» » ჰუმელსმა გერმანიას მოაგებინა. ლევანდოვსკის წარუმატებელი საღამო

ჰუმელსმა გერმანიას მოაგებინა. ლევანდოვსკის წარუმატებელი საღამო

2-09-2017, 02:24 dachi8 მიმოხილვა / მთავარი ამბები 0

ჰუმელსმა გერმანიას მოაგებინა. ლევანდოვსკის წარუმატებელი საღამო
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში, ჩეხეთი - გერმანიის დაპირისპირებისას, მატჩის 88-ე წუთზე მათს ჰუმელსის გოლმა გერმანიის ნაკრებს გამარჯვება ანგარიშით 2:1 მოუტანა. მესუთ ოზილის საგოლე გადაცემის შემდეგ ანგარიში ტიმო ვერნერმა თამაშის მე-4 წუთზე გახსნა, 78-ე წუთზე სტატუს-ქვო ვლადიმირ დარიდამ აღადგინა. 4 სექტემბერს ნორვეგიასთან გამარჯვების შემთხვევაში ბუნდესთიმი მსოფლიო ჩემპიონატზე გარანტირებულ საგზურს მოიპოვებს.

მათს ჰუმელსი ფინალური სასტვენის შემდეგ საკმაოდ კმაყოფილი გამოიყურებოდა: „რა თქმა უნდა ასეთი გოლის გატანა ბოლო წუთებზე და გამარჯვების მოპოვება სასიამოვნოა“. ცენტრალურმა მცველმა გუნდის თამაში კრიტიკულად შეაფასა: „ჩვენ არასაკმარისი ხარისხის თამაში ვაჩვენეთ. ხშირად ვკარგავდით ბურთს მარტივ სიტუაციებში. შესაძლოა საკმარისი მოთმინება გვაკლდა, მოვლენების ფორსირება მოვინდომეთ. მოწინააღმდეგის კონტრშეტევები ძალიან საშიში იყო. დღეს ჩვენ ის ფეხბურთი არ გვიჩვენებია, როგორიც გვსურდა“.

18 093 გულშემატკივრის თვალწინ „ედენ არენაზე“ პრაღაში, სადაც „ბავარიამ“ 4 წლის წინ უეფას სუპერთასი მოიგო, ჩეხეთის ნაკრებმა ბუნდესთიმს შეუპოვარი ბრძოლა გამოუცხადა. იმის მიუხედავად, რომ გერმანიის ნაკრები უკვე მე-4 წუთზე 1:0 იგებდა, შემდგომი საგოლე მომენტების შექმნა რთული აღმოჩნდა. თუმცა, მე-20 წუთზე შტინდლს თომას მიულერის ჩაწოდების შედეგად ანგარიში შეეძლო 2:0 გაეხადა, ხოლო, მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე დარიდამ ანგარიში გაათანაბრა 1:1. მატჩის დასასრულს თომას მიულერი, საჯარიმოსთან ახლოს წააქციეს, ხოლო მატჩის გმირმა მათს ჰუმელსმა, კროოსის საჯარიმო ჩაწოდების შემდგომ, ზუსტი თავური დარტყმით ბურთი ბადეში გადაგზავნა 2:1.

კაპიტანი მიულერი

„ცხადი იყო, რომ მატჩი იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც 5-4-1 სქემით თამაშობდა ადვილი არ იქნებოდა. ჩვენ კარგად დავიწყეთ, პირველ ტაიმში კიდევ ერთი ბურთის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ ხშირად ვკარგავდით ბურთს და ამის გამო გვიწევდა ხშირად უკან დაცვაში დაბრუნება. ჩვენ თვითონ გავირთულეთ საქმე“ - განაცხადა თომას მიულერმა.

შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გერმანიის ნაკრები (21 ქულა) ჯგუფში მტკიცე ლიდერია. გერმანიას ჩრდილოეთ ირლანდია მიყვენა (16 ქულა) და ჩეხეთი (9). თომას მიულერმა, მათს ჰუმელსმა და იოშუა კიმიხმა პრაღაში მთელი 90 წუთი გაატარეს მოედანზე. თომას მიულერი კი პირველად ბუნდესთიმის ოფიციალურ მატჩში მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა. ნიკლას ზიულე და სებასტიან რუდი სათადარიგო სკამზე დარჩნენ.

ჰუმელსმა გერმანიას მოაგებინა. ლევანდოვსკის წარუმატებელი საღამო

ჰუმელსმა გერმანიას მოაგებინა. ლევანდოვსკის წარუმატებელი საღამო

ჰუმელსმა გერმანიას მოაგებინა. ლევანდოვსკის წარუმატებელი საღამო

ჰუმელსმა გერმანიას მოაგებინა. ლევანდოვსკის წარუმატებელი საღამო

ჰუმელსმა გერმანიას მოაგებინა. ლევანდოვსკის წარუმატებელი საღამო


პირველი წაგება ლევანდოვსკისთვის

რობერტ ლევანდოვსკისათვის საღამო საკმაოდ წარუმატებლად წარიმართა. კოპენჰაგენში პოლონეთის ნაკრებმა დანიის ნაკრებთან ანგარიშით 4:0 წააგო (2:0). გოლებით თომას დილეინი (15’), ანდრეას კორნელიუსი (42’), ნიკოლაი იორგენსენი (59’) და კრისტიან ერიქსენი (79’) გამოირჩნენ. რობერტ ლევანდოვსკი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა და 90 წუთი ითამაშა.

წაგების მიუხედავად პოლონეთის ნაკრები (16) აგრძელებს ლიდერად ყოფნას ჯგუფში. 3 ქულით მათ ჩამორჩებიან დანია და მონტენეგრო. ორშაბათს კი პოლონეთი ვარშავაში ყაზახეთს დაუპირისპირდება.

ჰუმელსმა გერმანიას მოაგებინა. ლევანდოვსკის წარუმატებელი საღამო
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.