» » ბავარია ჰოფენჰაიმში მნიშვნელოვან ეტაპს იწყებს

ბავარია ჰოფენჰაიმში მნიშვნელოვან ეტაპს იწყებს

8-09-2017, 21:52 dachi8 სიახლეები 0

ბავარია ჰოფენჰაიმში მნიშვნელოვან ეტაპს იწყებს
შაბათს გასვლითი მატჩით „ჰოფენჰაიმთან“ (20:30 სთ) „ბავარია“ სეზონის პირველ ინგლისურ კვირაში ხვდება (1 კვირა = 2 თამაში) . „ახლა მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება“, - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ პარასკევს პრეს-კონფერენციაზე.
გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე და ბუნდესლიგაში 7 მატჩს ჩაატარებს. საბედნიეროდ, 58 წლის მწვრთნელი კლუბის უმრავლეს ფეხბურთელს ფლობს განკარგულებაში.

„გუნდი ფორმაშია, ყველანი კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში დაბრუნდნენ ნაკრების თამაშებიდან - გამოხატავს თავის კმაყოფილებას ანჩელოტი. დაზიანება მხოლოდ დავიდ ალაბამ მიიღო. ის ისევე, როგორც ხუან ბერნატი (მყესების გაწყვეტა) და ჟერომ ბოატენგი, რომლისთვისაც ჯერ კიდევ ძალიან ადრეა მინდორზე გამოსვლა, იძულებულნი არიან მიუნხენელების მოახლოებული მატჩები გამოტოვონ. ვიდალს და ხამესს რაც შეეხება, ჩვენ გადაწყვეტილებას მხოლოდ ვარჯიშის შემდეგ მივიღებთ“, - აცხადებს იტალიელი.

როტაცია იქნება

რაფინია ალაბას კარგი შემცვლელი იქნება დაცვაში, „მას უკვე აქვს ამის გამოცდილება და ამას კარგად გაართვა თავი სუპერთასის მატჩში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ - თვლის ანჩელოტი. მომდევნო კვირებში ჩვენთვის თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან როტაციას გპირდებით. არავის არ აქვს გარანტირებული ადგილი ძირითადში წინასწარ“, - ხსნის ანჩელოტი, რომელიც დიდი პატივისცემითაა განწყობილი სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილას მყოფ „ჰოფენჰაიმის“ მიმართ..

„ჰოფენჰაიმი - სახიფათო გუნდია - აფრთხილებს თავის შეგირდებს ანჩელოტი. ბოლო მარცხი „ბავარიამ“ ზუსტად ამ გუნდისგან მიიღო, ხოლო, წინა სეზონში „სოფლელებთან“ შეხვედრების 2 მატჩის ჯამში „ბავარიამ“ მხოლოდ 1 ქულა აიღო. - ისინი კვლავ უკომპრომისო გუნდად გვევლინებიან, იმის მიუხედავად, რომ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგეს“, - იძახის მთავარი მწვრთნელი და ნიკლას ზიულესა და სებასტიან რუდის გულისხმობს, რომლებიც ამ ზაფხულს „ბავარიელთა“ რიგებს შეუერთდნენ.

ჰოფენჰაიმის ლაზარეთი

ცხადია, რომ ორივე ფეხბურთელი სულმოუთმენლად ელოდება მოახლოებულ მატჩს, ხოლო რუდი სიფრთხილით ეკიდება მოწინააღმდეგის მწვრთნელს: „ვფიქრობ, რომ მას უკვე აქვს მომზადებული გეგმა, თუ როგორ შექმნას მომენტები ჩვენს კართან“. იულიან ნაგელსმანის სიტყვები რუდის სიფრთხილეს ადასტურებს: „ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს განცდა, რომ შეგვიძლია მოწინააღმდეგეს პრობლემები შევუქმნათ“, - იძახის 30 წლის სპეციალისტი, რომელსაც გუნდის ტრავმების ეპიდემიასთან შეჯახება მოუწია.

სერჟ გნაბრი, რომელიც „ჰოფენჰაიმში“ „ბავარიიდან“ იჯარითაა, თამაშს ფეხის ტრავმის გამო გამოტოვებს, ადამ სალაიმ კუნთი დაიზიანა. კევინ ფოგტს მუხლის ტრავმა აქვს, ბენჟამინ ჰიუბნერს ბარძაყის და სტივენ ცუბერიც ასევე ტრავმირებულია და მისი ძირითადში დაყენება კითხვის ნიშნის ქვეშაა. „ყველაფერი არც თუ ისე ოპტიმისტურად გამოიყურება, - იძახის ნაგელსმანი, რომელიც ამ სირთულეების მიუხედავად დანებებას არც აპირებს: „თუ „ბავარია“ არაოპტიმალურ ფორმაში იქნება და ჩვენ თამაში წაგვივა, მაშინ შანსი გვექნება ქულებს გამოვკრათ ხელი“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.