» » ბრაიტნერი ანჩელოტის სტილს აკრიტიკებს

ბრაიტნერი ანჩელოტის სტილს აკრიტიკებს

10-09-2017, 16:40 dachi8 სიახლეები 0

ბრაიტნერი ანჩელოტის სტილს აკრიტიკებს
“ბავარიის“ ყოფილი ელჩი პაულ ბრაიტნერი, ამჟამინდელი გუნდის იტალიელ მწვრთნელს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გუნდმა ნაბიჯი უკან გადადგა. თომას მიულერის როლი კი გერმანელ ლეგენდას ყველაზე მეტად აწუხებს.

„ბავარიელთა“ ლეგენდამ პაულ ბრაიტნერმა კრიტიკულ ცეცხლში გაატარა კარლო ანჩელოტის თამაშის სტილი.

„ის რაც აკლია „ბაიერნს“ ეს სიგიჟეა და ქაოსი, როგორიც ეს პეპ გვარდიოლას დროს იყო. გუნდმა ერთი ნაბიჯით უკან დაიწია“, - იძახის რეკორდმაისტერის ყოფილი მცველი.

„ანჩელოტის მიზანი გუნდის განვითარება არ ყოფილა. არ გექნება სტილი, როდესაც უმოძრაობაა, არანაირი მოძრაობა არ შეინიშნებოდა, რამოდენიმე ფეხბურთელი კი საერთოდ მოწყვეტილი იყო” - იძახის გერმანელი.

კონკრეტულად მოიხსენია ბრაიტნერმა თომას მიულერის ტაქტიკური როლი, რომელიც კვლავ ფლანგზე იყო გამწესებული „ჰოფენჰაიმთან“ მატჩში.

„თუ ამ პოზიციაზე დავაყენებ თომას მიულერს, მაშინ არ უნდა გამიკვირდეს რომ შედეგს ვერ მივიღებ. ეს მისი თამაში არაა“, - იძახის ბრაიტნერი.

SPORT1-ის ექსპერტი მარსელ რაიფი კი თომას მიულერის როლს საეჭვოდ თვლის და აცხადებს: „თუ ასე გაგრძელდება, ის ნამდვილად ვერ დაეხმარება „ბავარიას“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.