» » Sky German : ტოლისო თანაგუნდელების შესახებ საუბრობს

Sky German : ტოლისო თანაგუნდელების შესახებ საუბრობს

3-09-2017, 11:13 -ss- სიახლეები 1

Sky German : ტოლისო თანაგუნდელების შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" 23 წლის ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო, საკუთარი თანაგუნდელების შესახებ საინტერესო კომენტარს აკეთებს. Sky German-სთან მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რომელმა "ბავარიელმა" მოახდინა მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ასე უპასუხა.

"ეს რთული შეკითხვაა, რადგანაც "ბაიერნში" უამრავი ვარსკვლავი თამაშობს. არჩევანს კი მაინც ფრანკ რიბერიზე და ტიაგო ალკანტარაზე შევაჩერებდი. ყველა სხვა ფეხბურთელთან შედარებით, რიბერი გაცილებით მეტი დროა რაც კლუბში იმყოფება და რასაც იგი 34 წლის ასაკში დემონსტრირებს ნამდვილად სამაგალითოა. რაც შეეხება ტიაგო ალკანტარას, მისი ტექნიკური შესაძლებლობები შთამბეჭდავია. მასთან ერთად მოედანზე ყველაფერი მარტივად გამოიყურება. ასე, რომ ფრანკ რიბერიმ და ტიაგო ალკანტარამ ჩემზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს"-ციტირებს კორენტინ ტოლისოს სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Sky German-ი.

შეგახსენებთ, 23 წლის ფრანგი ფეხბურთელი "რეკორდმაისტერის" რიგებში 2017 წლის 1 ივლის ჩაირიცხა. გერმანიის ჩემპიონატისა და "პოკალის" ეგიდით გამართულ 3 შეხვედრაში, "ბავარიელთა" ახალწვეული ერთი გატანილი გოლის და ერთი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.
1
0

dachi8 (3 სექტემბერი 2017 14:22)

ნოიერით არაა გაკვირვებული? ok
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.