» » სრული ინტერვიუ, რომლის გამოც ლევანდოვსკის პრობლემები აქვს

სრული ინტერვიუ, რომლის გამოც ლევანდოვსკის პრობლემები აქვს

16-09-2017, 15:06 dachi8 ინტერვიუ / მთავარი ამბები 4

სრული ინტერვიუ, რომლის გამოც ლევანდოვსკის პრობლემები აქვს
“ბავარიის“ პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ გამომცემლობა Der Spiegel-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც „ბავარიასთან“ შეთანხმებული არ იყო და სჩანს მეტის-მეტი მოუვიდა. აღნიშნულმა ინტერვიუმ მრავალი სპეციალისტის გულისწყრომა გამოიწვია და ინტერვიუს ავტორი საჯაროდ გააკრიტიკეს.

„ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი პოლონელ თავდამსხმელს საპასუხო ნოტა გაუგზავნა „ის ვინც, კლუბს საქვეყნოდ აკრიტიკებს, მწვრთნელს ან თანაგუნდელებს, საქმე ჩემთან ექნება“. შემდეგ კი დააყოლა: „ის თუ ჩვენს აზიურ ტურნეს აკრიტიკებს, მაშინ მისმა სავარაუდო ოცნების კლუბმა „რეალმა“ ზაფხულის 24 დღე ორმაგად ძლიერ სიცხეში გაატარა, ვიდრე ჩვენ. ძალიან ვწუხვარ, რომ მან ეს თქვა. ეს პირველი არაა, რომ რობერტი „ბავარიაზე“ ცუდად ლაპარაკობს. ვიცი, რომ ამის უკან მისი აგენტი დგას მაიკ ბარტელი. ლევანდოვსკის კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი და მისთვის სამწუხაროდ, მასში კომპენსაციის თანხა არაა მითითებული“.

ქვევით - ლევანდოვსკის ინტერვიუს სრული თარგმანია.

- სამშაბსთს ჩემპიონთა ლიგა იწყება. თქვენთვის ეს ერთადერთი ტურნირია, რომელსაც ჯერ კიდევ სერიოზულად აღიქვამთ?

- მე ჯერ არ მომიგია ეს ტიტული, ასე რომ ცხადია, რომ ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებულად მიმზიდველია. ამასთან, მე ჯერ კიდევ მაღიზიანებს, რომ 2013 წელს დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ერთად ფინალი წავაგე ლონდონში.

- თავს არასრულყოფილ ფეხბურთელად თვლით, რადგან არასოდეს არ მოგიგიათ ეს ტურნირი?

- რა თქმა უნდა, მსურს ოდესმე მოვიგო ჩემპიონთა ლიგა. მეორეს მხრივ, ვიცი, რომ ეს ტურნირი ლატარეაა. ავიღოთ მაგალითად, წინა სეზონი. ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვიყავით, თითოეულ ჩვენთაგანს ძლიერად სურდა ამ ტიტულის მოპოვება. მაშინ მე მხარის ტრავმა მივიღე და პირველი მატჩი გამოვტოვე „რეალთან“. კიდევ პენალტი ვერ გავიტანეთ და ჩვენი ოცნებაც დაიმარხა. ასეთ მაღალ დონეზე ხშირად ყველაფერი წვრილმანებზეა დამოკიდებული, ამგვარი ტიტულისათვის - ყველაფერი უნდა კარგად აეწყოს და დაემთხვეს.

- თქვენ უკვე 5-ჯერ გახდით გერმანიის ჩემპიონი. მოსაწყენი გახდება ოდესმე ბუნდესლიგა?

- ტოპ დონის სპორტსმენს ყოველთვის სურს საუკეთესო იყოს. შენ ტიტულს იგებ და შემდეგ მაშინვე გსურს დაამტკიცო, რომ ეს შემთხვევითი არ იყო. შემდეგ შენ ჩემპიონი 2-ედ ხდები და შენს თავს ეუბნები, რომ ახლა შენზე ნადირობა დაიწყება და ამიტომ უკეთესი უნდა გახდე და ასე გრძელდება და გრძელდება. ამ სეზონში ჩვენი მიზანი ნათელია: ჯერ არც ერთი გერმანული გუნდი არ გამხდარა ჩემპიონი ზედიზედ 6-ჯერ და ჩვენ შეგვიძლია ისტორიაში შევიდეთ. ეს დიდი სტიმულია.

