» » რუმენიგე: ბავარიას არტურო ვიდალთან დაკავშირებით წინადადებები არ მიუღია

რუმენიგე: ბავარიას არტურო ვიდალთან დაკავშირებით წინადადებები არ მიუღია

7-სექ-2017, 18:13
0354
მიუნხენის „ბავარიას“ არტურო ვიდალთან დაკავშირებით წინადადებები არ მიუღია. ამის შესახებ გერმანული გრანდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე აცხადებს.

„არავინ არ ყოფილა დაინტერესებული არტურო ვიდალით და „ბავარიისთვის“ არასოდეს არ მიუმართავთ ოფიციალური წინადადებით. ეს იმ პერიოდსაც ეხება, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღია იყო. ასე, რომ მე არ შემიძლია დავადასტურო სხვადასხვა ჭორები ჩვენი ფეხბურთელის შესახებ“, - მოყავს რუმენიგეს სიტყვები Mediaset-ს.

„ბავარიის“ ნახევარმცველზე უკვე რამოდენიმე კვირაა ჭორები ვრცელდება იტალიური კლუბების მისით დაინტერესების შესახებ. თუმცა ამ ჭორებს რუმენიგემ საკლუბო დონეზე კონკრეტული პასუხი გასცა, მაგრამ ჩილელმა ფეხბურთელმა შესაძლოა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულოს.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ბოლივიასთან დამარცხების შემდეგ (0:1) 30 წლის ნახევარმცველმა თავის ინსტაგრამის გვერდზე შემდეგი სახის მესიჯი დატოვა:

„მაპატიე ჩილე, ამ 2 მარცხის გამო. ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ მოედანზე, მაგრამ გამარჯვება ვერ შევძელით. ბრძოლას ვაგრძელებთ. მე 2 მატჩი დამრჩა და მსოფლიოს ჩემპიონატი. მადლობთ ასეთი სიყვარულისთვის ამ წლების განმავლობაში“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..