» » სანჩესი არენდით სუონსი სიტიში მიემგზავრება

სანჩესი არენდით სუონსი სიტიში მიემგზავრება

31-08-2017, 21:00 dachi8 ტრანსფერები / მთავარი ამბები 0

სანჩესი არენდით სუონსი სიტიში მიემგზავრება
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რენატუ სანჩესი „სუონსი სიტიში“ გადადის. 20 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი 2018 წლის 30 ივნისამდე იქნება არენდით განათხოვრებული უელსურ კლუბში, სადაც კარლო ანჩელოტის ყოფილი ასისტენტი პოლ კლემენტი გაწვრთნის.

სანჩესმა უელსურ კლუბში 85 ნომრიანი მაისურის აღება გადაწყვიტა, თუმცა ინგლისურმა პრემიერ-ლიგამ ნება არ დართო „სუონსის“ სანჩესი 85 ნომრით გამოსულიყო და პორტუგალიელი 35 ნომრიან მაისურს დასჯერდა.

„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ მოვახერხეთ „სუონსისთან“ მოლაპარაკება სანჩესთან დაკავშირებით. გვსურდა, რომ რენატუს სათამაშო პრაქტიკა ძლიერ ჩემპიონატში მიეღო, როგორიც ინგლისური პრემიერ-ლიგაა. ჩვენ კვლავინდებურად ვთვლით, რომ რენატუს საკმაო პოტენციალი გააჩნია, რომ მომავალში „ბავარიის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ არენდა გამოსყიდვის უფლების გარეშე იქნება. 2018 წლის 1 ივლისს კი რენატუ კვლავ მიუნხენში დაბრუნდება“, - განაცხადა „ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.