» » ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?

5-09-2017, 20:52 dachi8 სხვადასხვა 1

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?
“ბავარიის“ სალიგეჩემპიონო გამარჯვების გზა შვედურ ჰელსინგბორგში დაიწყო, სადაც რეკორდმაისტერი სირთულის გარეშე გაუმკლავდა ადგილობრივ კლუბს (3:1), რომელშიც ტაიმზე მეტი კუფურის გაძევების შემდეგ უმცირესობით თამაშობდა. მე-2 ტურში „ბავარიამ“ იმავე ანგარიშით სახლში „რუსენბორგი“ დაძლია, რომელთანაც 73-ე წუთამდე 0:1 აგებდა. შემდეგ მოყვა საშინაო გამარჯვებები და პსჟ-სთან მოგებები (0:1 პარიზში, 2:0 მიუნხენში). ჯგუფიდან რომ გასულიყვნენ 2 ფრეც საკმარისი იყო სკანდინავიურ კლუბებთან.

2000/2001 წლების - ათასწლეულის გზაგასაყარზე კლუბები ფიზიკურად ვერ გადიოდნენ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში. ყველაზე იღბლიანები კი მე-2 ჯგუფურ ტურნირზე ხვდებოდნენ.

„ბავარია“ საკმაოდ ძლიერ კვარტეტთან მოხვდა: „ლიონთან“, „არსენალთან“ და „სპარტაკთან“. მათ გამარჯვებით დაიწყეს - იერემისის გოლმა 3 ქულა მოუტანა „ბავარიას“ საშინაო მატჩში ფრანგებთან. „არსენალთან“ უფრო რთულად იყო საქმე. ლონდონში არსენ ვენგერის გუნდი 2:0 ანგარიშით იგებდა, მაგრამ ოპერატიულად მიიღო "ბავარიისგან"საკუთარ კარში 2 გოლი და ფრეზე შეთანხმდნენ.

თებერვალში მიუნხენელებმა „სპარტაკს“ 2-ჯერ მოუგეს (1:0 სახლში, 3:0 გასვლაზე) და პრაქტიკულად გაინაღდეს ფლეი-ოფები. ლიონში ჰიტცფელდის შეგირდები ცოტათი მოდუნდნენ და 3 ბურთი მიიღეს კარში, მაგრამ სახლში გადავსებულ ოლიმპიურ სტადიონზე „არსენალს“ გაუსწორდნენ ელბერის ერთადერთი გოლით.

მეოთხედფინალში და ნახევარფინალში სატურნირო ბადე ნახევარი ფეხით თამაშის საშუალებას არ იძლეოდა და აქ „ბავარიამ“ ნამდვილი ძალა აჩვენა, მოიგო რა 4-ვე თამაში 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (1:0 და 2:1) და „რეალთან“ (1:0 და 2:1).

ფინალში „ვალენსიის“ წინააღმდეგ, რომელიც „სან-სიროში“ ტარდებოდა, ბევრი პენალტი დაინიშნა. პირველი პენალტი მე-3 წუთზე "ვალენსიის" მხრიდან მენდეტამ მოიყვანა სისრულეში, მე-2 პენალტი კი 4 წუთის შემდეგ მეჰმეტ შოლმა გააცუდა. მოკლედ, „ბავარია“ დროზე გამოვიდა პირველი წუთების შოკიდან და სანტიაგო კანისარესის კარს შეუტია. მე-2 ტაიმის დასაწყისში ზეწოლამ ახალ პენალტამდე მიიყვანა „ბავარია“ და ის სისრულეში ეფენბერგმა მოიყვანა.

