» » ბაიერნს ალაბა გამოაკლდა. რუდი შაბათის მატჩისთვის მზად იქნება

ბაიერნს ალაბა გამოაკლდა. რუდი შაბათის მატჩისთვის მზად იქნება

6-09-2017, 21:32 dachi8 სიახლეები 0

ბაიერნს ალაბა გამოაკლდა. რუდი შაბათის მატჩისთვის მზად იქნება
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, დავიდ ალაბას ავსტრია სამშაბათს, 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს შეხვდა, სადაც ორივე გუნდმა მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო. ქულების დაკარგვის გარდა, დავიდ ალაბამ მატჩში მარცხენა ფეხის მტევანიც დაიზიანა.

„ბაიერნის“ მარცხენა მცველმა მატჩის 38-ე წუთზე მიიღო ტრავმა და მოედანი დატოვა. როგორც გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild-ი იუწყება, ავსტრიელი დაახლოებით 1 თვეს გამოტოვებს.

კარგი სიახლეა სებასტიან რუდისთან დაკავშირებით. გერმანიის ნაკრებისა და ნორვეგიის შეხვედრის დროს სებასტიან რუდიმ ფეხი დაიზიანა და მატჩის ჩამთავრება ბოლომდე ვერ შეძლო. თუმცა, მიუნხენში მას საერთო ვარჯიშში არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ინდივიდუალურად ჩაატარა ვარჯიშები.

როგორც „ბაიერნის“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, სებასტიანი გუნდს ხუთშაბათს დაუბრუნდება და შაბათს თავის ძველ კლუბთან „ჰოფებჰაიმთან“ სათამაშოდ მზად იქნება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.