» » რეშკე: ბავარიამ დემბელეს შესაძენად ყველაფერი გააკეთა

რეშკე: ბავარიამ დემბელეს შესაძენად ყველაფერი გააკეთა

7-09-2017, 18:41 dachi8 სიახლეები 0

რეშკე: ბავარიამ  დემბელეს შესაძენად ყველაფერი გააკეთა
„ბავარიის“ ყოფილი ტექნიკური დირექტორი მიხაელ რეშკე პრესაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ 2016/17 წლის სეზონის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ბავარიის“ წარმომადგენლები „რენის“ შემტევი ნახევარმცველის უსმან დემბელეს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამ შეცდომის გამო ფრანგი ფეხბურთელის „ბავარიაში“ შესაძლო ტრანსფერი ჩაიშალა.

„ბავარიამ“ ყელაფერი გააკეთა, რომ დემბელე შეეძინა. თუმცა, ფეხბურთელმა ცხადად გაგვაგებინა, რომ მას მხოლოდ დორტმუნდის „ბორუსიაში“ სურდა გადასვლა. ის გრძნობდა, რომ ჯერ კიდევ არ იყო მზად ისეთ გუნდებში ეთამაშა, როგორიც „ბავარია“ და „ბარსელონაა“. ფეხბურთელს სურდა სათამაშო პრაქტიკისა და პროგრესის შესაძლებლობა ჰქონოდა. აი ესაა დემბელეს შესახებ სრული სიმართლე“, - ციტირებს რეშკეს სიტყვებს Sport Bild.

რეშკეს განცხადებით, 3 ადამიანი არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ამ ტრანსფერზე „ბავარია“ აქტიურად მუშაობდა: „დემბელესთან დაკავშირებით, 3 ადამიანია, რომლებსაც ჩემი სიტყვების დადასტურება შეუძლიათ, მთავარი სკაუტი, რომელმაც დემბელეს შესახებ შეგვატყობინა მარკო ნეპპე, ადვოკატი მაიკლ გერლინგერი და კარლ-ჰაინც რუმენიგე, რომელთან ერთადაც პარიზში გავემგზავრე, რომ „რენის“ ხელმძღვანელობასთან დემბელეს ტრანსფერის თაობაზე გამოსავალი გვეპოვა და თუ ამ 3 ადამიანიდან ერთ-ერთი მაინც ჩემს მიმართ საყვედურს გამოთქვამს, მაშინ მექნება სანერვიულო“, - იძახის „ბავარიის“ ყოფილი ტექნიკური დირექტორი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.