» » ბალაკი: ანჩელოტიმ იცის როგორ იგებენ ჩემპიონთა ლიგას

ბალაკი: ანჩელოტიმ იცის როგორ იგებენ ჩემპიონთა ლიგას

12-09-2017, 20:34 dachi8 სიახლეები 0

ბალაკი: ანჩელოტიმ იცის როგორ იგებენ ჩემპიონთა ლიგას
“ბავარიის“ ყოფილმა ნახევარმცველმა მიხაელ ბალაკმა, რეკორდმაისტერის იტალიელი მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის სიტყვებს გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგას გერმანული გრანდი მოიგებს.

„მე შემიძლია გავიგო ანჩელოტის სიტყვები იმის შესახებ, რომ „ბავარია“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. მწვრთნელი ოპტიმიმზმს ასხივებს. ეს ის სპეციალისტია, რომელიც ძლიერ გუნდს უდგას სათავეში და ტურნირის მოგება სურს. სხვა საკითხია გამოუვა ეს თუ არა მას, მაგრამ ის მაგალითს იძლევა და მწვრთნელის როლში ანჩელოტიმ ეს უნდა გააკეთოს. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და არა ერთ კლუბთან აქვს ტურნირი მოგებული. ასე რომ ანჩელოტიმ იცის, როგორ იგებენ ჩემპიონთა ლიგას. პოზიტიურობა და წინ წასვლის სურვილი - შესაფერისი გზაა იმისათვის, რომ ფეხბურთელები რაღაც საკითხებში გაარკვიო“, - ციტირებს ბალაკის სიტყვებს ინტერნტ-გამოცემა Sport1.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.