» » Sky Germany : ჰამანი რიბერის ქმედებით უკმაყოფილოა

Sky Germany : ჰამანი რიბერის ქმედებით უკმაყოფილოა

16-09-2017, 11:20 -ss- სიახლეები 0

Sky Germany  : ჰამანი რიბერის ქმედებით უკმაყოფილოა
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი დიტმარ ჰამანი, "რეკორდმაისტერის" ფრანგი შემტევი ნახევარმცველის, ფრანკ რიბერის ქმედებით უკმაყოფილოა. საქმე ეხება უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით საფეხბურთო კლუბ "ანდერლეხტთან" გამართულ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდს, რა დროსაც შეხვედრის 78-ე წუთზე, კარლო ანჩელოტმა ვეტერანი ფეხბურთელის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რაც 34 წლის ვინგერისათვის მიუღებელი აღმოჩნდა და მოედანი დემონსტრაციულად დატოვა.

"რიბერის საქციელი აბსოლუტურად მიუღებელია. არ შეიძლება უპატივცემულობა გამოხატო კლუბის, გულშემატკივრების, მწვრთნელის და იმ ფეხბურთელის მიმართ, ვინც შენს მაგივრად მოედანზე გამოდის. არც ერთი ფეხბურთელი არ დგას კლუბზე მაღლა და ეს თითოეულმა უნდა იცოდეს. ვფიქრობ, რომ "ბაიერნმა" ფრანკ რიბერი უნდა დააჯარიმოს"-ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Sky Germany-ი, ექს-ბავარიელის სიტყვებს.

შეგახსენებთ, 12 სექტემბერს, "ალიანც არენაზე" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ეგიდით გამართული შეხვედრა, მიუნხენის "ბაიერნსა" და საფეხბურთო კლუბ "ანდერლეხტს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ზემოაღნიშნულ ტურნირზე, შემდეგ მატჩს "ბავარია", 27 სექტემბერს სტუმრად, "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.