- სეზონის დასაწყისში ბევრი კრიტიკოსი გსაყვედურობდა, რომ მოტივაციის ნაკლებობა გქონდა და იმედგაცრუებული გამოიყურებოდი.

- ეს პირველ რიგში დაკავშირებულია მატჩებთან აზიური ტურნეს განმავლობაში. შესაძლოა, ეს კრიტიკა გამართლებული იყო. უნდა ვაღიარო, რომ ამ ზაფხულს ნამდვილად რთული იყო ჩემი თავის მოტივირება.

- რა არის ამის მიზეზი?

- მე უკვე რამოდენიმე წელია 3 დღიან რიტმში ვთამაშობ დიდი შესვენებების გარეშე. ეს დიდი დაძაბულობაა, განსაკუთრებით ჩემი გონებისთვის. ამიტომ, ჩემთვის სეზონისათვის კარგი მომზადებადმეტად მნიშვნელოვანია. მასში ჩემი მუშაობის საფუძველი დევს სეზონის განმავლობაში, როდესაც ჩემი გონება იღლება.

- და აზიაში რაიმე არასწორად წავიდა?

- ჩვენ იქ ძალიან ბევრი მატჩი ჩავატარეთ. ასეთ პირობებში, როგორც პროფესიონალმა უნდა გადაწყვიტო: ამ თამაშებზე მთლიანად დახარჯვა გსურს თუ დარჩენილ ვარჯიშებზე მუშაობა, რომ ფორმაში იყო მომდევნო გაზაფხულზე, როდესაც სეზონის ტიტულები იქნება გათამაშებაში. არ შემიძლია ჩემი ამტანობა ვავარჯიშო და ძალა განვავითარო სეზონის განმავლობაში, ამისათვის დრო არ არის მრავალრცხოვან მატჩებს შორის.

სრული ინტერვიუ, რომლის გამოც ლევანდოვსკის პრობლემები აქვს


- და რა გადაწყვიტეთ?

- ჩვენ სპორტსმენები ვართ და ზედმეტი გადაძაბვებით შეწუხებულნი ვართ. ეს მჭიდრო გრაფიკის ბრალია და მზარდი თამაშის ტემპის. ერთადერთი შესაძლებლობა სერიოზული ტრავმებისაგან საკუთარი თავის დაცვის - ეს კარგი კვებისა და საკმარისი აღდგენითი პროცედურების გარდა, ეფექტური ვარჯიშებია მატჩებისაგან თავისუფალ დროს, ზამთარში და ზაფხულში. ცხადია, რომ აზიაში მე კონცენტრირებული ვარჯიშებზე ვიყავი. ამხანაგური მატჩების დიდი რაოდენობა ჩემთვის სასარგებლო არ იქნება, თუ დეკემბერში ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ მატჩის შემდეგ 3 დღეში, თოვლიან ამინდში ფრაიბურგში უნდა გავემგზავრო.

- ამისათვის თქვენ მოტივაცია არ გაგაჩნიათ?

- „ფრაიბურგი“ - ეს უბრალოდ მაგალითია. თქვენ სხვა გუნდიც შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელიც, როგორც წესი, არ იბრძვის ჩემპიონობისათვის. ისინი ჩვენს წინააღმდეგ 10 კაცით თამაშობენ თავის საჯარიმოში. 5 მცველის გარემოცვაში, რომელიც ფეხდაფეხ მოგყვება და ადგილი არაა, რომ შემობრუნდე. თუ მე ევროთასების მატჩებით დავიღალე, სტადიონი გადაჭედილია და მეტოქის გულშემატკივართათვის საუკეთესო მხოლოდ ისაა, რომ „ბავარიის“ ფეხბურთელებს დაუსტვინონ, მაშინ მე ნამდვილად თავდაუზოგავად უნდა ვივარჯიშო, იმისათვის, რომ იმ მომენტში საუკეთესო შედეგი ვანახო.

- როგორ ემზადებით ასეთი მატჩებისათვის?

- მრავალი წელი ჩემთვის შემდეგი ფორმულა მუშაობს: თუ ჩემი გონება დაღლილია, ჩემმა სხეულმა 100 %-ით უნდა იფუნქცციონეროს, რომ მე ტრავმა არ მივიღო. თუ მე ფორმაში ვარ, მაშინ სრულიად შემიძლია დავეყრდნო ჩემი სხეულის მუშაობას.

