» » რუმენიგე ლევანდოვსკის აკრიტიკებს

რუმენიგე ლევანდოვსკის აკრიტიკებს

11-09-2017, 14:27 dachi8 სიახლეები 2

რუმენიგე ლევანდოვსკის აკრიტიკებს
„ბავარიის“ აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ გუნდის პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გააკრიტიკა. ფორვარდმა აზრი გამოხატა იმის შესახებ, რომ ამ მომენტისათვის ფეხბურთში ფული და წარმატებებია მნიშვნელოვანი და არა კლუბის ლოიალობა.

პოლონელმა ფეხბურთელმა სინანული გამოთქვა, იმის თაობაზე, რომ გერმანულ გრანდს უნარი არ შესწევს შეესაბამებოდეს გადახდისუნარიანობაში ისეთ გუნდებს, როგორებიც „პსჟ“ და „ბარსელონა“ არიან.

ძალიან დასანანია, რომ მას ყველაფერი ამგვარად ესმის. კლუბის ლოიალობა - ბავარიის გენშია და ეს მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი გულშემატკივრებისათვის. ჩვენ უკვე დიდი ხანია სერიოზული და წარმატებული ფილოსოფია გაგვაჩნია. მე გერმანიის კანცლერს უფრო ვეთანხმები, ვიდრე ლევანდოვსკის. კანცლერი იძახდა, რომ თანხების ხარჯვა უნდა შემცირდეს და დარეგულირდეს. რობერტ ლევანდოვსკი აფორიაქებულია „პსჟ“-ს ტრანსფერებით. მაგრამ ის „ბავარიაში“ თამაშობს და ამისათვის ძალიან ბევრ ფულს იღებს. მე ძალიან ვწუხვარ, რომ მან ასეთი ფორმით გამოთქვა აზრი. ის ვინც სახალხოდ კლუბს აკრიტიკებს, მწვრთნელს და თანაგუნდელებს, საქმე პირადად ჩემთან ექნება“, - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Bild.

რუმენიგემ, ასევე პოლონელის მე-2 კომენტარსაც უპასუხა, სადაც ლევანდოვსკი აზიურ ტურნეს აკრიტიკებდა:

"თუ ის ჩვენს აზიურ ტურნეს აკრიტიკებს, მაშინ მისი საოცნებო კლუბი პერსპექტივაში მადრიდის "რეალია", ზაფხულში მათ 24 დღე გაორმაგებულ სიცხეში გაატარეს, ვიდრე ჩვენ. ძალიან ვწუხვარ, რომ მან ეს განაცხადა. უკვე პირველი შემთხვევა არაა, რობერტი რომ ცუდად ლაპარაკობს "ბავარიაზე" და მე ვიცი, რომ ამ განცხადებების უკან მისი აგენტი მაიკ ბარტელი დგას. ლევანდოვსკის კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი და მისდა სამწუხაროდ, მასში არაა გამოსყიდვის პუნქტი და თანხა მითითებული", - აღნიშნა კარლ-ჰაინცმა.
2
0

dachi8 (11 სექტემბერი 2017 18:26)

აუ სად მოუხაზა ლევანას kicha kicha გვინდა გაგყიდით, გვინდა არა, ჩუმად იყავიო, რეალზეც კარგად ჩაუნამიოკა xixi
0

LEV4NI (11 სექტემბერი 2017 14:33)

ვაააჰ, აი სად აირია სიტუაცია..
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.