» » რიბერი: რუდი ტონი კროოსივით თამაშობს

რიბერი: რუდი ტონი კროოსივით თამაშობს

9-09-2017, 17:17 LEV4NI სიახლეები 1

რიბერი: რუდი ტონი კროოსივით თამაშობს
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ფრანგმა შემტევმა საკმაოდ საინტერესო კომანტარი გააკეთა ბავარიული კლუბის ახალწვეულებთან დაკავშირებით, რიბერის აზრით სებასტიან რუდი და ნიკლას ზულე ტოპ დონის მოთამაშეებს განეკუთვნებიან.

ვიცით რომ ორივე მათგანმა ბავარიულ კლუბში წარმატებული დებიუტი იზეიმა, დამაჯერებელი თამაშის გარდა ისინი კარგი პროდუქტიულობითაც გამოირჩნენ, ნიკლას ზულემ გულშემატკივრებს თავი რამდენიმე გოლით დაამახსოვრა, სებასტიან რუდის ანგარიშზე კი ამ დროისთვის რამოდენიმე საგოლე გადაცემაა.

თუმცა როგორც ჩანს რიბერი სებასტიანს ცოტა სხვაგვარად უყურებს, მისი აზრით 26 წლის ნახევარმცველი თამაშის სტილით ძალიან ჰგავს ტონი კროოსს: „ყოველთვის ვამბობდი რომ ის კარგი ფეხბურთელია და მას მოედანზე არაფრის არ ეშინია, გეტყვით იმასაც რომ სებასტიან რუდი ძალიან მაგონებს ტონი კროოსს“ - განაცხადა ბავარიელთა შვიდიანმა Bild-თან საუბრის დროს.

ვეტერანმა გარემარბმა კომენტარი გააკეტა ნიკლას ზულეს შესახებაც: „ვიცი რომ ნიკლას ზულე ძალიან ძლიერი მცველია, მან კარგად იცის რომ ბაიერნში თავის დამკვიდრება რთული საქმეა. ის ახალგაზრდა და უშიშარი ფეხბურთელია რაც მე ძალიან მომწონს“

გეტყვით რომ ხსენებული ფეხბურთელების თამაშის ხილვის შესაძლებლობა ფეხბურთის გულშემატკივრებს დღესაც ექნებათ, საქმე იმაშია რომ დღეს ბავარიული კლუბი ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდება.
1
0

dachi8 (9 სექტემბერი 2017 17:33)

ნორვეგიასთან ერთად იდგნენ ცენტრში და საკმაოდ კარგი დუეტი გამოვიდა რუდი და კროოსი goood რუდიმ შესაძლებლობა მისცა კროოსს წინ წაწეულიყო თამაშში.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.