- რაიმე განსაკუთრებული ზომები თუ გაქვთ, რომელიც მოტივაციაში გეხმარებათ?

- მაგალითად, მატჩის წინ მე წარმოვიდგენ, რომ ამჯერად გოლის გატანა მსურს, და ბურთი პირდაპირ ბადის კუთხეში გაეხვევა ან ვგეგმავ, რომ რომელიღაც ორთაბრძოლში რაიმე ილეთს შევასრულებ, იდეალურ შერბენას ან გადაცემას, რომელიც უკვე დიდი ხანია შემუშავებული მაქვს.

- ისე ჟღერს, თითქოს ზოგიერთი მატჩი ბუნდესლიგაში თქვენთვის უფრო ვარჯიშია, ვიდრე შეჯიბრი. მეტყველებს ეს ბუნდესლიგის ხარისხზე?

- მე ვიცი, რომ ეს ახლა ყველას არ მოეწონება, რომ ბუნდესლიგას მეტი ისეთი გუნდი სჭირდება, როგორიც „ლაიფციგია“. ძლიერი გუნდები გვაიძულებენ უფრო მეტი ინვესტიციები ჩავდოთ. ბუნდესლიგას არ შეუძლია დომინირება მხოლოდ 1 გუნდის გულისთვის. ჩვენ 4-5 გუნდი გვჭირდება, რომელიც პერმანენტულად მაღალ დონეზე ითამაშებს. ეს კონკურენცია დაგვეხმარებოდა ჩვენ სეზონის ბოლომდე კონცენტრაციის შენარჩუნებაში. ძლიერი ლიგა კი კომერციალიზაციას მისცემდა სტიმულს.

კლუბების ხარჯები 2017/18 წლის სეზონის ტრანსფერებში
სრული ინტერვიუ, რომლის გამოც ლევანდოვსკის პრობლემები აქვს


- კომერციალიზაცია?

- თუ შენ ტოპ-მატჩების რაოდენობა მეტი გაქვს, მაშინ შესაბამისად, უფრო მეტი შოუა, ხმაური და ტრანსლაციები მთელს მსოფლიოში. გულშემატკივრებს სურთ იხილონ ბევრი ტოპ შეხვედრა, ვარსკვლავები და ჩემპიონების ორთაბრძოლები. ეს ბუნდესლიგას საინტერესოს გახდიდა უცხოელი მაყურებლისათვის. შესაძლოა, უფრო მეტადაც საინტერესოს ვიდრე ეს აზიაში თუ ამერიკაში მგზავრობაა.

- ბუნდესლიგის ხელმძღვანელობა ამგვარ მგზავრობებს მიესალმა

- მე სკეპტიკურად ვუყურებ ამგვარ მგზავრობებს საზღვარგარეთ. არა მხოლოდ მაღალი გადაძაბვის გამო მნიშვნელოვანი ვარჯიშების დროს, არამედ კიდევ იმიტომ, რომ დარწმუნებული არ ვარ, რომ მათ დიდი სარგებელი მოაქვთ მარკეტინგის თვალსაზრისით. თუნდაც ერთი უბრალო მიზეზის გამო - ენა.

სრული ინტერვიუ, რომლის გამოც ლევანდოვსკის პრობლემები აქვს


- გერმანული - ეს არასაკმარისია?

- კი, განსაკუთრებით თუ ინგლისის ჩემპიონატსა და ესპანეთის ჩემპიონატს შევადარებთ. ინგლისურად და ესპანურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ლაპარაკობენ, ხოლო გერმანულად - არა. მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა უკვე ამიტომ უყურებს ესპანეთისა და ინგლისის ლიგებს. ტელევიზია კი თავისი მაყურებლის სურვილებზე რეაგირებს და იმ ლიგებთან მუშაობს, ვისი ენაც ესმით.

- როგორ შეძლებს ამ ბაზარზე ბუნდესლიგა გაჩერებას?

- ამისათვის ხელმძღვანელობას ბევრი მუშაობა მოუწევს. მაგრამ საბოლოოდ საუბარი მხოლოდ საერთაშორისო არენაზე წარმატებაზეა და ტოპ-ფეხბურთელების ყიდვაზე. გულშემატკივრებს ყოველთვის სურთ საუკეთესოები იხილონ და ამისათვის ფულს იხდიან.

