» » მომავალი მეტოქე: ანდერლეხტი

მომავალი მეტოქე: ანდერლეხტი

11-09-2017, 23:32 LEV4NI ანონსი 2

მომავალი მეტოქე: ანდერლეხტი
ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება!!! გულშემატკივრებს მრავალხნიანი ლოდინის შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ეგიდით გამართული მატჩების ხილვა უკვე ხვალიდან შეეძლება.

12 სექტემბერს საკუთარ მატჩს ჩაატარებს ბავარიული კლუბიც, B ჯგუფში მიუნხენის ბაიერნი პირველ მატჩს საკუთარ სტადიონზე ბელგიური ანდერლეხტის წინააღმდეგ ჩაატარებს, დაპირისპირება კი სტარტს თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს.

ხსენებულ დაპირისპირებას ბელგიელები საკმაოდ კარგ განწყობაზე ხვდებიან, რადგანაც დაძაბულ დაპირისპირებაში ანდერლეხტმა ლოკერენის წინააღმდეგ ლუკაშ თეოდორჩიკის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლის დახმარებით მოიგო ანგარიშით 3:2.

რეკორდმაისტერმა კი ბუნდესლიგის მესამე ტურში ჰოფენჰაიმში ორბურთიანი უპირატესობით დათმო შეხვედრა, ბავარიელთა კარში ორივე გოლი მარკ უტმა გაიტანა რომელმაც პირველ შემთხვევაში კრამარიჩის პასით ისარგებლა ხოლო მეორედ უკვე ზუბერის პასი გარდასახა გოლად.

ამრიგად ბაიერნმა სეზონის პირველი მარცხი უკვე იწვნია, ანდერლეხტმა კი ბელგიის ჩემპიონატის ეგიდით გამართული ექვსი მატჩიდან ორი მოიგო, ორი ფრედ ითამაშა და ამდენივე წააგო.

საინტერესო გახლავთ ის ფაქტიც რომ ბელგიური კლუბი ხვალინდელ მატჩს ტრავმირებული ფეხბურთელების გარეშე ჩაატარებს, ასე რომ ვეინერ რენეს კლუბს ანჩელოტის წინააღმდეგ ეს უპირატესობა ნამდვილად ექნება.

ახლა კი რაც შეეხება თავად ანჩელოტის კლუბს, ბავარია ხვალინდელ დაპირისპირებას დავიდ ალაბას, ხუან ბერნატისა და არტურო ვიდალის გარეშე ჩაატარებს, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბავარიული კლუბის გერმანელი მცველის ჟერომ ბოატენგის თამაშის საკითხიც.

გეტყვით იმასაც რომ ხსენებული ორი კლუბის გზები სულ ექვსჯერ გადაიკვეთა, პირველად ბაიერნი ანდერლეხტს 1976 წლის სუპერთასზე შეხვდა სადაც გერმანელებმა ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 5:3 დათმეს შეხვედრა (2:1, 1:4).

მომდევნო მატჩი უკვე 2003 წელს შედგა როდესაც გუნდები უკვე ჯგუფური ეტაპის ეგიდით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, პირველი მატჩი ბელგიაში ფრედ 1:1 დასრულდა, გერმანიაში კი გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს - 1:0.

ამ დრომდე ბოლო დაპირისპირება კი 9 წლის წინ 2008 წელს შედგა როდესაც ბავარია და ანდერლეხტი ერთმანეთს ევროპის ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე გადაეყარნენ, მიუნხენელთა სასახელოდ უნდა ვთქვათ რომ მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა პირველივე მატჩი გაირკვა როდესაც მირო კლოზემ და კომპანიამ მეტოქე მისსავე მოედანზე ანგარიშით 0:5 დაამარცხეს.

მეორე თამაშმა კი ფორმალური სახე მიიღო სადაც ბელგიელებმა ანგარიშით 1:2 იმარჯვეს.

ასე რომ ხვალ ფეხბურთის გულშემატკივრებს საკმაოდ საინტერესო დაპირისპირების ხილვა შეეძლებათ, ორი ისტორიული გუნდი ალიანს არენაზე დაუპირისპირდება ერთმანეთს, დანარჩენს კი უკვე მოედანზე გადაწყდება.
3
0

-ss- (12 სექტემბერი 2017 09:51)

მიუხედავად დანაკლისისა არ უნდა გაგვიჭირდეს მოგება. rekordera lotebi
0

Bavaria004 (12 სექტემბერი 2017 02:05)

ლევანას პოკერი გვინდა წელს ოქროს ბურთი უნდა აწიოს
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.