» » ინტერვიუ სებასტიან რუდისთან

ინტერვიუ სებასტიან რუდისთან

29-08-2017, 20:56 dachi8 ინტერვიუ / მთავარი ამბები 0

ინტერვიუ სებასტიან რუდისთან
სეზონის პირველ მატჩებში ის „ბავარიელების“ შემადგენლობაში ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა. სებასტიან რუდიმ, რეკორდმაისტერის ახალწვეულმა „ჰოფენჰაიმიდან“ პირველივე ოფიციალურ მატჩებში აჩვენა თავისი საუკეთესო თვისებები. fcbayern.com-თან ინტერვიუში 27 წლის ნახევარმცველი „მიუნხენში“ გატარებული პირველი კვირის შესახებ, ჩემპიონთა ლიგის მოლოდინზე და თავის საიდუმლო ტალანტზე ყვება.

ინტერვიუ სებასტიან რუდისთან:

სებასტიან, უკან მიუნხენის პირველი 4 კვირა მოიტოვეთ. გრძნობთ თავს უკვე როგოც სახლში?

რუდი: „კი, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. არ ველოდებოდი, რომ ასე თბილად მიმიღებდნენ. პირველივე დღეებიდან ყველაფერი დიდებულად იყო. გუნდმა კი გაცილებით შემიმსუბუქა ადაპტაცია. გუნდში ბევრს ნაკრებიდან ვიცნობდი, ამიტომ დიდი დრო არ დამჭირვებია შეგუებაზე“.

უკვე მოძებნეთ სახლი?

რუდი: „კი, გრუნვალდში. მე და ჩემი მეუღლე უპირატესობას წყნარ ადგილებში ცხოვრებას ვანიჭებთ, ამიტომ ქალაქგარეთ გადავწყვიტეთ დავსახლებულიყავით“.

გქონდა იმის დრო, რომ მიუხენი და მისი შემოგარენი შეგესწავლა?

რუდი: „ამ დრომდე საკმაოდ დაკავებულნი ვიყავით გადმობარგებით. ამიტომ არც თუ ისე დიდი დრო გვქონდა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიყავით ტეგერნზეში და იზარში. მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში ნამდვილად ყველაფერს დავათვალიერებთ“.

რომელ ფეხბურთელებთან ატარებ დროს მინდორს გარეთ?

რუდი: „ვცდილობ კონტაქტი ყველასთან დავამყარო, რომ ყველას გავეცნო. მაგრამ, კი, რამოდენიმესთან უფრო დიდ დროს ვატარებ, ვიდრე დანარჩენებთან. ეს მაგალითად, ნიკლას ზიულე, იოშუა კიმიხი, თომას მიულერი და მათს ჰუმელსია“.

იოშუა ბიოზინგენში გაიზარდა, ეს სულ რაღაც 11 კილომეტრით შორია შენი მშობლიური ქალაქი დიტინგენიდან

რუდი: „და ის როგორც მე „შტუტგარტის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. რა თქმა უნდა ასეთი ისტორიის ფონზე ადვილია ჩვენთვის საერთო ენის გამონახვა“.

ახლა გასახდელში შესაძლებელია შვაბური ლაპარაკი მოვისმინოთ?

რუდი: (იცინის) „შესაძლოა. მაგრამ ბოლო 7 წელი მე ჰაიდელბერგში ვცხოვრობდი, იოშუა კი ლაიფციგში - ეს ოდნაც განსხვავებული დიალექტებია“.

შენ 4 ძმა და 1 და გყავს. როგორი იყო ასეთ დიდ ოჯახში ცხოვრება?

რუდი: „ჩემი მშობლებისათვის ალბათ ცოტა მძიმე იყო (იცინის). მაგრამ მე ვთვლი, რომ დიდი ოჯახი ეს მშვენიერია. ჩემი ერთი ძმა 1 წლით უფროსია, მეორე 2 წლით უმცროსი. ჩემი და ახლა 18 წლისაა, ხოლო ყველაზე პატარა ძმა 10 წლის გახლავთ“.

