» » ჰიტცფელდი ანჩელოტის იცავს

ჰიტცფელდი ანჩელოტის იცავს

11-09-2017, 17:13 dachi8 სიახლეები 0

ჰიტცფელდი ანჩელოტის იცავს
მიუნხენური „ბავარიის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი, რეკორდმაისტერის ამჟამინდელ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის იცავს, პრესაში მიულერის გარშემო ბოლო დროს ატეხილი აჟიოტაჟის გამო.

„მიულერი გერმანელი ფეხბურთელია. როდესაც სათადარიგო სკამზე ტიაგო ალკატარა ჯდება, გერმანიაში ეს არავის არ აინტერესებს. აი როდესაც მიულერს სვამენ სკამზე, მაშინ ეს პოლიტიკური საკითხი ხდება. მწვრთნელმა რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. მან არჩევანი 23-24 ფეხბურთელიდან უნდა გააკეთოს. ეს რთული სამუშაოა და ვერასოდეს ვერ დააკმაყოფილებ თითოეულს“, - ციტირებს ჰიტცფელდის სიტყვებს გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Sport1.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას შემდეგ მიუნხენური გრანდი იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა და მნიშვნელოვან მატჩებში მის 11-ულში თომას მიულერის ადგილი ვერ მოიძებნა. იტალიელის პირველ სეზონზე, სულ უფრო ხშირად სათადარიგო სკამზე თომას მიულერს არა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებთან ერთად ვხედავდით.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.