- მაგრამ ამ მომენტისათვის სუპერ ვარსკვლავები უფრო ინგლისში და ესპანეთში გადადიან

- დღევანდელ დღემდე „ბავარია“ ფეხბურთელებისათვის 40 მილიონზე მეტს არ იხდიდა. ფეხბურთში ეს თანხა უკვე დიდი ხანია საშუალოა და არა ყველაზე მაღალი. განვლილ წლებში ბაზართან ერთად ისეთი ზრდა არ იყო როგორც „რეალს“ ან „მანჩესტერს“ ჰქონდა. და ახლა მაქსიმალურ თანხებთან ჩამორჩენა უზარმაზარია.

- ული ჰიონესმა თქვა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას სატრანსფერო სიგიჟეში

- ფული - მნიშვნელოვანია, თუ არა ერთადერთი ფაქტორი, რომელიც აუცილებელია ტოპ-ფეხბურთელების მისაღებად. სპორტული პერსპექტივები, გუნდი, ქალაქი და გარემოცვა, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია. „ბავარიამ“ რაღაც უნდა მოიფიქროს და კრეატიული იყოს, თუ კლუბს კვლავ სურს მსოფლიო კლასის ფეხბურთელები მიიზიდოს მიუნხენში და თუ გსურს, რომ ყოველთვის წინ იყო, აუცილებელია, რომ ეს ფეხბურთელები მაღალი ხარისხის იყვნენ, რადგან ასეთი ვარსკვლავები თავის კოლეგებს ეხმარებიან უკეთესნი გახდნენ. მაღალი კონკურენცია გუნდში გეხმარება ბოლო 1 ან 2 პროცენტი გამოწურო საკუთარი თავიდან.

- „ბავარიაში“ მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საკომპენსაციო თანხას, არამედ ფეხბურთელების ხელფასებსაც. რა მოხდებოდა, თუ „ბავარია“, როგორც დაგეგმილი იყო, ალექსის სანჩესს იყიდდა „არსენალიდან“ და წელიწადში მას 25 მილიონს გადაუხდიდა?

- ალბათ ჩვენი გუნდიდან რამოდენიმე ფეხბურთელი ხელმძღვანელობისაკენ გავემართებოდით და ხელფასის მომატებას მოვითხოვდით. რადგან ასეთი დიდი სხვაობა ხელფასებს შორის სახიფათო შეიძლება გახდეს და შურსა და ცუდ ურთიერთობებამდე მიგვიყვანდა კოლეგებს შორის.

სრული ინტერვიუ, რომლის გამოც ლევანდოვსკის პრობლემები აქვს


- სჩანს „პსჟ“-ს ეს ნაკლებ პრობლემად მიაჩნია. კლუბმა ნეიმარი 222 მილონ ევროდ შეიძინა და გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად გახადა.

- ერთ-ერთი პირველი სიტყვა, რაც მე პოლონელმა გერმანიაში ვისწავლე ეს სიტყვა «Ordnung» (წესრიგი) იყო. ყველგან უნდა იყოს საკუთარი წესრიგი. უპირველეს ყოვლისა - ბუღალტერიაში, ფინანსებში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ნეიმარის მსგავსი ტრანსფერი გერმანიაში შეუძლებელი იქნებოდა.

- განსაკუთრებით აკრიტიკბენ მაღალ გამოსასყიდ თანხებს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- ალბათ აქ მე რეალისტი ვარ, ამიტომ ჩემთვის რთულია ამ თანხებმა აღმაშფოთოს. არის კლუბი, რომელიც მზადაა ეს თანხები გადაიხადოს, ასეთია ახალი ბაზარი და ახლა ყველანი უნდა შეეგუონ ამას და გამოსავალი ეძებონ. იმისათვის, რომ უფრო მეტნი ჩადებენ ინვესტიციებს ფეხბურთში უახლოეს წლებში ჩვენ კიდევ მრავალ ასეთ გარიგებას ვიხილავთ.