მიუნხენში გამომგზავრების წინ შენ კონფედერაციის თასი მოიგე. შეგმატა ამან თავდაჯერება ბავარიის დედაქალაქში გამომგზავრებამდე?

რუდი: პირველ რიგში ვიტყოდი, რომ კონფედერაციის თასის მოგება ჩინებული იყო. მაგრამ ამ წარმატების გარეშეც უარესად არ ვგრძნობდი თავს. მოედანზე ყოველთვის შენს ძალებში თავდაჯერებული უნდა გამოხვიდე. სურვილი უნდა გქონდეს წინ წახვიდე“.

პრეზენტაციის დროს შენ თქვი, რომ „ბავარიაში“ იმის ჩვენების სურვილი გაქვს თუ რისი შესაძლებლობა გაქვს. კმაყოფილი ხარ იმით რისი ჩვენებაც უკვე მოასწარი?

რუდი: „ვთვლი, რომ კარგად შევეწყე გუნდს. მაგრამ ვიცი, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს. უკეთესი ვარჯიშების დროსაც ხდები. მსურს ჩემი მაქსიმუმი გავიგო. ვფიქრობ, რომ „ბავარია“ შესაფერისი ადგილია ამისთვის“

სხვა სისტემა, სხვა მწვრთნელი, სხვა თანაგუნდელები - რამდენად შეიცვალა შენი თამაში ბავარიაში?

რუდი: „განსაკუთრებით ძლიერად არა. ვთვლი, რომ „ბავარიამ“ ჩემი სტილის გამო გადმომიყვანა. ამიტომ ძლიერად არ უნდა შევიცვალო. მაგრამ. თავისთავად, გუნდში უნდა ვინტეგრირდე და ტაქტიკურ მომენტებში ადაპტაცია უნდა გავიარო. მაგრამ ჩემს სათამაშო სტილზე ეს გავლენას არ მოახდენს“.

პირველი მატჩების შემდეგ შენს თამაშს ძალიან აქებენ. იქმნება მოსაზრება, რომ აქამდე საზოგადოება ცოტათი არ გაფასებდა

რუდი: „როდესაც უფასოდ მოდიხარ, ამას პლიუს არ ხარ საჯარო პერსონა, ასეთი რამ შესაძლებელია. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს ცუდია. უკეთესია, არ გაფასებდნენ, ვიდრე ზედმეტად შეფასებული იყო. ასეთ პირობებში მშვიდად შეგიძლია ადაპტაცია გაიარო და შეეცადო შენი საუკეთესო თამაშები ანახო“.

„ბავარიაში“ გადასვლის შემდეგ მეტი ყურადღების ქვეშ მოექეცი?

რუდი: „კი, ასეც შეიძლება ითქვას. უკიდურეს შემთხვევაში უფრო ხშირად ვიძლევი ინტერვიუს“.

გიხერხდება მშვიდად გასვლა ქალაქში ან კინოს ყურება?

რუდი: „ჯერ-ჯერობით არანაირი პრობლემა არ მქონია“.

ღია ვარჯიშებზე ბოლო კვირების განმავლობაში 2500 გულშემატკივარია მოსული. რამდენი ავტოგრაფი გაეცი უკვე?

რუდი: „საკმაოდ ბევრი. მაგრამ მე ამას სიამოვნებით ვაკეთებ, რადგან ამგვარად ჩვენ გულშემატკივრებს სიხარულს ვანიჭებთ, განსაკუთრებით ბავშვებს“.

2500 ადამიანი თვალს ადევნებს ვარჯიშებს, თქვენ ჩვეულებრივზე გაცილებით მეტს იხარჯებით?

რუდი: „ასე არ ვიტყოდი. მაგრამ მე ეს მომწონს. ღია ვარჯიშები ჩემს წინა კლუბებშიც ტარდებოდა, მაგრამ 2500 გულშემატკივრის ხილვას ჯერ არ მოვსწრებივარ“.

