» » ანჩელოტი შესაძლოა ზაფხულში ინგლისში დაბრუნდეს

ანჩელოტი შესაძლოა ზაფხულში ინგლისში დაბრუნდეს

13-09-2017, 17:50 dachi8 ჭორები 0

ანჩელოტი შესაძლოა ზაფხულში ინგლისში დაბრუნდეს
რეკორდმაისტერის იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მომავალ ზაფხულს შეეცდება სამწვრთნელო კარიერა ინგლისში გააგრძელოს, თუ „ბავარია“ 3 წლიანი კონტრაქტის შეწყვეტას დროზე ადრე შესთავაზებს, ნათქვამია ESPN FC-ზე.

კარლო ანჩელოტი, რომელმაც „ბავარიაში“ 2016 წელს პეპ გვარდიოლა შეცვალა, კლუბს ზედიზედ მე-5 ჩემპიონობა მოუტანა ბუნდესლიგაში. მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში და გერმანიის თასის ნახევარფინალში გამოვარდნის შემდეგ ყოფილი „მილანის“, „ჩელსის“, „პსჟ“-სა და „რეალის“ მწვრთნელი ამ სეზონის წინ ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა.

ხმები იულიან ნაგელსმანს უკავშირდება, 30 წლის „ჰოფენჰაიმის“ მწვრთნელს, რომელსაც მაღალი შეფასებები აქვს და რომელმაც სპეკულაციური განცხადება გააკეთა ამ უქმეებზე „ბავარიასთან“ დაკავშირებით, სადაც აღნიშნა, რომ „ბავარიას მის ოცნებებში ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა“.

წყარო ESPN FC-ს იტყობინება, რომ კარლო ანჩელოტი „ბაიერნში“ თავს ბედნიერად გრძნობს და იმ შემთხვევაში დატოვებს კლუბს, თუ ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის დანიშვნას გადაწყვეტს მის ადგილას.

წყარო ასევე იუწყება, რომ ანჩელოტის კონტრაქტში ხელშეკრულების გაწყვეტის ოფცია დევს, რომლის გააქტიურებაც ზაფხულშია შესაძლებელი, იმ შემთხვევაში თუ იტალიელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგაზე გარკვეულ წარმატებას ვერ მიაღწევს, მაშინ დიდი ალბათობაა, რომ მომავალი სეზონიდან „ბაიერნი“ ახაგაზრდა გერმანელ მწვრთნელს იულიან ნაგელსმანს ჩააბარონ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.