» » რუმენიგე ჩემპიონთა ლიგაზე და კიმიხზე საუბრობს

რუმენიგე ჩემპიონთა ლიგაზე და კიმიხზე საუბრობს

30-08-2017, 00:56 dachi8 სიახლეები 0

რუმენიგე ჩემპიონთა ლიგაზე და კიმიხზე საუბრობს
„ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დიდი სურვილი აქვთ ტურნირზე შორს გავიდნენ, თუმცა დასძენს, რომ ამის გარანტია არ არსებობს.

„ვფიქრობ ჩვენ კარგი გუნდი გვყავს. მაგრამ ამ ეტაპზე, არანაირი გარანტია არ არსებობს. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს და შორს გასვლა გვსურს. რთულია იმის განსაზღვრა, თუ სად გავალთ ბოლოში. ევროპაში 10 გუნდია, რომელთაც იგივე მიზნები ამოძრავებთ. მშვენიერი იქნება თუ შევამოკლებთ მანძილს ჩვენს ტიტულებს შორის 1976, 2001, 2013. მაგრამ ეს არ იქნება ადვილი ირაციონალურ საფეხბურთო სამყაროში“, - იძახის რუმენიგე.

რუმენიგე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ გერმანიის ჩემპიონები არ მიიღებენ მონაწილეობას სატრანსფერო სიგიჟეში, თუმცა ის აღიარებს: „ხარისხს არ გააჩნია ალტერნატივა, თქვა ერთხელ ოტო რაჰაგელმა და ის კვლავ აქტუალურია. რაც მნიშვნელოვანია ეს არის ჩვენი საკუთარი და განსხვავებული ფილოსოფია. ჩვენ არ გვსურს და არ შეგვიძლია ერთ ფეხბურთელში 222 მილიონი გადავიხადოთ. ამის უფლება შეიძლება მსოფლიოში თითზე ჩამოთვლილმა კლუბებმა მისცენ თავის თავს“.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვლავ გერმანული კლუბების შეხვედრას რუმენიგე იძახის: „მე ამას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ“.

„ვიტყოდი, რომ მადრიდის რეალი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. რამოდენიმე კი მას მცირე დისტანციით მოყვება: „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ასევე „ბავარია“. ორი აზრი არ არსებობს ამაში, რომ ამ მომენტისათვის „რეალი“ ყველაზე მაღლა დგას. ფაქტი იმაშია, რომ ჩვენ კვლავ ტოპ ოთხეულში ვართ უეფას რეიტინგში და ეს „ბაიერნის“ ჯილდოა“ - იძახის რუმენიგე.

გერმანელი ფუნქციონერი განსაკუთრებით კმაყოფილია ნაციონალური გუნდის ფეხბურთელის იოშუა კიმიხის განვითარებით: „როდესაც იოშუა კიმიხის თამაშს ვუყურებ, იმედიანი სიმშვიდე მიპყრობს, რომ ის სწორად ვითარდება. მე იმასაც კი ვფიქრობ, რომ იოშუა თავის ასაკში უფრო მეტია, ვიდრე ამავე ასაკში ფილიპ ლამი იყო“- ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Sport bild-ი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.