გრჩება ცეკვებისათვის დრო? რამოდენიმე წლის წინ შენ მოყევი, რომ ცეკვები ეს შენი ჰობია.

რუდი: „ეს ასეა. მე ჩემს მეუღლესთან ერთად ცეკვებს ჩვენს ქორწილამდე რამოდენიმე ხნით ადრე შევუერთდი. გაკვეთილებიდან ისეთი დიდი სიამოვნება მივიღეთ, რომ გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა. ჯერ-ჯერობით 10 სახეობის ცეკვა გვაქვს ნასწავლი: ვალსი, ჩა-ჩა-ჩა, დისკოფოქსი... მიუნხენშიც ვაპირებთ მეცადინეობების გაგრძელებას. მაგრამ ჯერ-ჯერობით გადმობარგების გამო ამისათვის დრო არ გვაქვს“.

რა დონეზეა შენი გოლფი-ჰანდიკაპი?

რუდი: ჯერ-ჯერობით 24. მაგრამ მე ვმუშაობ ამაზე, რომ უკეთესი გავხდე“.

შენ ასევე ტენისს თამაშობ

რუდი: „უკვე 10 წელია რაც ვთამაშობ. მაგრამ ფეხბურთის ვარჯიშებთან დამატებით, ეს მეტად ძლიერი დატვირთვაა. ამიტომ მხოლოდ შვებულების დროს ვთამაშობ. ხოლო სეზონის განმავლობაში სამაგიდო ტენისით ვანაცვლებ“.

როგორია მოედანზე „ბავარიის“ მაისურით გამოსვლა?

რუდი: „ბავარია“ - თითოეულ მატჩში ფავორიტია. ამიტომ მეტოქეები ჩვენს წინააღმდეგ ორმაგი მოტივაციით გამოდიან. არ შეიძლება არც ერთი გუნდის არ დაფასება. ყოველთვის 100 პროცენტით უნდა დაიხარჯო. თუ გსურს, რომ ტიტულები მოიპოვო, არ უნდა მოეშვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბოლოსკენ დაძაბული ბრძოლა იქნება, თითოეული პროცენტია გასათვალისწინებელი“

კონფედერაციის თასი შენი პირველი ტიტული გახდა. შემდეგ გერმანიის სუპერთასი მოჰყვა. გრძნობ, რომ ბოლოს და ბოლოს როგორც ფეხბურთელი რეალიზდები?

რუდი: „რა თქმა უნდა, რა არის იმაზე უკეთესი რამ, რაც ტროფეის მოპოვება და მაღლა აღმართვაა. ვიმედოვნებ, რამოდენიმე კიდევ იქნება“.

ტიტულებიანი მეგობრები როგორებიც თომას მიულერი და არიენ რობენია იძახიან, რომ როდესაც ერთ ტიტულს მოიპოვებ, ახალი ტიტულების მოპოვების წყურვილი უფრო დიდი ხდება

რუდი: არ შემიძლია იმის წარმოდგენა, რომ ოდესმე დავკმაყოფილდები ტიტულებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბევრი დამიგროვდება. შეხედეთ არიენ რობენს, ფრანკ რიბერის ან თომას მიულერს. მათ მეტი და მეტი სწყურიათ“.

ჩემპიონთა ლიგის მოლოდინში ხარ? ბოლოს ამ ტურნირზე შენ 7 წლის წინ ითამაშე

რუდი: „წარმოუდგენლად დიდი მოლოდინით ვარ. ბუნდესლიგაში მე საკმაოდ ბევრი მატჩი ჩავატარე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე არა. ჩემი მიზანი ყოველთვის საერთაშორისო დონეზე გამოსვლა იყო. ჩემპიონთა ლიგა ეს განსაკუთრებული ტურნირია. მე მას სულმოუთმენლად ველოდები“.

ინტერვიუ სებასტიან რუდისთან
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.