» » მომავალი მეტოქე: ჰოფენჰაიმი

მომავალი მეტოქე: ჰოფენჰაიმი

9-09-2017, 01:19 LEV4NI ანონსი 1

მომავალი მეტოქე: ჰოფენჰაიმი
ბუნდესლიგა დაბრუნდა! სანაკრებო შესვენების შემდეგ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება კვლავ შიდა ჩემპიონატებისკენ მიეპყრო. წამყვანი ლიგების გარკვეულმა ნაწილმა სტარტი დღეს აიღო თუმცა მესამე ტურში გასამართი დაპირისპირებების აბსოლუტური უმრავლესობა ხვალ გაიმართება.

მათ შორის რასაკვირველია გახლავთ მიუნხენის ბაიერნი რომელსაც 9 სექტემბერს საკმაოდ რთული დაპირისპირების გამართვა მოუწევს, კარლო ანჩელოტი და კომპანია ჰოფენჰაიმში მდებარე ვირსოლ რეინ-ნეკარ არენას ეწვევა და ადგილობრივი გუნდის დამარცხებას შეეცდება.

თავის მხრივ მომდევნო მატჩს სრული მობილიზებით ხვდებიან მასპინძლებიც, იულიან ნაგელსმანის გუნდმა ჯერ კიდევ წინა სეზონში დაამტკიცა ის რომ მისი გუნდი ანგარიშგასაწევი ძალაა და დიდი ალბათობით ეს არც წელს შეიცვლება.

თუმცა მაინც უნდა ავღნიშნოთ რომ გარკვეული შევსების მიუხედავად ბადენ-ვიურტემბერგის წარმომადგენლები წელს საგრძნობლად დასუსტდნენ, კლუბმა 2 უპირობო ლიდერი სებასტიან რუდი და ნიკლას ზულე მიუნხენის ბაიერნში გაუშვა, სამაგიეროდ ბავარიული კლუბიდან მათ სერჟ გნაბრი იჯარის წესით დაიმატეს.

ნუ დაგვავიწყდება ისიც რომ ჰოფენჰაიმს მიმდინარე სეზონში სხვა მიზნებიც ექნება, გუნდმა ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა და არც ის გამოვრიცხოთ რო ნაგელსმანმა საფეხბურთო სამყაროს გაკვირვება ამჯერად ევროტურნირიდან მოინდომოს...

ანჩელოტის მიზნები კი უცვლელია, ბაიერნმა მიმდინარე წელს უფრო დიდი მოტივაციიტა და შემართებით უნდა მოინდომოს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა, გერმანიის მასშტაბით დომინაციას კი რეკორდმაისტერის გულშემატკივრები ჯერ კიდევ იუპ ჰაინკესის თავკაცობის პერიოდიდან მიეჩვივნენ.

წელს ლურჯ-თეთრებმა ბუნდესლიგაში ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს და ბრემენის ვერდერის წინააღმდეგ იზეიმეს პირველი გამარჯვება, მატჩში ერთადერთი გოლი კი 84-ე წუთზე კრამარიჩმა შეაგდო.

ხოლო მეორე ტურში ლევერკუზენის ბაიერთან ნათამაშები ფრე არცთუ ისე ცუდ შედეგად უნდა ჩაითვალოს რადგან ბაი-არენაზე თამაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა ბუნდესლიგაში მოასპარეზე თითოეული გუნდისთვის.

ბაიერნმა კი ორიდან ორი დაპირისპირება მოიგო, ჯერ იყო და ალიანს არენის ბინადრებმა შინ ლევერკუზენის ბაიერს ძლიეს, შემდეგ კი უკვე ბრემენში იზეიმეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამავდროულად რთული გამარჯვება.

რაც შეეხება ტრავმირებულ ფეხბურთელებს, სამწუხაროდ დანაკლისი ორივე გუნდს აქვს, მასპინძელთა მხრიდან მომავალ დაპირისპირებაში მონაწილეობას ადამ შალაი, სტეფან პორში და სტივენ ზუბერი ვერ მიიღენ, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელის სერჟ გნაბრის მოედანზე გამოსვლის საკითხიც...

ბაიერნს კი ხვალ დავიდ ალაბა, ჟერომ ბოატენგი და ხუან ბერნატი ვერ დაეხმარებიან.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ რომ ყველანაირი წინაპირობაა იმისა რომ ხვალ საინტერესო დაპირისპირება ვიხილოთ, ერთმანეთის წინააღმდეგ ორი ამბიციური გუნდი წარმსდგება და მათი უპირველესი ამოცანა რასაკვირველია გამარჯვების მოპოვება იქნება.
2
0

dachi8 (9 სექტემბერი 2017 02:29)

პირველობა უნდა დავიბრუნოთ, ამიტომ მეტი გოლების გატანა გვინდა მოგებასთან ერთად.
დორტმუნდელები ჩამოვაგდოთ 1-ლი ადგილიდან beach
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.