» » კომენტარები: ჰოფენჰაიმი 2 - 0 ბაიერნი

კომენტარები: ჰოფენჰაიმი 2 - 0 ბაიერნი

10-09-2017, 01:16 dachi8 მიმოხილვა 0

კომენტარები: ჰოფენჰაიმი 2 - 0 ბაიერნი
„ბავარია“ მატჩში დომინირებდა, თუმცა მოგება მოწინააღმდეგეს დარჩა. „ასეთი ხდება ფეხბურთში“, - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ სეზონში პირველი მარცხის შემდეგ.






მატჩისშემდგომი კომენტარები:

კარლო ანჩელოტი: „ეს რთული მატჩი იყო. ჩვენ ბევრი ვეცადეთ და რამოდენიმე მომენტი გვქონდა. მაგრამ ზოგიერთ სიტუაციაში ჩვენ 100 პროცენტით ფოკუსირებულნი არ ვყოფილვართ. მცირე თავისუფალი ადგილი გვქონდა შეტევაში და ფლანგიდან ფლანგზე გადასვლებით მისი შექმნა გვინდოდა. დღეს ამ ტაქტიკამ წარმატება არ მოგვიტანა. ასეთი ხდება ფეხბურთში“.

მანუელ ნოიერი: „ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ, „ჰოფენჰაიმი“ კონტროლის ქვეშ გვყავდა. რამოდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, რის შემდეგაც წინ უნდა გავსულიყავით. პირველი გაშვებული გოლის შემთხვევაში ჩვენ არა ოპტიმალურად ვმოქმედებდით“.

იულიან ნაგელსმანი (ჰოფენჰაიმის მწვრთნელი): „მოხარულნი ვართ, რომ შევძელით მოგება. გოლების გამოკლებით, ყველა სხვა სტატისტიკური პარამეტრებით ჩვენ „ბავარიაზე“ ცუდად გამოვიყურებოდით. დაუმსახურებლად გავხსენით ანგარიში, „ბავარიის“ აზრით გოლი არასათანადო დროს გავიდა. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ლევანდოვსკიმ ხარიხას გაარტყა, მაგრამ ჩვენ ბევრი ვირბინეთ, მთელი გულით ვთამაშობდით და სრულიად გამოვიმუშავეთ გამარჯვება“.

მარკ უტი: „ის რამოდენიმე მომენტი რაც ჩვენ გვქონდა - გამოვიყენეთ. ჩემი პირველი გოლის შემთხვევაში შევამჩნიე, რომ ანდრე (კრამარიჩი) მზად იყო აუტიდან სწრაფად შეეტანა ბურთი მოედანზე. მე შევძელი ბურთი კონტროლზე ამეყვანა და დამერტყა. ყველაფერი უბრალოდ მშვენივრად გამოვიდა. ეს შესანიშნავი საღამო იყო ჩვენთვის“.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.