» » კომენტარები: ბაიერნი 3 - 0 ანდერლეხტი

კომენტარები: ბაიერნი 3 - 0 ანდერლეხტი

13-09-2017, 12:02 dachi8 მიმოხილვა 0

კომენტარები: ბაიერნი 3 - 0 ანდერლეხტი
რობერტ ლევანდოვსკის, ტიაგოსა და იოშუა კიმიხის გოლებით „ბავარიამ“ ჩემპიონთა ლიგაზე მოგებით დაიწყო. თუმცა ახალწვეულ ნიკლას ზიულეს სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს, რითაც უფრო მსხვილი მოგების დაფიქსირება შეეძლო ბავარიელებს ბელგიურ „ანდერლეხტთან“.



მატჩის შემდგომი კომენტარები :

კარლო ანჩელოტი: „ამ მატჩში ჩვენ გამარჯვება გვინდოდა და ეს გავაკეთეთ. ჩვენი შესრულებით ეს იდეალური თამაში არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით და კარგად ვფლობდით ბურთს. უპირატესობა ჩვენს მხარეზე იყო და შესაძლოა, ამიტომ არ ვთამაშობდით მაქსიმალურ სიჩქარეებზე. ვცდილობდით თავისუფალი ზონები გვეპოვა. რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად თამაში შეგვეძლო, მაგრამ ამის აუცილებლობა არ იყო. ეს ტოპ-დონის თამაში არ ყოფილა, მაგრამ იმ დონის გახლდათ, რომელიც საკმარისია ამ ფაზის დონისთვის. „ანდერლეხტი“ მეტად ღრმად იყო განლაგებული. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ“.

იოშუა კიმიხი: „სწრაფმა გოლმა და „ანდერლეხტის“ ფეხბურთელის გაძევებამ უპირატესობა მოგვცა. შემდეგ სწრაფად უნდა გაგვემყარებინა ის. „ანდერლეხტს“ რამოდენიმე შანსი ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ჯამში ჩვენ კიდევ 2 ბურთი გავიტანეთ, მაგრამ ჩვენ სწრაფად უნდა გადაგვეწყვიტა გამარჯვებულზე ყველა საკითხი. ვიცით, რომ უნდა მოვუმატოთ. ხშირად შორიდან ვურტყამდით და ცოტა რაოდენობის 100 პროცენტიანი მომენტი შევქმენით. დაცვაში კი უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით“.

ნიკლას ზიულე: „ჩემთვის, პირველ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი იყო გამარჯვების მოპოვება. მე ძალიან ბედნიერი ვარ. მაგრამ ადვილი არ ყოფილა. პირველ ტაიმში უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. იდეა და გეგმა კარგი იყო. დასანანია, რომ ჩემი გოლი არ ჩათვალეს“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.