» » პელე: ბავარიამ ბეკენბაუერის გვერდით თამაში შემომთავაზა

პელე: ბავარიამ ბეკენბაუერის გვერდით თამაში შემომთავაზა

5-09-2017, 15:08 dachi8 სიახლეები 0

პელე: ბავარიამ ბეკენბაუერის გვერდით თამაში შემომთავაზა
“სანტოსისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ლეგენდარული თავდამსხმელი პელე იხსენებს, რომ თავის დროზე მისით „ბავარია“ იყო დაინტერესებული. თუმცა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იძახის, რომ მუდამ „სანტოსის“ ერთგული გახლდათ.

„ჩემი მომსახურებით არა მხოლოდ მადრიდის „რეალი“ ყოფილა დაინტერესებული. მოწვევა ტურინის „იუვენტუსიდან“ მივიღე და „ნაპოლისაგან“. ასევე მთავაზობდნენ „ბავარიაში“ მეთამაშა ფრანც ბეკენბაუერის გვერდით. ცოტათი ვიყოყმანე, თუმცა „სანტოსში“ თამაშით სიამოვნებას ვიღებდი. ამასთან, მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ „სანტოსი“ დიდებული გუნდი იყო ასევე“, - ციტირებს პელეს სიტყვებს Marca.

ამის მიუხედავად, გერმანიისა და ბრაზილიის ლეგენდების გზები მაინც გადაიკვეთა. ფრანც ბეკენბაუერი 1977 წელს ნიუ იორკ „კოსმოსში“ გადავიდა, სადაც 1975 წლიდან უკვე თამაშობდა ბრაზილიელი პელე. მათ ერთად 1 სეზონი ჩაატარეს და გულშემატკივრებს არა ერთი წარუშლელი მოგონება დაუტოვეს.

პელე: ბავარიამ ბეკენბაუერის გვერდით თამაში შემომთავაზა


1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.