» » კლემენტი: სანჩესს გარანტირებული ადგილი ძირითადში არ აქვს

კლემენტი: სანჩესს გარანტირებული ადგილი ძირითადში არ აქვს

8-09-2017, 17:19 dachi8 სიახლეები 0

კლემენტი: სანჩესს გარანტირებული ადგილი ძირითადში არ აქვს
“სუონსის“ მთავარმა მწვრთნელმა პოლ კლემენტმა განაცხადა, რომ გუნდის ახალწვეულ რენატუ სანჩესს განარტირებული არ აქვს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა, მხოლოდ იმის გამო, რომ ის „ბავარიას“ ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ „სუონსიმ“ ამ ზაფხულს პორტუგალიელი იჯარის წესით დაიმატა.

„სანჩესისათვის არანაირი გარანტია არ არსებობს. „ბავარიაც“ ასევე მიიჩნევს, რომ ფეხბურთელმა უნდა დაამტკიცოს თავისი მზაობა ჩვენს კლუბში ძირითად გუნდში თამაშისთვის. მე კმაყოფილი ვარ ამ არენდით და ველოდები, რომ რენატუ ჩვენს საერთო საქმესი თავის წვლილს შეიტანს“.

„ხვალ ის „სუონსის“ განკარგულებაში იქნება. „ნიუკასლთან“ მატჩამდე პორტუგალიელი 2 ვარჯიშს ჩაატარებს, ასე, რომ ის შეძლებს კვირას თამაშს. რენატუ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და მასზე ზემოქმედებას არ უნდა ვეცადოთ. თუ თქვენ ევრო 2016-ს უყურებდით, მაშინ დაინახავდით, თუ რა ნიჭის პატრონია პორტუგალიელი“ - იძახის პოლ კლემენტი.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.