» » ბრაზოს მორიგი ქმედება

ბრაზოს მორიგი ქმედება

5-09-2017, 03:12 dachi8 სიახლეები 0

ბრაზოს მორიგი ქმედება
ჰასან სალიხამიჯიჩის მორიგი მოქმედება „ბავარიის“ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ფიზიო თერაპიის განყოფილების უფროსისა და ბოატენგის პირადი კურატორის გათავსუფლება და იერარქიის შეცვლა აღმოჩნდა.

ახალი სპორტული დირექტორი მუშაობას განაგრძობს. ჰასან სალიხამიჯიჩის გადაწყვეტილებით „ბაიერნის“ ფიზიოთერაპიის ხელმძღვანელის პოსტს კრისტიან ხუნის მაგივრად, ჰელმუტ ერჰარდი დაიკავებს.

ხუნი ნაციონალ გუნდში 2008 წლიდან მუშაობს, სადაც თერაპიაზე და მასაჟზეა პასუხისმგებელი. ხოლო „ბაიერნში“ 2015 წლიდანაა. ამ მომენტისათვის ხუნი ჟერომ ბოატენგის პერსონალური კურატორია, რომელთან ერთადაც გერმანელი მცველი გუნდში დაბრუნებისათვის ემზადება და რის გამოც კრისტიანი ნაკრებთან ერთად ვერ გაემგზავრა.

კრისტიან ხუნი


მაგრამ რისთვის განახორციელა ეს ცვლილება სალიხამიჯიჩმა? მიზეზი მარტივია. სჩანს „ბავარიის“ ვარსკვლავები ჰელმუტ ერჰარდს უფრო მეტად ენდობიან, რომელიც მათთან ერთად 2013 წლიდანაა და ასევე „ბაიერნის“ მთავარი ექიმი ვოლკერ ბრაუნიც ერჰარდის მუშაობით მეტად კმაყოფილია.

ჰელმუტ ერჰარდი


სალიხამიჯიჩის წინა ცვლილებები მთავარ მწვრთნელსაც შეეხო, ბრაზომ ანჩელოტის მავნე ჩვევას - სიგარეტის მოწევას, ბანი დაადო. ხოლო, ფეხბურთელებს კი საზღვარგარეთ ხშირი მგზავრობები აუკრძალა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.