» » აგენტი: ანდრეი ერთხელაც შეიძლება ბავარიაში აღმოჩნდეს

აგენტი: ანდრეი ერთხელაც შეიძლება ბავარიაში აღმოჩნდეს

12-09-2017, 20:52 dachi8 სიახლეები 1

აგენტი: ანდრეი ერთხელაც შეიძლება ბავარიაში აღმოჩნდეს
ვადიმ შაბლი, დორტმუნდის „ბორუსიის“ ნახევარმცველის ანდრეი იარმოლენკოს აგენტი, ყვება რომ ამ ზაფხულს "ბავარიასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებდა.



„ინტერესებიდან და მოლაპარაკებებიდან რეალურ გარიგებამდე - დიდი გზაა. როდესაც მე მეკითხებიან, არის თუ არა კონკრეტიკა, ყოველთვის ვპასუხობ: „კონკრეტიკა - ეს ხელმოწერილი კონტრაქტია“. არასოდეს არ მიყვარდა, როდესაც ინფორმაცია დროზე ადრე იწყებდა გავრცელებას“.

„ჩვენ მოლაპარაკებებს „ბავარიასთან“ ვაწარმოებდით, მიუნხენში შევხვდით გუნდის მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის. ვინ იცის, შეიძლება მომავალში ანდრეი „ბავარიაში“ აღმოჩნდეს, რომელსაც „ბორუსიის“ ფეხბურთელების ყიდვა უყვარს. მაგრამ ახლა მთავარია, რომ მან რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს გერმანიაში ადაპტაცია, ენა ისწავლოს და ფეხბურთი მაღალ დონეზე ითამაშოს. დარწმუნებული ვარ, რომ მას ყველაფერი გამოუვა. უბრალოდ ვიცნობ მის ხასიათს“, - ციტირებს «Команда №1» აგენტის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა კლუბმა დორტმუნდის "ბორუსიამ" ამ ზაფხულს უკრაინელი ნახევარმცველი კიევის "დინამოდან" 25 მილიონ ევროდ შეიძინა.
1
0

kimmich (12 სექტემბერი 2017 21:15)

რაღადროს ამის ბაიერნი იქნება 27 წლისა რა დონეზე უნდა ითამაშოს ამან რო ბაიერნში მოხვდეს shgx
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.