» » ჰიონესი: ყველას გვმართებს დაწყნარება

ჰიონესი: ყველას გვმართებს დაწყნარება

12-09-2017, 20:38 dachi8 სიახლეები 0

ჰიონესი: ყველას გვმართებს დაწყნარება
მიუნხენური გრანდის პრეზიდენტი ული ჰიონესი, თომას მიულერის სიტყვებს გამოეხმაურა, სადაც გერმანელმა თავდამსხმელმა უკმაყოფილება გამოთქვა სათადარიგო სკამზე მოხვედრის გამო ბუნდესლიგის მე-2 ტურის მატჩში „ვერდერთან“ (2:0) და არ მალავდა იმედგაცრუებას. ხოლო, კარლო ანჩელოტიმ მატჩის დასრულების შემდგომ მიულერის სათადარიგოზე გამწესების გადაწყვეტილება ტაქტიკური მოსაზრებებით ახსნა.

„ვთვლი, რომ სიტყვები, რომლებიც მიულერმა წარმოთქვა, ეთიკის ჩარჩოებშია მოქცეული. იქ ისეთი არაფერი არ იყო ნათქვამი, რაზეც მისთვის ჯარიმის დაკისრების აუცილებლობას წარმოადგენდეს. ჩვენს კლუბში ისეთი ხალხი მუშაობს, რომლებმაც აღიარება მოიპოვეს და უფლება აქვთ საკუთარი აზრის დაფიქსირების და მე არ მომწონს, რომ „ბავარიის“ შემთხვევაში თითოეული სიტყვა სკურპულოზურად შუქდება და იწონება. ეს მარტო გამონათქვამებს არ ეხება, ამიტომ ჩვენ ყველას ცოტათი დაწყნარება გვმართებს“, - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Sport1.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენები ული ჰიონესს ამის თქმის საშუალებას აძლევს, რადგან თომას მიულერის სიტყვების შემდეგ, გუნდის პოლონელმა თავდამსხმელმაც თავის ინტერვიუში უკმაყოფილება გამოთქვა სატრანსფერო ბაზარზე გაზრდილ ფასებზე და აღნიშნა, რომ კლუბმა მეტად შემოქმედებითად უნდა იმოქმედოს თუ გუნდში მსოფლიო კლასის ფეხბურთელების გადმოყვანა სურთ, რაც არა-ერთი ყოფილი „ბავარიის“ ფეხბურთელისა თუ ექსპერტის მსჯელობის საგანი გახდა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.