» » ჰიტცფელდი: "ბავარიას ჭირდება მიულერი"

ჰიტცფელდი: "ბავარიას ჭირდება მიულერი"

30-აგვ-2017, 01:14
0319
“ბავარიის“ ყოფილი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი თომას მიულერის სიტყვებზე, იმის შესახებ, რომ ის იმედგაცრუებულია კლუბში თავისი მდგომარეობით შემდეგ კომენტარს აკეთებს.

გერმანულ ინტრნეტ-გამოცემა TZ-თან ინტერვიუში ჰიტცფელდმა განაცხადა: „ჩემი აზრით, თომასმა ჩვეულებრივი ინტერვიუ მისცა. ეს ფეხბურთელის ჩვეულებრივი განცხადებაა, რომელსაც ბოლო დროს ცოტა სათამაშო პრაქტიკა აქვს. მიულერი - ეს მისაბაძი ადამიანია, ასევე ის „ბავარიის“ გულშემატკივართა შორის დიდი ნდობით სარგებლობს. უდავოა, ის კმაყოფილი ვერ იქნება მიმდინარე სიტუაციით. თომას მიულერი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია და მსოფლიო ჩემპიონი. „ბავარიას“ ჭირდება თომას მიულერი“, - აცხადებს ოტმარი.

„კარლო ანჩელოტიმ შეტევითი ტრიო აირჩია, სადაც ადგილი ვერ გამოენახა მიულერს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თომასი არ დატოვებს გუნდს. თუმცა, თუ ის გადაწყვეტს, რომ კლუბი შეიცვალოს, მისი დამატების მსურველებისგან თავს ვერ გაითავისუფლებენ“ - იძახის გერმანელი.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..