» » რიბერის კარიერის დასრულება მიუნხენში სურს

რიბერის კარიერის დასრულება მიუნხენში სურს

7-სექ-2017, 17:56
0269
“ბავარიის“ ფრანგმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ მომავლის განხილვისას აღნიშნა, რომ კარიერის დასრულება მიუნხენურ კლუბში სურს.

„ვისურვებდი, რომ „ბავარიაში“ დავრჩენილიყავი, მაგრამ ამას მარტო მე ვერ გადავწყვეტ ხელმძღვანელობის გარეშე. კარიერის დასრულებამდე ვითამაშებდი აქ, მაგრამ საზღვარგარეთიდან ვარიანტების განხილვაც შეიძლება“ - აღნიშნა ფრანკმა.

რიბერიმ ასევე გაიხსენა, რომ ჩინეთიდან ფინანსურად საკმაოდ სარფიანი წინადადებები ჰქონდა, რომელიც უარყო.

„კატარიდან და ჩინეთიდან წინადადებები მქონდა, მაგრამ სანამ შესაბამის ფორმაში ვარ, ისინი ჩემთვის საინტერესო არაა. ბუნებრივია, ფული მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეულ როლს თამაშობს ცხოვრებისეულ სიამოვნებებში. ამის მიუხედავად ის არასოდეს არ იქნება ჩემთვის პირველ ადგილზე და მე არასოდეს არ გადავალ მათ გამო სხვა კლუბში“, - ციტირებს ფრანკის სიტყვებს ინტერნეტ-სპორტული გამოცემა Sport1.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..