» » მიულერმა მანჩესტერ იუნაიტედის შემოთავაზებაზე ისაუბრა

მიულერმა მანჩესტერ იუნაიტედის შემოთავაზებაზე ისაუბრა

12-09-2017, 20:32 dachi8 სიახლეები 0

მიულერმა მანჩესტერ იუნაიტედის შემოთავაზებაზე ისაუბრა
გერმანიის ნაკრებისა და „ბავარიის“ თავდამსხმელმა თომას მიულერმა დაადასტურა, რომ ორი წლის წინ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მისით იყო დაინტერესებული და წინადადებაც მიიღო მათგან. თუმცა, მიულერმა გერმანულ გრანდში დარჩენა არჩია ნისლიან ალბიონზე გადაბარგებას.

„ადრეც მაქვს ამის შესახებ ახსნა-განმარტება მიცემული. ხელმძღვანელობისაგან მაშინვე მივიღე მხარდაჭერა და მოვისმინე, რომ ჩემი ადგილი მიუნხენშია. როდესაც მოვისმინე ჩემი მნიშვნელობის შესახებ „ბავარიაში“ და იმის შესახებ, რომ გუნდს ჩემს გარშემო აწყობენ, დიდი ხანი ფიქრი არ დამჭირვებია. არც იმას ვიტყოდი, რომ ამ ქვეყანაზე ჩემი შესაფერისი არსად არაფერი არ მოიძებნება და თუ ცხოვრება სადმე მიმიყვანს, შევეცდები იქ კომფორტულად მოვეწყო. მაგრამ მე აქაც კომფორტულად ვგრძნობ თავს და არა მგონია, რომ ჩემი წასვლა „ბავარიიდან“ შესაძლებელი იყოს. ჩემი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მთელი კარიერა მიუნხენში გავატარე. „ბავარია“ კი სხვა კლუბებისაგან განსხვავებით ბუნებრივად ვითარდება“ - ციტირებს მიულერის სიტყვებს Kickers.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.