- უეფამ რამოდენიმე წლის წინ ფინანსური ფეირ-ფლეი შემოიღო, რომ კლუბებს იმაზე მეტი არ დაეხარჯათ, რამდენსაც გამოიმუშავებდნენ. მაგრამ ამ მცდელობამ სატრანსფერო ექსცესები შეემცირებიინათ არ გაამართლა. მაღალ დონეზე ფეხბურთის დარეგულირება შეუძლებელია?

- ფეხბურთი - ეს სუფთა კაპიტალიზმია. თითოეულს სურს ფულის შოვნა ამ სფეროში. აქ არაფერი ცუდი არაა, ასე მუშაობს მთელი ჩვენი დასავლეთის საზოგადოება. ამის მიუხედავად ფეხბურთის ასოციაციებმა წესები იმისათვის უნდა ჩამოაყალიბონ, რომ ბაზარი საბოლოოდ არ გამოვიდეს კონტროლიდან. თუ 4-5 გუნდი მოიგებს მუდმივად ყველა ტიტულს, იმიტომ რომ იქ ყველა საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს, მაშინ შესაძლოა, ნორმალურ გულშემატკივრებში ფეხბურთისადმი ინტერესი განელდეს. ეს კი ყველაზე დიდი ზიანი იქნებოდა ფეხბურთისათვის.

- როგორ ფიქრობთ, შეუძლიათ კი საფეხბურთო კავშირებს ამგვარი წესების შემოღება?

- პრაქტიკაში ეს მეტად რთული იქნება. „პსჟ“, „ჩელსი“, „მანჩესტერი“ და სხვა კლუბებში ინვესტორებთან ერთად პროფესიონალები მუშაობენ მეტად კარგ ადვკატებთან ერთად. თითოეულ თავდასაძვრენ ფანდს, რომელიც გამოჩნდება, ისინი გამოიყენებენ იმისათვის, რომ კლუბმა უპირატესობა მოიპოვოს. უეფამ ამ ზაფხულის ხმაურიანი ტრანსფერები უნდა შეამოწმოს და ფიფასთან ერთად უნდა იმუშაოს, იმაზე, რომ ეს თავდასაძვრენი ფანდები აღმოფხვრას წესებში.

- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თქვენ „პსჟ“-ს შეხვდებით. ისეთი ტრანსფერები, როგორიც ნეიმარისა და მბაპეს პარიზში გადასვლაა ზიანს მიაყენებენ ტურნირს?

- როგორც ფეხბურთელი შენ ამაზე არ ფიქრობ. შენ მინდორზე ხარ და ყოველთვის გსურს საუკეთესოებს შეეჯიბრო. „პსჟ“ მსოფლიო კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტდა. მაგრამ იქნება თუ არა ეს მსოფლიო კლასის გუნდი, ჩვენ ამას ჯერ კიდევ შევხედავთ. „ბავარიას“ შეთამაშებული გუნდი ყავს, ჩვენ უკვე ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია „პსჟ“-ს შევეწინააღმდეგოთ. საბედნიეროდ, ფეხბურთში ყოველთვის ის არ იგებს, ვისაც ბევრი ფული აქვს.

სრული ინტერვიუ, რომლის გამოც ლევანდოვსკის პრობლემები აქვს


- უსმან დემბელე, ფილიპე კაუტინიო, მბაპე - ამ სატრანსფერო ფანჯარამ გვიჩვენა, რომ კლუბის მიმართ ერთგულება ფეხბურთში უკვე არანაირ როლს აღარ თამაშობს. კონტრაქტებიც გაუფასურდა?

- უნდა შევწყვიტოთ ასეთი ემოციებით ლაპარაკი პროფესიონალურ ფეხბურთში. ერთგულება - მშვენიერი სიტყვაა, შესანიშნავი რომანტიული წარმოდგენა, და ის მნიშვნელოვანია პირად ცხოვრებაში. მაგრამ სპორტში სხვა პარამეტრებია: წარმატება და ფული. ეს ორი კომპონენტი, სხვა არაფერი ყველაფერს წყვიტავს, როდესაც ტრანსფერზე მიდის ლაპარაკი.

- გამოდის, ეს სამართლიანია, როდესაც ფეხბურთელი გაფიცვის საშუალებით ტრანსფერზე ზეწოლას ახდენს?

