» » ნოიერი: რეალთან იძულებული ვიყავი მოტეხილი ფეხით მეთამაშა

ნოიერი: რეალთან იძულებული ვიყავი მოტეხილი ფეხით მეთამაშა

6-09-2017, 17:28 dachi8 სიახლეები 0

ნოიერი: რეალთან იძულებული ვიყავი მოტეხილი ფეხით მეთამაშა
„ბავარიის“ გოლკიპერი და კაპიტანი მანუელ ნოიერი ყვება, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში მადრიდის "რეალთან" იძულებული იყო მოტეხილი ფეხით გაეგრძელებინა თამაში და მთელი 120 წუთი ეთამაშა..
გოლკიპერმა ბოლო 4 თვე გამოჯანმრთელებას მოანდომა და სულ რაღაც 1 კვირაა რაც გუნდს დაუბრუნდა.

როდესაც მადრიდში ჩატარებულ თამაშს იხსენებს, ნოიერი Bild-თან ინტერვიუში ყვება, რომ იძულებული იყო მთელი 120 წუთი ეთამაშა, რადგან 3-ვე შეცვლა კარლო ანჩელოტის თამაშში უკვე განხორციელებული ჰქონდა.

„სათადარიგო სკამზე კვლავ აქტიურობა შეინიშნებოდა, რადგან მოედნის დატოვება მსურდა, მაგრამ ჩვენ უკვე 3-ვე შეცვლა გაკეთებული გვქონდა. ჩემს თავში ახალი წესი ტრიალებდა, რომ დამატებით დროში შესაძლებელი იქნებოდა მე-4 ცვლილების განხორციელება, მაგრამ ეს მხოლოდ გერმანიის თასის ფარგლებში და არა ჩემპიონთა ლიგაზე. ამიტომ თამაშის გაგრძელება მომიწია, თუმცა ფეხით დარტყმაც კი არ შემეძლო. ჩემი თანაგუნდელებიდან კი რამოდენიმე პასიც კი მივიღე! ეს სრულიად გიჟური სიტუაცია გახლდათ, ამიტომ მაშინვე მივხვდი, რომ ფეხი მოტეხილი მქონდა“.

2016/17 სეზონის ბოლოს ფილიპ ლამისა და ხაბი ალონსოს კარიერის დასრულების შემდეგ, ნოიერი „ბავარიაში“ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ასაკოვანი ფეხბურთელია, იმის მიუხედავად, რომ ანჩელოტის გუნდს მხოლოდ 5 ფეხბურთელი ყავს 30 წლის და მასზე ზევით, ნოიერი უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ „ბავარიამ“ გამოცდილება დაკარგა.

„მე ამის არ მჯერა. ჩვენ გამოცდილი ფეხბურთელები დავკარგეთ, მაგრამ ჩვენ გუნდს თუ შეხედავთ ბევრი გვყავს 26 და 27 წლის ზევით. ჩვენ ყველა გამოწვევისთვის ვართ მზად. ეს ესპანეთის ნაკრებს გავს, რომელმაც 2008, 2010 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატები და მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს, რომელსაც შესწევს ძალა ბევრს მიაღწიოს“ - იძახის კაპიტანი.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.