» » მერკელი უეფასა და ფიფას ქმედებისაკენ მოუწოდებს

მერკელი უეფასა და ფიფას ქმედებისაკენ მოუწოდებს

9-09-2017, 17:53 dachi8 სიახლეები 1

მერკელი უეფასა და ფიფას ქმედებისაკენ მოუწოდებს
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფეხბურთო კლუბების მიერ ტრანსფერებში საჭირო ფეხბურთელის შეძენისათვის გაზრდილი ხარჯები გააკრიტიკა.

„თვალს ვადევნებ ფეხბურთში ფინანსურ განვითარებას კრიტიკული თვალსაზრისით. თანხები, რომლებსაც კლუბები ხარჯავენ ტრანსფერებში, ხელმიუწვდომელია უბრალო ადამიანისათვის. Fifa-მ და Uefa-მ აუცილებლად უნდა შეასწორონ წესები, რათა ბალანსი დაიცვან კლუბებს შორის და არა თვალი ადევნონ სატრანსფერო თანხებს, რომლებიც უფრო და უფრო იზრდება“, - ციტირებს მერკელის სიტყვებს Mittelbayerische Zeitung.

აღნიშნულზე არა ერთმა ექსპერტმა გამოთქვა თავისი აზრი, მას შემდეგ რაც მიმდინარე საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს პარიზულმა კლუბმა „პსჟ“-მ „ბარსელონასაგან“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი 222 მილიონ ევროდ შეიძინა. ხოლო, 18 წლის ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე კი იჯარის წესით 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.

Uefa-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ აღნიშნულზე გამოძიება უკვე დაწყებულია და საგულდაგულოდ შეისწავლიან ფრანგული კლუბის შემოსავლებსა და გასავლებს, რაზეც „პსჟ“-მ განაცხადა, რომ მზადაა ყველანაირი საბუთი წარმოადგინოს იმის დასამტკიცებლად, რომ ფრანგულმა კლუბმა ყველანაირი წესების დაცვით განახორციელა ზაფხულის ხმაურიანი ტრანსფერები.
0
0

kimmich (9 სექტემბერი 2017 18:36)

აგერ მთავრობაც ასეთი უნდა ზრუნავს საკუთარი ქვეყნის კლუბებზე kricha მართლა უნდა დაწესდეს ზღვარი
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.