» » ბაიერნის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორები

ბაიერნის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორები

16-09-2017, 14:40 LEV4NI სიახლეები 2

ბაიერნის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორები
დღეს ბუნდესლიგის ეგიდით მიუნხენის ბაიერნი ალიანს არენაზე მაინცს დაუპირისპირდება.

აღნიშნული მატჩი კი საიუბილეოა ბავარიის პოლონელი ფორვარდისთვის, საქმე იმაშია რომ დღეს ბუნდესლიგის ეგიდით რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის ბაიერნის მაისურით მეასე თამაშს ჩაატარებს.

ამასთან დაკავშირებით კი გერმანიის ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა შემოგვთავაზა საკმაოდ საინტერესო სტატია რომელშიც ბავარიული კლუბის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეების შესახებ არის მოთხრობილი.

მაშ ასე...

10 - იურგენ კლინსმანი

იურგენ კლინსმანი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება რომლებმაც მცირე დროში მოახერხეს გუნდის ისტორიაში წარუშლელი კვალის დატოვება, გერმანელი ფორვარდი რეკორდმაისტერის მაისრურით მხოლოდ ორი სეზონის განმავლობაში (1995/97 წწ.) გამოდიოდა, ჩატარებული 65 დაპირისპირებიდან კი მან თავის გამოჩენა 31-ჯერ მოახერხა.

გეტყვით იმასაც რომ ამჟამად იურგენი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

9 - მიროსლავ კლოზე

კლაუდიო პიზაროს მსგავსად, პოლონური წარმოშობის გერმანელმა ფეხბურთელმა სახელი ბრემენის ვერდერში გაითქვა თუმცა მისი კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი წლები ბავარიული კლუბის რიგებში გაატარა, მირომ 98 დაპირისპირებაში 24 გოლის გატანა მოახერხა, მოიგო რამდენიმე ტიტული თუმცა კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი გერმანიის ნაკრებთან ერთად მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი გახლდათ.

8 - ჯოვანი ელბერი

შტუტგარტში გატარებული წარმატებული პერიოდის შემდეგ ბრაზილიელი ფეხბურთელი მიუნხენის ბაიერნში გადავიდა სათამაშოდ, ჯოვანიმ კი აქ ძალიან კარგი კარიერა მოიწყო. ის 2002/03 წლებში გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორი თუმცა კარიერის პიკი უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო.

7 - მარიო გომესი

აღნიშნული ფეხბურთელის შესახებ ბაიერნის ახალგაზრდა ფანებმაც ბევრი რამ იციან, მარიომ ბავარიის მაისურით ჩატარებული 115 მატჩიდან 75 გოლი გაიტანა, საუკეთესო სეზონი კი უდავოდ 2012/13 წლებში ჰქონდა როდესაც იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით მიუნხენულმა გრანდმა ტრებლი შეასრულა.

გეტყვით იმას რომ მარიო გომესი მოქმედი ფეხბურთელია რომელიც ახლა ვოლფსბურგის ღირსებას იცავს.

6 - ლუკა ტონი

საუკეთესო ბომბარდირი და მოგებული ორი ტიტული - ასეთი გახლდათ ლუკა ტონი პირველი წელი გერმანულ გუნდში, დიახ 24 გატანილი გოლით იტალიელი ფეხბურთელი 2007/08 წლებში ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადროი გახდა.

5 - კლაუდიო პისარო

პერუელმა შემტევმა ბუნდესლიგა ძალიან კარგად მოირგო, ბაიერნის გულშემატკივრებს კი პიზარომ თავი 87 გატანილი გოლით დაამახსოვრა, ამასთანავე მან მოახერხა და ვერცხლის სინის აღმართვის უფლება 6-ჯერ მოიპოვა. ფეხბურთელმა რომლის შესახებაც ბრემენშიც ძალიან ბევრი იციან წითელი მაისურით 2012/13 წლებში უეფას ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის ჩემპიონატი მოიგო.

4 - ტომას მიულერი

არავინ თქვას „ბაიერნი როგორც მიულერი“. რადგანაც გერდი ამ გუნდის დიდებული წარსულია ტომასი კი მოკაშკაშე ვარსკვლავი. 28 წლის ფეხბურთელმა უკვე 300 ბუნდესლიგური მატჩის გამართვა მოასწრო რომელშიც თავი 111-ჯერ გამოიჩინა, თუ ეს კიდევ არ არის საკმარისი ყველამ იცის რომ ტომასს წინ კიდევ აქვს საკმარისი დრო იმისათვის რომ არაერთი გოლი გაიტანოს და ბაიერნის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის უფრო გრანდიოზული შედეგით მოხვდეს.

3 - კარლ-ჰაინც რუმენიგე

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრი კარლ-ჰაინც რუმენიგე გახლავთ რომელმა ოქროს ბურთიც კი დაისაკუთრა, ამასგარდა მან მოახერხა 162 გოლის გატანა და არაერთი ტიტულის მოგება როგორც გერმანიის ნაკრების ასევე ბავარიული კლუბის მიასურით. ამ ეტაპისათვის მხოლოდ გერდ მიულერს აქვს უფრო მეტი გოლი გატანილი მიუნხენული გრანდის რიგებიდან ვიდრე „კალეს“

2 - რობერტ ლევანდოვსკი

რობერტ ლევანდოვსკის დუბლი 2016/17 წლების სეზონის 24-ე ტურში ფრანკფურტის აინტრახტის წინააღმდეგ მისთვის საიუბილეო მეასე გოლი გამოდგა ბუნდესლიგის ეგიდით, აღნიშნული მაჩვენებლის დაფიქსირისთვის კი პოლონელს მხოლოდ 136 მატჩი დასჭირდა, რობერტი ბავარიულ კლუბში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს და მიუნხენული კლუბისთვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება.

1 - გერდ მიულერი

მართალია რობერტ ლევანდოვსკის მიერ ნაჩვენები შედეგი დიდებულია თუმცა გერდ მიულერამდე ჯერ კიდევ შორია, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდარულმა ბომბარდირმა ბაიერნის მაისრურით ჩატარებული 427 მატჩიდან 365 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ იმასაც რომ გერმანელი ფორვარდის მიერ დამყარებული რეკორდი (40 გოლი ერთ სეზონში) დღემდე მიუწვდომელია.
0
0

LEV4NI (16 სექტემბერი 2017 19:14)

TAMARA,
კი კი ეგრეა...ზოგადად სტატისტიკური მონაცემები რაც ბუნდესლიგის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება მხოლოდ გერმანიის მასშტაბებითაა მოცემული...
0

TAMARA (16 სექტემბერი 2017 16:35)

40 გოლი ერთ სეზონში. ეს ალბათ ბუნდესლიგისთვისაა მიუღწეველი. თორემ ლა ლიგაში რონალდუმ 2014-2015 სეზონზე 48 გოლი გაიტანა
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.