- გაფიცვა - მეთოდებს შორის ყველაზე ცუდია, მსგავსი არ ხდება სინამდვილეში საუკეთესო კლუბებში. ფეხბურთელი, რომელიც ამგვარ რამეს აკეთებს, საზოგადოებას ღალატობს და ისინი ამას არ აპატიებენ. ეს უდიდესი რისკია ფეხბურთელისთვის, რადგან ის ვერ მოიცილებს ამგვარ რეპუტაციას. მაგრამ ასეთი გაფიცვები ჩემთვის მხოლოდ სიმპტომია, მეზეზი კი სხვა რამეშია დამალული.

- კერძოდ?

- ფეხბურთში ძალათა თანაფარდობა ბოლო წლებში მეტად შეიცვალა - ფეხბურთელების სასარგებლოდ. თუ ფეხბურთელს სინამდვილეში სხვა კლუბში გადასვლა სურს, მაშინ მას როგორც წესი ამის განხორციელების შესაძლებლობა აქვს. ამიტომ მე მოვიწონებ, თუ საფეხბურთო კავშირები დაავალდებულებენ კონტრაქტში ფიქსირებული გამოსასყიდი თანხების ჩაწერას. მაშინ შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა მოდელებზე გვეფიქრა: უფრო მდიდარ კლუბებს, ფიქსირებული გამოსასყიდი თანხის გარდა, მაგალითად სამართლიანი თამაშის გამო 20% გადაახდევინებდნენ დამატებით, ხოლო უფრო ღარიბი კლუბები ნაკლებს გადაიხდიდნენ ფეხბურთელში, თუ ის გადაწყვეტდა მათთან გადასვლას.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი კონცეფცია უფრო სამართლიანი იქნებოდა?

- ასე შესაძლებელი იქნებოდა ფეხბურთში თანხების გადანაწილება. ამის გარდა, ასეთი მოდელი არა მხოლოდ კლუბებს დაიცავდა შესაძლო გაფიცვებისგან, არამედ ფეხბურთელებსაც დაიცავდა დეგრადაციისაგან. რადგან ჩვენ ხშირად ვლაარაკობთ ფეხბურთელების არასწორი ქცევების გამო. მაგრამ ჩემს კარიერაში ხშირად წავწყდომივარ იმ ფაქტს, თუ კლუბს რა ზიანის მიყენება შეეძლო ფეხბურთელისათვის, რომლის გაყიდვაც სურდა. ვარჯიშები სარეზერვო გუნდთან ამ შემთხვევაში ყველაზე რბილი ფორმა იყო სორტირების.

- მაგრამ თქვენი მოდელი არ დაიცავს ფეხბურთს სუფთა ბიზნესად გადაქცევისგან

- მომავალში ფეხბურთში კიდევ უფრო დიდი თანხები ჩაიდება, ვიდრე ახლა ამის წარმოდგენა შეგვიძლია. არ აქვს მნიშვნელობა დედამიწის რომელ წერტილში ვიქნები, ხალხი იქ ფეხბურთს უყურებს და ზუსტად ამ ვნებას, გულშემატკივრების ამ ემოციურობას იქამდე მივყავართ, რომ უფრო მეტი ინვესტორი მოვა ბაზარზე. ფეხბურთის წყალობით ისინი ახალგაზრდებამდე და მოხუცებამდე აღწევენ. ქალები, კაცები და ბავშვები, რომლებიც თავისი გუნდის სიყვარულის გამო კლუბის სიმბოლიკებს, ბილეთებს, აქციებსა და კანალებზე გამოწერებს ყიდულობენ. შანსები რომ მოგება ნახო ფეხბურთში უფრო მაღალია, ვიდრე სადმე სხვაგან.

- ბოლო დროს ბევრი დემონსტრაცია ჩატარდა გულშემატკივრების მხრიდან ფეხბურთის კომერციალიზაციის წინააღმდეგ. ისინი საყვედურობენ, რომ ფეხბურთი უფრო და უფრო ემიჯნება მათ

- ის რაც ახლა ფეხბურთში ხდება, ეს უწვრილესი ზღვარია რეგიონალურსა და გლობალიზაციას შორის. შენ უნდა გაიზარდო როგორც კლუბი, როგორც ლიგა თუ გსურს მომავალშიც ერთ დონეზე იყო უცხოურ კლუბებთან და კავშირებთან. და ამას ჩვენ მნიშვნელოვან კითხვამდე მივყავართ: როგორი მიზნობრივი აუდიტორია ყავს კლუბს? ის მიუნხენში ცხოვრობს? აზიაში თუ ამერიკაში? ამ კონფლიქტის გადაწყვეტა ახლა - კლუბების ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ცხადია, რომ ეს იმედგაცრუებამდე მიიყვანს იმათ ვინც უკვე ათწლეულებია კლუბს მხარს უჭერს. ამ ხალხმა ის არ უნდა იგრძნოს, რომ ისინი გამოიყენეს.

