» » ნაგელსმანი: ბავარია ჩემი ოცნებაა

ნაგელსმანი: ბავარია ჩემი ოცნებაა

12-09-2017, 20:45 dachi8 სიახლეები 3

ნაგელსმანი: ბავარია ჩემი ოცნებაა
„ჰოფენჰაიმის“ 30 წლის გერმანელი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი, სჩანს წინააღმდეგი არ იქნება მომავალში „ბავარიის“ მწვრთნელი გახდეს.

„ბავარია“ ჩემს ოცნებებში დიდ როლს თამაშობს. მრავალი წელი ვცხოვრობდი მიუნხენში და ლანდსბერგ-ამ-ლეხში დავიბადე, რომელიც მიუნხენიდან არც თუ ისე შორსაა. ჩემი ოჯახიც ძალიან მალე მიუნხენში გადავა, ჩვენ იქ სახლს ვაშენებთ. ეს ჩვენი მშობლიური ქალაქია. მაგრამ თუ „ბავარიის“ მწვრთნელი არ გავხდები, მაინც ბედნიერ ადამიანად წავალ ამ ქვეყნიდან. მე ბედნიერი ცხოვრება მაქვს, მაგრამ „ბავარია“ კიდევ უფრო გამაბედნიერებდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი წარმატება მთლიანად „ბავარიაზეა“ დამოკიდებული“ - განაცხადა Eurposport-ის ეთერში ნაგელსმანმა.

იულიან ნაგელსმანი ახალგაზრდულ დონეზე „მიუნხენ 1860“ და „აუგსბურგში“ გამოდიოდა. მუხლის მუდმივი ტრავმების გამო იძულებული იყო 19 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაესრულებინა. უნივერსიტეტში 4 სეზონი ბიზნესის მართვის სტრატეგიას გაეცნო, მოგვიანებით კი სპორტულ მეცნიერებას შეისწავლიდა.

შემდეგ რამოდენიმე ხნით „აუგსბურგში“ დაბრუნდა, სადაც ტომას ტუხელთან ერთად მუშაობდა.

ნაგელსმანი „ჰოფენჰაიმის“ მწვრთნელის თანაშემწე 2012/13 წლის სეზონში გახლდათ. ასევე იგი „ჰოფენჰაიმის“ ახალგაზრდულ კლუბს წვრთნიდა და 2014 წელს მათ ჩემპიონთა ტიტულიც კი მოაგებინა.

2016 წლის 10 თებერვალს კი ნაგელსმანი „ჰოფენჰაიმის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა (იმ მომენტისათვის იგი 28 წლის გახლდათ). 2016 წლის მონაცემებით ნაგელსმანი ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელად იქნა აღიარებული, ხოლო 2016/17 წლის სეზონში მან მოახერხა და გუნდს ჩემპიონატში მე-4 ადგილი დააკავებინა, რომელიც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
1
0

LawLeSS (13 სექტემბერი 2017 12:40)

ნაგელსმანს მე ტუხელი მირჩევნია ok
0

LEV4NI (12 სექტემბერი 2017 23:45)

ე ბიჯო მოდი მოდი haee kricha roundfan
0

kimmich (12 სექტემბერი 2017 20:50)

მალე აგისრულდება ნაგელსს bayern გელოდებით smilebayern
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.