» » ლევანდოვსკი უეფას ზაფხულის მეგა-ტრანსფერების გამოძიებისკენ მოუწოდებს

ლევანდოვსკი უეფას ზაფხულის მეგა-ტრანსფერების გამოძიებისკენ მოუწოდებს

9-09-2017, 03:26 dachi8 სიახლეები 1

ლევანდოვსკი უეფას ზაფხულის მეგა-ტრანსფერების გამოძიებისკენ მოუწოდებს
გერმანულ ჟურნალ Spiegel-თან ღია ინტერვიუში, „ბავარიის“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ღიად აკრიტიკებდა თავის კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გამო. ის ხედავს, რომ ამგვარად „ბავარია“ საერთაშორისო არენაზე კონკურენციაში რისკავს.

„ბავარიამ რაიმე ახალი უნდა მოიფიქროს და შემოქმედებითად მიუდგეს საკითხს, თუ კლუბი მსოფლიო კლასის ფეხბურთელებით უნდა რომ გააძლიეროს“.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბავარიამ“ რამოდენიმე სიურპრიზი შემოგვთავაზა, მაგრამ შეზღუდულ ბიუჯეტში. ალექსის სანჩესის ნაცვლად, რომელიც საბოლოოდ ისევ „არსენალში“ დარჩა, „ბავარიამ“ მოულოდნელად მსოფლიო ჩემპიონატის ყოფილი ვარსკვლავი დაიმატა ხამეს როდრიგესის სახით.

„ბავარიამ“ ასევე, ბუნდესლიგის რეკორდიც დაარღვია და ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გააკეთა კორენტენ ტოლისოს სახით, რომელშიც 41,5 მილიონი ევრო გადაიხადა.

თუმცა ეს ტრანსფერები საკმარისი არ აღმოჩნდა ლევანდოვსკის თვალში.

ამ დრომდე „ბავარიას“ არასოდეს არ გადაუხდია 40 მილიონზე მეტი ფეხბურთელში. საერთაშორისო ფეხბურთში ეს თანხა უკვე საშუალო გახდა და არა მაქსიმალური და ახლა მანძილი მაღალ ფასებთან ნამდვილად დიდია.

ამგვარად, ლევანდოვსკი გარდაუვლად თვლის, რომ „ბავარია“ საბოლოოდ მოერგება ახალ სატრანსფერო წესებს. შემდეგ სხვა კითხვა ჩნდება, როგორ შეძლებს „ბავარია“ (და რა თქმა უნდა ბუნდესლიგა) ადაპტირებას და კონკურენციას იმ კლუბებთან, რომელთაც მილიარდერები აფინანსებენ და ზოგიერთს თვით უცხოური ქვეყნებიც კი?

ლევანდოვსკის აზრით ეფექტური რეგულაცია არის მსოფლიო ფეხბურთში კონკურენციის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალება. გაიმეორა რა „ბაიერნის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვები ფინანსურ სამართლიანობაზე, ლევანდოვსკიმ განაცხადა:

„უეფამ მკაცრად უნდა გამოიძიოს ამ ზაფხულის მეგა-ტრანსფერები და საბოლოოდ ფიფასთან ერთად უნდა იმუშაოს, რომ წესებში ხარვეზები აღმოფხვრას“.

პოლონელი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „ასოციაციებმა ისეთი წესები უნდა შეიმუშაონ, რომ სატრანსფერო ბაზარი სრულიად უკონტროლო არ გახდეს“.

როგორ და როდის შეიძლება ეს მოხდეს, გაურკვეველია, მაგრამ დღევანდელი სატრანსფერო ბაზრის რეალობა უკვე უპირისპირდება კლუბს და ბუნდესლიგას ყოველდღიურად.

აღნიშვნის ღირსია, რომ 2014 წელს რობერტ ლევანდოვსკი „ბავარიაში“ უფასოდ რომ არ გადმოსულიყო, კლუბი ალბათ თავის თავის მისი შეძენის უფლებას ვერ მისცემ
1
0

LEV4NI (9 სექტემბერი 2017 16:53)

ფაიზაღს ბაზრობს ლევანა...
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.