სრული ინტერვიუ, რომლის გამოც ლევანდოვსკის პრობლემები აქვს


- როგორ უნდა გადაჭრას ეს საკითხი ფეხბურთმა?

- ხელმძღვანელებმა უნდა დააწესონ ნებადართულობის საზღვრები. გვჭირდება კი ჩვენ კამერები ლუდის ბოკლებზე, როგორც ეს ჩვენი ჩემპიონობის აღნიშვნის დროს იყო „ფრაიბურგთან“ მატჩის შემდგომ? ლუდის შხაპი მარკეტინგულ მოვლენად უნდა გადაიქცეს? ჩემპიონობა - ძალიან ემოციური მომენტია და ის ყოველთვის ავთენტიკური უნდა იყოს. მე მესმის გულშემატკივრების, რომლებიც ამან გააღიზიანა. გვჭირდება კი კონცერტი ტაიმებს შორის, გერმანიის თასის ფინალში? შესაძლოა, ბევრი სუპერ-ბოულს* უყურებს ამერიკაში, ზუსტად ამ უზარმაზარი შოუს გამო, რომლებიც თამაშის დროს ტარდება.

- გახდება ოდესმე ფეხბურთი მხოლოდ შოუ?

- თამაში ყოველთვის იქნება ყველაზე მთავარი შემადგენელი. მაგრამ ამ 90 წუთის გარშემო დრო, ალბათ უფრო ჰოლივუდის ფილმს დაემსგავსება. მოვლენების ამგვარ განვითრებას უკვე ვეღარ შეაჩერებენ.


ინტერვიუს წყარო: Der Spiegel

________________________________
*სუპერ-ბოული (ინგლ. Super Bowl) — პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატი აშშ-ში. თამაში და მასთან დაკავშირებული ზეიმი-ღონისძიებანი შეადგენს ე. წ. „სუპერ-ბოულ სანდეის“ (აგრეთვე ცნობილი როგორც „სუპერ სანდეი“ - ინგლ. სუპერ კვირადღე), რომელიც წლების განმავლობაში თითქმის დე-ფაქტო ამერიკულ ეროვნულ დღესასწაულად იქცა.


1
0

dachi8 (16 სექტემბერი 2017 20:05)

ეგოისტია ტიპი რა უნდა ვთქვა მეტი.

თითოეული ვინც ასეთ ვრცელ ინტერვიუს იძლევა , წინასწარ ათანხმებს კითხვებს. შესაბამისად, პოლონელმა იცოდა რაზეც ილაპარაკებდა და მომზადებულიც მივიდა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ სპეციალურადაც ჩაწერა მსგავსი ინტერვიუ.

ეს ეტყობა მაგის მეთოდებშია (თუ გაფიცვები ყველაზე ცუდი მეთოდია მაგისი აზრით, ეტყობა ესაა მაგისი მეთოდი) მსგავსი ინტერვიუებით სხვა კლუბში გაშვება მოითხოვო.

აუგენტალერის არ იყოს, თუ ასე შესტკივა გული და ასე წუხს, პრესის გარეშე დალაპარაკებოდა ხელმძღვანელობას.

ამასთან, თავის თანაგუნდელებზე იძახის პასებს არ მაძლევენო და ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვს ლევანდოვსკის მომენტების გაფუჭების.
0

kimmich (16 სექტემბერი 2017 16:01)

საღოლ დაჩი მაგარი სტატიაა xlop
0

FCBAYERN (16 სექტემბერი 2017 15:46)

ვერაფრით დაიწუნებ სტატიას <3
0

LEV4NI (16 სექტემბერი 2017 15:32)

ნუ ვერაფერში ვერ შეედავებიან ლევანდოვსკის, ვთვლი რომ ამ ინტერვიუში ერთი სიტყვაც არ არის შეცდომა...
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.