» » მიმოხილვა: მიუნხენის ბაიერნი - მაინცი 4:0

მიმოხილვა: მიუნხენის ბაიერნი - მაინცი 4:0

16-09-2017, 19:40 LEV4NI მიმოხილვა 0

მიმოხილვა: მიუნხენის ბაიერნი - მაინცი 4:0
მიუნხენის ბაიერნმა ბუნდესლიგის მეოთხე ტურის დაპირისპირებაში მაინცის წინააღმდეგ დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვა, ბავარიულმა კლუბმა მეტოქე ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჯაბნა და მისი დომინაცია მინდორზე 90 წუთის განმავლობაში იგრძნობოდა.

ბაიერნმა ანგარიში კურიოზულ სიტუაციაში 11-ე წუთზე გახსნა ტომას მიულერის მიერ კარში დარტყმული ბურთი არიენ რობენს მოხვდა რომელიც მეკარისაგან მარცხენა კუთხეში შეგორდა - 1:0.

ცხადია ბაიერნი ერთ გატანილ გოლზე არ დაჯერდა და მეტოქეს ისევ ენერგიულად შეუტია, 23-ე წუთზე კი ჰოლანდიელმა ვინგერმა ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა, არიენმა ბრძოლაში ლამაზად გადაავლო ბურთი თავზე მეკარეს - 2:0.

პირველი ტაიმი ხსენებული ანგარიშით დასრულდა თუმცა საწყისმა ნახევარმა გულშემატკივარს ნამდვილად მისცა იმის იმედი რომ გოლები მეორე ტაიმშიც გავიდოდა.

ალიანს არენაზე შეკრებილ გულშემატკივრებს მესამე გოლის სანახავად დიდი მოთმინება არ დასჭირვებიათ, მეორე ნახევრის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ თავისი გოლი უკვე ბავარიის პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა რომელმაც ტომას მიულერის მშვენიერი გამჭოლი გადაცემა აქცია გოლად - 3:0.

მატჩის საბოლოო ანგარიში კი 77-ე წუთზე დაფიქსირდა როდესაც იოზუა კიმიხის საჯარიმოში ჩამ\წოდებულ ბურთს რობერტ ლევანდოვსკიმ თავური დარტყმით საკმაოდ რთული პოზიციიდან გადაგზავნა კარში, მეკარეც უძლური აღმოჩნდა და შესაბამისად ანგარიშიც 4:0 გახდა.

ასე რომ რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგის ეგიდით წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ რეაბილიტაცია მოახდინა და ალიანს არენაზე მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.