» ბილიჩმა რენატუ სანჩეზე უარი განაცხადა

ბილიჩმა რენატუ სანჩეზე უარი განაცხადა

3-09-2017, 23:47 dachi8 --- 0

ბილიჩმა რენატუ სანჩეზე უარი განაცხადა
პრემიერ-ლიგის გუნდის „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ თანათავმჯდომარემ დევიდ სალივანმა განაცხადა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა 2017/18 წლის სეზონის სატრანსფერო ფანჯრის დროს უარი განაცხადა „ბავარიის“ პორტუგალიელი ნახევარმცველის რენატუ სანჩესის დამატებაზე.

სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს უელსურმა კლუბმა „სუონსი სიტიმ“ 1 წლიანი იჯარის წესით რენატუ სანჩესი დაიმატა და პორტუგალიელი „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის ყოფილი თანაშემწის პოლ კლემენტის განკარგულებაში გადავიდა.

სალივანის განცხადებით რენატუ შესაძლოა „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ მოხვედრილიყო ამ ზაფხულს, მაგრამ „ვესტ ჰემის“ მთავარი მწვრთნელი ბილიჩისათვის შესაძლო ტრანსფერი უინტერესო აღმოჩნდა და უარი განაცხადა ახალგაზრდა პორტუგალიელის დამატებაზე.

„რენატუ სანჩესი „ბავარიამ“ შემოგვთავაზა. ჩვენ მწვრთნელს სლავენ ბილიჩს ვკითხეთ სჭირდებოდა თუ არა ფეხბურთელი, მან კი გვიპასუხა, რომ თავისი გუნდით კმაყოფილია“, - ციტირებს სალივანის სიტყვებს Sky Sports.

სატურნირო ცხრილში „ვესტ ჰემი“ ბოლო ადგილზე იმყოფება და მას მე-3 ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს დაგროვებული.

4 ქულით კი „სუონსი სიტი“ ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს.

თუ რატომ შესთავაზა „ვესტ ჰემს“ „ბავარიამ“ პორტუგალიელი ნახევარმცველი მეტად საინტერესოა, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ მიზეზი ალბათ თავად რენატუს ინტერესი გახლდათ, რადგან ლონდონურ კლუბში მისი 2 თანამემამულე თამაშობს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.