თამაშიდან ბურთი ამ საღამოს კარში არ შედიოდა, ამიტომ, პენალტების სერიას ვერ გადაურჩებოდნენ. აქ ყველაფერი პაულო სერჟიოს მარცხიდან დაიწყო, შემდეგ მეკარეებმა ანდერსონისა და ზახოვიჩის დარტყმები მოიგერიეს. ხოლო, ტიტანმა ოლივერ კანმა სასწაული ბურთი ხელთათმანის წვერით მოიგერია, რომელიც უკვე კარში გადიოდა, ბურთი კი ზედა ძელმა აისხლიტა. ეს ყველაზე ველური სეივი იყო მატჩისშემდგომ პენალტებს შორის და გარდამტეხი მომენტი ამ თამაშში. ამგვარის დანახვის შემდეგ „ვალენსიის“ ფეხბურთელებიდან ბევრი ალბათ შედრკებოდა და ეს მაურისიო პელლეგრინოს დაემართა, რომლის დარტყმულიც ოლივერ კანმა მოიგერია.



სანამ „ბავარია“ ზეიმობდა, ოლივერ კანი „ვალენსიის“ გოლკიპერს კანისარესს ამშვიდებდა, რომელმაც ზედიზედ მე-2 ფინალი წააგო. სამწვრთნელო სკამზე კი ამ დროს ეკროტ კუპერი სევდას მისცემოდა. მან ევროთასებზე მე-3 ფინალი წააგო 3 წელში.

თუ სად არიან 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები ახლა და რა საქმიანობით არიან დაკავებულები, მივყვეთ თანმიმდევრობით:

ოლივერ კანი. (გოლკიპერი) 2001 წელს ის 31 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 10 ბურთი გაუშვა.
ამჟამად კანი 48 წლისაა და ZDF-ის ექსპერტად გვევლინება.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


სემუელ კუფური. (ცენტრალური მცველი) 2001 წელს ის 24 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ამჟამად სემუელი 41 წლისაა, ცხოვრობს განაში და უძრავი ქონებითაა დაკავებული.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


პატრიკ ანდერსონი (ცენტრალური მცველი). 2001 წელს ის 29 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ამჟამად პატრიკი 46 წლისაა, ბიზნესმენია და ასევე ბოლო ევროპა ლიგის ფინალის ელჩი.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


თომას ლინკე (ცენტრალური მცველი). 2001 წელს ის 31 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
ამჟამად თომასი 47 წლისაა. 2017 წლის ივნისამდე იგი „ინგოლშტადტის“ სპორტულ დირექტორად გვევლინებოდა.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


ბიქსანტ ლიზარაზუ (მცველი). 2001 წელს ის 31 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ამჟამად ბიქსანტი 47 წლისაა. ევროპის ჩემპიონია ბრაზილიური ჯიუ-ჯიტცუსი, ასევე: ექსპერტი, პროდიუსერი, რეჟისორი, მეცენატი და „ბავარიის“ ელჩი.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


მიხაელ ტარნატი (მარცხენა მცველი). 2001 წელს ის 31 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა შეძლო.
ამჟამად მიხაელი 47 წლისაა და „განოვერში“ ახალგაზრდულის საქმეების ხელმძღვანელია.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


ვილი სანიოლი (მარჯვენა მცველი). 2001 წელს ის 24 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ამჟამად ვილი 40 წლისაა და „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თანაშემწეა.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


იენს იერემისი (საყრდენი ნახევარმცველი). 2001 წელს ის 27 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.
ამჟამად იერემისი 43 წლის გახლავთ და საფეხბურთო აგენტად მუშაობს.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


ტორსტენ ფინკი (საყრდენი ნახევარმცველი). 2001 წელს ის 33 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ამჟამად ტორსტენი 49 წლის გახლავთ და ვენის „აუსტრიის“ მწვრთნელად გვევლინება.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


ოუენ ხარგრივზი (საყრდენი ნახევარმცველი). 2001 წელს ის 20 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ამჟამად ოუენი 36 წლის გახლავთ და BT სპორტის ექსპერტად და CNN-ის ანალიტიკოსად გვევლინება.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


ჩირიაკო სფორცა (ცენტრალური ნახევარმცველი). 2001 წელს ის 31 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ამჟამად ჩირიაკო 47 წლის გახლავთ და 2015 წლის სექტემბრამდე შვეიცარიულ „ტუნ“-ს წვრთნიდა.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


