეხბურთელს, რომელიც ერთადერთია თავის კლასში"-აღნიშნა სამი ხედირამ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

თომას მიულერთან დაკავშირებით, "რეკორდმაისტერის" იტალიელი თავკაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა შემდეგნაირი ახსნა მოუძებნა.

"გუნდი, ერთი სეზონის განმავლობაში დაახლოებით 55 შეხვედრას მართავს. კარლო ანჩელოტის ხელში, შეტევის დიდი არჩევანია. თითოეულ ფეხბურთელს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ამა თუ იმ მატჩში მონაწილეობა"-ციტირებს 40 წლის სპეციალისტის სიტყვებს გამოცემა Bild-ი.
1
0

გივი ჩვენ ვართ გივი (29 აგვისტო 2017 19:11)

ანჩელოტი ზოგადად სტანდარტული ტიპის მწვრთნელია მრავალ მხრივი და არა ორდინალური ფეხბურთი და ფეხბურთელები ყოველთვის იკარგებიან მის ხელში მიულერი რო გამოიყენო მინიმუმ 3 ტაქტიკაზე მეტი მაინც უნდა გქონდეს დამუშავებული. ანჩელოტი კიდე 4 3 3-ის და მისი ვარიაციების იქეთ ვერ იხედება როცა მიულა და ლევანა ერთად არიან სასტავში მაშინ მიულას ყოველთვის კარგავს იმიტომ რომ ზოგადად მიულერს ვერანაირ პოზიციაზე ვერ ხედავს ეს არც მიულერის ბრალია და არც ანჩელოტი ახლა ამათი საფეხბურთო ხედვები და შესაძლებლობები აღარ შეიცვლება სამწუხაროდ სალიჰამიჯიჩს ლეღვის ფოთლის პოზიცუა უკავია ამიტომ თქვეს კანმა და ლამმა მაგ პოსტზე უარი და ზამერმაც მაგიტომ გამოიგონა ის ლეგენდა ავადმყოფობის ამბავი აშკარად ის ორი გადაბერებულუ ნაძვის ხე მიქარავს სანამ ეგენი არ წავლენ თავიანთი დანაფტალუნებული ხედვებით არაფერი გვეშველება გუნდს მინიმ 1 მაგარი ფლანგის შემტევი და მარჯვება მცველი უნდა დაემატა აბა ამ ანჩელოტიმ ფლანგების გარდა თუშეიძლება სხვა მხრიდან შეტევა არ იცის და რას აპირებენ ვერ ვხვდები dictor
0

dachi8 (29 აგვისტო 2017 13:37)

სალიჰამიჯიჩი ახლა ათამაშებს აშკარად wink რა დიდი არჩევანია შეტევაში, ალკანტარა, რომელიც ჩინებული ნახევარმცველია შეტევაში აყენებს და ტიაგოს თუ თვლის შეტევად და მიულერს უტოლებს მაგიტომაა კარგად საქმე ბაიერნის.
რიბერი ვეღარაფერს ვეღარ აკეთებდა მოედანზე ის მაინც გამოეცვალა დროულად.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.