» » ბავარია ოფენბახში გადასარჩენ მატჩს ჩაატარებს

ბავარია ოფენბახში გადასარჩენ მატჩს ჩაატარებს

29-08-2017, 19:26 dachi8 სიახლეები 2

ბავარია ოფენბახში გადასარჩენ მატჩს ჩაატარებს
ამ ოთხშაბათს „ბავარია“ 20:30 საათზე, „გადასარჩენ“ მატჩს ჩაატარებს რეგიონალლიგის კლუბის „კიკერს ოფენბახის“ წინააღმდეგ. „ბავარიის“ დახმარების წყალობით კლუბი გაკოტრებას დააღწევს თავს“, - მოყვა „კიკერსის“ პრეზიდენტმა ჰელმუტ შპანმა.

ჯერ კიდევ დეკემბერში მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ბუნდესლიგაში პაუზის დროს ამხანაგური მატჩი ჩაეტარებინათ, რადგან სხვა დროს ეს შეუძლებელი იქნებოდა „ბავარიის“ მჭიდრო გრაფიკის გამო.

„ბავარია“ - არა მარტო ყველაზე წარმატებული და პოპულარული კლუბია გერმანიაში, არამედ ის ასევე ცნობილია თავისი სოციალური აქტოვობებით მთელს მსოფლიოში. მე განსაკუთრებით მადლობელი ვარ კარლ-ჰაინც რუმენიგესი, რომელმაც მაშინვე გამოაცხადა სურვილი ჩვენი მხარდაჭერის. ასევე, მსურს, „ბავარიის“ გუნდს მოვუხადო მადლობა, განსაკუთრებით სპორტულ დეპარტამენტს კარლო ანჩელოტის მეთაურობით“.

„კიკერს ოფენბახის“ ხელმძღვანელობას ესმის, რომ ნაკრების მატჩების გამო კარლო ანჩელოტი ძირითადის ბევრი ფეხბურთელის გარეშე გამოცხადდება. ამის მიუხედავად მატჩში მონაწილეობას მიიღებენ კაპიტანი მანუელ ნოიერი და ასევე ფრანკ რიბერი, რაფინია, ხავი მარტინესი და სვენ ულრაიხი.

„კიკერს ოფენბახი“ - მდიდარი ტრადიციის მატარებელი კლუბია, ის მნიშვნელოვანია ბუნდესლიგის ისტორიისთვის. მატჩიდან მიღებული მთელი მოგება კლუბის სასარგებლოდ გადაირიცხება. ვიმედოვნებ, „კიკერსს“ შეეძლება თავისი სპორტული და ეკონოიკური სიტუაციის სტაბილიზირება“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

კარლ-ჰაინც რუმენიგემ თავისი პირველი მატჩი ბუნდესლიგაში ზუსტად „კიკერს ოფენბახის“ წინააღმდეგ ჩაატარა. მაშინ „კიკერსმა“ „ბავარიას“ 6:0 მოუგო.

„კლუბის ხელმძღვანელობისა და ჩვენი გულშემატკივრების სახელით გარწმუნებთ, რომ „ბავარიის“ ამ საქციელს არასოდეს არ დავივიწყებთ“, - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ჰელმუტ შპანმა.

„ბავარია“ უკვე 15 წელია რაც ატარებს „გადასარჩენ მატჩებს“. 2003 წელს ამგვარად გაკოტრებისგან იყვნენ დახსნილნი „სანკტ-პაული“ და „კემნიცერი“. ამის გარდა, თავის დროზე ასევე გადარჩენილნი იყვნენ „დარმშტადტი 98“, „დინამო დრეზდენი“ და როსტოკის „განზა“.
1
1

-ss- (30 აგვისტო 2017 00:24)

იმედია კრიზისს თავს დააღწევენ და განვითარდებიან !
0

dachi8 (29 აგვისტო 2017 19:26)

აუ როგორ მეცოდებიან ასეთი კლუბები. ac ასეთი ისტორია რომ აქვთ და ახლა რა დღეში არიან ac
ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ერთი კლუბი თავის თავს იმის უფლებას აძლევს, რომ ნეიმარში 222 მილიონი გადაიხადოს და მე-2 კლუბი კი კაპიკებს ითვლის, რომ თავი გადაირჩინოს
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.