შტეფან ეფენბერგი (ცენტრალური ნახევარმცველი). 2001 წელს ის 32 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
ამჟამად შტეფანი 49 წლის გახლავთ და 2016 წლის მარტამდე „პადერბორნს“ წვრთნიდა, ახლა ის ინტელექტუალურ შოუში იღებს მონაწილეობას.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


მიხაელ ვიზინგერი (მარჯვენა ნახევარმცველი). 2001 წელს ის 28 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ამჟამად მიხაელი 44 წლის გახლავთ და „იურდინგენის“ მწვრთნელია.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


მეჰმეტ შოლი (შემტევი ნახევარმცველი). 2001 წელს იგი 30 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლით გამოირჩა.
ამჟამად მეჰმეტი 46 წლის გახლავთ. ექსპერტია მწვრთნელის ლიცენზიით და Millaphon Records-ის სავაჭრო ნიშნის დამფუძნებელია.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


ჰასან სალიჰამიჯიჩი (მარჯვენა ნახევარმცველი). 2001 წელს ის 24 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლით გამოირჩა.
ამჟამად ჰასანი 40 წლის გახლავთ და „ბავარიის“ სპორტული დირექტორია.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


პაულო სერჟიო (მარცხენა ვინგერი). 2001 წელს იგი 31 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლით გამოირჩა.
ამჟამად პაულო სერჟიო 48 წლის გახლავთ. იგი ბიზნესმენია, ყოფილი ჩინოვნიკია და რეალითი-შოუს ვარსკვლავი.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


ჯოვანე ელბერი (თავდამსხმელი). 2001 წელს იგი 28 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლით გამოირჩა.
ამჟამად ჯოვანე 45 წლის გახლავთ. იგი „ბავარიის“ ელჩია და მესაქონლებითაა დაკავებული.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


კარსტენ იანკერი (თავდამსხმელი). 2001 წელს იგი 26 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლით გამოირჩა.
ამჟამად კარსტენი 43 წლის გახლავთ და იგი ავსტრიის „ჰორნის“ მწვრთნელია.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


ალექსანდრ ციკლერი (თავდამსხმელი). 2001 წელს იგი 27 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ამჟამად ციკლერი 43 წლის გახლავთ და იგი „რედ ბულ ზალცბურგის“ მწვრთნელის ასისტენტია.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


როკე სანტა კრუსი (თავდამსხმელი). 2001 წელს იგი 19 წლის გახლდათ. 2000/2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მან 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ამჟამად სანტა კრუსი 36 წლის გახლავთ. იგი ჯერ კიდევ ფეხბურთშია და პარაგვაის „ოლიმპიაში“ გამოდის.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?


ოტმარ ჰიტცფელდი - მთავარი მწვრთნელი.
ამჟამად ჰიტცფელდი 68 წლის გახლავთ და გერმანული ფეხბურთის ფედერაციის ფონდის ზეპპ ჰერბერგერის ელჩია.

ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?



ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა ასევე თამაშობდნენ:

შტეფან ვესსელსი (22 წლის, გოლკიპერი, 2 მატჩი, 2 გაშვებული გოლი), ამჟამად იგი 38 წლის გახლავთ და გოლკიპერთა მწვრთნელია უ16 წლამდელთა გერმანულ ნაკრებში.

თომას შტრუნცი (33 წლის, საყრდენი ნახევარმცველი, 2 მატჩი), ამჟამად - 49 წლის გახლავთ და Sport1-ის ექსპერტია.
1
1

dachi8 (5 სექტემბერი 2017 21:02)

22 ფეხბურთელიდან 9 ფეხბურთელი 30 წელს გადაცილებულია და ახლანდელ ბავარიაზე ლაპარაკობენ დაბერებულიაო? surprise kricha

თუმცა ახლა შემტევები არიან ასაკში.........
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.