» » სეზონის პირველი მარცხი

სეზონის პირველი მარცხი

10-09-2017, 01:13 dachi8 მიმოხილვა 0

სეზონის პირველი მარცხი
ბუნდესლიგის მე-3 ტურში „ბავარიამ“ პირველი მარცხი განიცადა. სტუმრად „ჰოფენჰაიმთან“ რეკორდმაისტერმა ანგარიშით 0:2 (0:1) წააგო. 30 150 ათასი მაყურებლის თვალწინ მიუნხენელები თამაშს უმეტესად აკონტროლებდნენ, მაგრამ მარკ უტმა (27; 51.) 2-ჯერ ცივსისხლიანად გამოიყენა თავისი მომენტები.




შემადგენლობა

როგორც მოსალოდნელი იყო, რაფინიამ ტრავმირებული დავიდ ალაბა შეცვალა. ხუან ბერნატი და ჟერომ ბოატენგი, რომლებიც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადიან განაცხადში არ მოხვედრილან, ისევე როგორც ნაკრებიდან ახალი დაბრუნებული არტურო ვიდალი. სამაგიეროდ, გუნდს ხამეს როდრიგესი დაუბრუნდა. კოლუმბიელმა თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო. მატჩი განსაკუთრებული სებასტიან რუდისთვის და ნიკლას ზიულესთვის გახდა, რომლებიც ზაფხულში „ბავარიაში“ „ჰოფენჰაიმიდან“ გადმოვიდნენ. რუდი სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა, ზიულე სათადარიგო სკამზე დარჩა. „ბავარიელები“ კი 4-3-3 სქემით მოქმედებდნენ.

მატჩის მსვლელობა

„ბავარიელებმა“ პირველივე წუთებიდან შეხვედრა კონტროლის ქვეშ მოაქციეს და ახლოს იყვნენ სწრაფი გოლის გატანასთან. რობერტ ლევანდოვსკის (8.) მარცხენა ფლანგიდან მიულერის ჩაწოდების შემდეგ კარში უნდა გაეტანა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა და მოედნის ფარგლებს გასცდა. „ჰოფენჰაიმის“ ფეხბურთელები ძირითადად თავს იცავდნენ, ცდილობდნენ აგრესიული პრესინგის საშუალებით სწრაფი კონტრშეტევა განეხორციელებინათ. 27-ე წუთზე მასპინძლებმა მოულოდნელად ანგარიში გახსნეს: მოედანზე აუტიდან ბურთის სწრაფი შემოტანის შემდეგ უტი ერთი-ერთზე აღმოჩნდა ნოიერთან და ახლო კუთხეში გაუტანა.

„ბავარიელები“ მოვლენების ასეთი განვითარებით გაოცებულები იყვნენ, მაგრამ სწრაფად დაბრუნდნენ თამაშში და კვლავ დაალაგეს კონტროლი. მატჩის 30-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკის ძლიერი დარტყმის შემდეგ ცოტა დააკლდა, რომ სტატუსქვო აღედგინა, მაგრამ ბურთი კვლავ აცდა ბადეს. შესვენებამდე კი მატჩის 42-ე წუთზე ნოიერმა ცუბერის სახიფათო დარტყმა მოიგერია.

მე-2 ტაიმი „ბავარიელებმა“ აქტიურად დაიწყეს. 50-ე წუთზე რაფინიას გადაცემის შემდეგ კომანი საჯარიმოში შევიდა, რამოდენიმე მცველი მოატყუა და სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ბურთი კვლავ სანტიმეტრებში ასცდა კარს. სამწუხაროდ, 1 წუთის შემდეგ ამ ეპიზოდს „ჰოფენჰაიმის“ თამამი პასუხი მოჰყვა. მასპინძლებმა „ბავარიის“ საჯარიმოსთან ახლოს ორთაბრძოლა მოიგეს, რასაც უტის შედეგიანი დარტყმა მოჰყვა.

ანჩელოტის გუნდი ცდილობდა მატჩის ბედი შემოეტრიალებინა, მაგრამ შეტევაში ბოლო ზუსტი პასი და დარტყმა აკლდებოდათ. ასევე, აღნიშვნის ღირსია „ჰოფენჰაიმის“ დაცვის დალაგებული თამაშიც. 57-ე წუთზე კი ანჩელოტიმ რობენი შემოიყვანა სებასტიან რუდის ნაცვლად თამაშში. თუმცა, სახიფათო მომენტები ოლივერ ბაუმანის კართან კვლავ არ შეინიშნებოდა.

78-ე წუთზე ანჩელოტიმ ხამესი და რიბერი შემოიყვანა მიულერისა და რაფინიას მაგივრად, მაგრამ მათაც ვერ შეძლეს მატჩის ბედის შემობრუნება.

[video=]
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.