» » მომავალი მეტოქე: მაინცი

მომავალი მეტოქე: მაინცი

16-09-2017, 13:21 LEV4NI ანონსი 0

მომავალი მეტოქე: მაინცი
ბრძოლა ვერცლის სინისთვის განახლდა, რეკორდმაისტერი კი თავის დაპირისპირებას დღეს საკუთარ სტადიონზე მაინცის წინააღმდეგ გამართავს.

ხსენებულ დაპირისპირებას ბავარიული გრანდი მისთვის უჩვეულო მეექვსე პოზიციაზე ხვდება, ჩატარებული 3 მატჩიდან ანჩელოტის გუნდმა მხოლოდ ორი დაპირისპირება მოიგო, ერთადერთი მარცხი კი ბავარიამ გასულ ტურში ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ იწვნია ანგარიშით 0:2...

მაინცი კი ამ ეტპისთვის 13-ე პოზიციას იკავებს, სანდრო შვარცის გუნდმა პირველი და ჯერჯერობით ბოლო გამარჯვება გასულ ტურში იზეიმა როდესაც კარნავალელებმა საკუტარ სტადიონზე ლევერკუზენის ბაიერს ანგარიშით 3:1 სძლია.

ბაიერნს და მაინცს ბუნდესლიგის ეგიდით ერთმანეთის წინააღმდეგ მატჩების გამართვა საკმაოდ ხშირად უწევთ, მართალია უპირატესობა ბავარიელთა მხარესაა თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ ბოლო პერიოდში რეკორდმაისტერისთვის მაინცი საკმაოდ უხერხულ მეტოქედ იქცა, ამაზე ისიც მეტყველებს რომ ოპელ არენის ბინადრებმა უკანასკნელი ოთხი დაპირისპირებიდან ბაიერნს 1 მოუგეს, 1 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ 2 მატჩი წააგეს.

რაინლანდ-პფალცის მხარის წარმომადგენლებისთვის ბაიერნის კარში გოლის გატანაც არ არის დიდი იშვიათობა, შეგახსენებთ რომ უკანასკნელი 4 დაპირისპირებიდან მათ მიუნხენული კლუბის კარში 5 გოლის გატანა შეძლეს.

ახლა რაც შეეხება დანაკლისს, ამ მომენტისთვის ტრავმირებული ფეხბურთელები ორივე გუნდის რიგებში გახლავთ, ბავარიელების მხრიდან დღეს სტადიონზე დავიდ ალაბა და ხუან ბერნატი ვერ გამოვლენ, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა ფრანკ რიბერის საკითხიც.

მაინცს კი მომავალი მატჩისთვის ალექსანდერ ჰაკი, იანიკ ჰუკი, კენან კოდრო, ფილიპ კლემენტი და დანი ლატზა დააკლდება, ამას გარდა გაურკვეველია იოშინორი მოტოსა და მერინ სვენკოს თამაშის საკითხიც.

ასე რომ ფეხბურთის გულშემატკივრები საკმაოდ საინტერესო მოლოდინში არიან, გამარჯვება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ რომ მოედანზე ორი ძალიან მოტივირებული გუნდი გამოვა.

შეგახსენებთ რომ ხსენებული დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 17:30 საათზე აიღებს სტარტს, მატჩი კი ალიანს არენაზე გაიმართება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.