» » ჰიონესი: დორტმუნდისნაირი პირობები კლუბში არ იქნება

ჰიონესი: დორტმუნდისნაირი პირობები კლუბში არ იქნება

11-09-2017, 17:40 dachi8 სიახლეები 2

ჰიონესი: დორტმუნდისნაირი პირობები კლუბში არ იქნება
“ბავარიის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა რობერტ ლევანდოვსკის კრიტიკას შედარებით რბილად უპასუხა, ვიდრე ეს კარლ-ჰაინც რუმენიგემ გააკეთა.

ული ჰიონესი უფრო მეტად „ბავარიის“ სპორტული განვითარებითაა შეწუხებული ჩემპიონთა ლიგის მატჩების დაწყებამდე, ვიდრე ეს პოლონელის ექსცენტრიული განცხადებაა.

„რეალური პრობლემა რობერტ ლევანდოვსკის კომენტარი არ ყოფილა ამ უქმეებზე. ჩვენ ძალიან სუსტად ვითამაშეთ „ჰოფენჰაიმთან“ და დავმარცხდით. აი ესაა, რაც მე მაღელვებს“, - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და დაამატა:.

„ერთ რამეს ავხსნი: არ მსურს, რომ ჩვენს კლუბში ფეხბურთელები ნახევარ წელში ერთხელ თავის წასვლის შესახებ მსჯელობდნენ, როგორც ეს დორტმუნდშია. ამიტომ რეკომენდაციას ვაძლევ ფეხბურთელებს, რომ იმაზე კონცენტრირდნენ, რაც მათ კონტრაქტში შედის, კერძოდ - ფეხბურთის თამაში ჩვენი გუნდისთვის და მეტი არაფერი“.

„ინტერვიუს პირველი ფრაგმენტი მეტად რთული იყო მისაღებად. მაგრამ როდესაც მთელი სტატია ჩავიკითხე, მაშინ ყველაფერი არც თუ ისე ცუდად აღმოჩნდა. ყოველთვის კარგია, როდესაც ფეხბურთელი თავის კლუბზე ზრუნავს. ეს ბევრს მეტყველებს მასზე. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის თავის თამაშზე ზრუნავდეს“, - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Bild.

ჰიონესმა არ მოინდომა ლევანდოვსკის გაკრიტიკება, მაგრამ პოლონელს მოუწოდა უფრო მეტად კონცენტრირებული თავის რეალურ სამუშაოზე იყოს და რეალიზაციაზე. „თუ ის ამას გააუმჯობესებს, მაშინ ჩვენც მივაღწევთ ჩვენს მიზნებს“ - განაცხადა ჰიონესმა „ანდერლეხტთან“ ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო შეხვედრის წინ.
1
0

-ss- (12 სექტემბერი 2017 09:55)

არ არის ჯანსაღი სიტუაცია, ამას მიულერის და ანჩელოტის საკითხიც რომ დაუმატო ცუდი სურათი იხატება. დიდხანს ვერ გაგრძელდება ესე, ვიღაცეები შეეწირებიან ამ წელს
1

dachi8 (11 სექტემბერი 2017 17:42)

lool ცუდი და კარგი პოლიციელები არიან რუმენიგე და ჰიონესი
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.