» » ტიტიკა გერმანიას თომას მიულერიდან იცნობს. ინტერვიუ თომას მიულერთან

ტიტიკა გერმანიას თომას მიულერიდან იცნობს. ინტერვიუ თომას მიულერთან

16-09-2017, 22:13 dachi8 ინტერვიუ / მთავარი ამბები 3

ტიტიკა გერმანიას თომას მიულერიდან იცნობს. ინტერვიუ თომას მიულერთან
მადრიდი, 2016 წლის შემოდგომა. თომას მიულერი „ბავარიასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ატლეტიკოსთან“ აგებს (0:1), მსოფლიოს ჩემპიონი სასტარტო შემადგენლობაშია, მაგრამ მხოლოდ 59 წუთი ეძლევა სათამაშო დრო. მატჩის ტრანსლიაცია ტანზანიის (სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში) ყველა ქალაქში მიმდინარეობს, თუმცა ქვეყნის ჩრდილოეთით უსაზღვრო მინდვრებზე, ტარანგირეს ნაციონალური პარკიდან არც ისე შორს, ტელევიზორის მოძებნა უშედეგოა.

მე, Kicker-ის რეპორტიორი გახლავართ და სტუმრის ხარისხში პატარა სოფელში ვიმყოფები მასაისთან ახლოს, ამაყ ტომთან, რომლებიც უკვე ათწლეულებია საქონელთან ერთად მომთაბარეობენ სტეპებში.

ტიტიკა, ტომის 34 წლის წარმომადგენელი, თავის პატარა ქოხთან ზის, რომელიც ტოტებისაგან და საქონლის ნაკელისაგანაა აშენებული. ის მშვენივრად ლაპარაკობს ინგლისურად და თავისი ხალხის ტრადიციებზე ყვება. როდესაც გარშემო სიმშვიდე ისადგურებს, კითხვით მომმართავს, თუ საიდან ვარ წარმოშობით. „გერმანია“, ვპასუხობ მე. „გერმანია - ეს ევროპაა?“, - მეკითხება ისევ. გაკვირვებული ვარ, რადგან აქამდე ვფიქრობდი, რომ ტიტიკა საკმაოდ განათლებული ადამიანი გახლდათ. „მიუნხენი, გერმანია“ - კიდევ ერთხელ ვუმეორებ და ზუსტად წერტილში ვარტყამ. „აჰ, მიუნხენი, იძახის მომთაბარე, - „მიუნხენის ბავარია... მიულერი... მე ის ძალიან მომწონს!“. თომას მიულერი მასაის ტომის საფეხბურთო გმირია. ტიტიკა მეკითხება მაქვს თუ არა მიულერის გვარით მაისური. სამწუხაროდ იძულებული ვარ მას იმედი გავუცრუო. მაგრამ ეს ნამდვილად საინტერესო სანახავი იქნებოდა: მასაი ბავარიის წითელ ფორმაში, თავის ნახირთან ერთად ტანზანიის უსაზღვრო სტეპებში.

ეს შემთხვევა ბევრზე ლაპარაკობს. არც ერთი გერმანელი ფეხბურთელი ისე არაა ცნობილი, როგორც ეს ყმაწვილი ზემო ბავარიიდან. ეს მიზეზი საკმარისია იმისთვის, რომ ამაზე ვილაპარაკოთ.

ეს საუბარი დიდებაზე, სამშობლოზე და იმიჯზე იქნება.

ინტერვიუ ჩაწერილია 2017 წლის სექტემბერს, თომას მიულერის დაბადების დღემდე, სადაც მას 28 წელი შეუსრულდა.

ტიტიკა გერმანიას თომას მიულერიდან იცნობს. ინტერვიუ თომას მიულერთან


Kicker: ბ-ნო მიულერ, აცნობიერებთ იმას, რომ თქვენ მსოფლიოს ყველა კუთხეში გიცნობენ?

მიულერი: ვიმედოვნებ, რომ რუქაზე კიდევ არის რამოდენიმე წერტილი, სადაც ასე არაა. რადგან განცალკევებისათვის ადგილი უფრო ნაკლები იქნება. ამას ვაცნობიერებ, თუმცა ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟი გაივლის, როდესაც კარიერა დასრულდება. ამას ვიმედოვნებ ჩემი პირადი ცხოვრების შემხედვარე.

- თქვენ სერენგეტიშიც კი გიცნობენ (სერენგეტი - რეგიონი აღმოსავლეთ აფრიკაში)

- ეს სიგიჟეა. ისინი სინამდვილეში საკმაოდ გათვითცნობიერებულნი არიან. თავს პატივცემულ ადამიანად გრძნობ.

- თქვენ ეს არ გაკვირვებთ?

- ეს გლობალიზაციას და ინტერნეტს უკავშირდება. უამრავი მედია საშუალება ყვება ჩვენს შესახებ მთელს მსოფლიოში სხვადასხვა არხებზე. ამასთან, კლუბი რეკლამას აკეთებს და ცნობადი ხდება. მოგება კი ამ სფეროში უზარმაზარია. შედეგს კი ასეთ მოგზაურობებში დაინახავ. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ეს შეუძლებელი იყო.


...(მიულერს კარგად ესმის თანამედროვე საინფორმაციო სამყაროსი. ჩინელ გულშემატკივრებს უკვე მიულერის საიტი შეუძლიათ ჩინურ ენაზე წაიკითხონ. ბავარიის ჩინელი ქომაგები მიულერზე კი უბრალოდ აფანატებენ. ზაფხულში აზიის ტურნეში მიულერის გამოჩენაზე გულშემატკივრები ცრემლად იღვრებოდნენ)...



- გრძნობთ ამ ისტერიას გარშემო?

- რა თქმა უნდა მე ვაცნობიერებ ამ ცნობადობას. უბრალოდ მსოფლიოს ჩემპიონატები ძლიერად მოქმედებენ პოპულარიზაციაზე.

- საყოველთაო აღტაცების გრადუსი თანდათანობით იზრდება

- 2 წლის წინ აზიაში ამან უფრო მეტად გამაკვირვა, რადგან მოულოდნელობის ეფექტი იყო. ამის მიუხედავად ამ ჯერზე მეც შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი. ხალხის მასა, საყოველთაო აღტაცება - ეს სიგიჟე იყო. ამდენ ადამიანთან კომუნიკაცია სასიამოვნო იყო, იმის მიუხედავად, რომ ოდნავ მაინც იღლები.

ტიტიკა გერმანიას თომას მიულერიდან იცნობს. ინტერვიუ თომას მიულერთან


- რამდენადაა იმის საშიშროება, რომ ვარსკვლავური ავადმყოფობა შეგეყაროთ?

- ის არ არსებობს. ერთეული შემთხვევებია, მოვლენები, რომლებსაც როგორც ფეხბურთელი ისე განვიცდი და ამის გამიჯვნა დანარჩენისაგან შემიძლია. ამას ვაცნობიერებ, ვტკბები, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩინეთის აჟიოტაჟზე საკმაოდ ცოტას ვფიქრობ, როგორც იმაზე, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. ეს ყოველდღე არ ხდება. მე ჩემს ყოველდღიურ მოვალეობებს უნდა გავუმკლავდე, ხოლო ამგვარი ფიქრები მხოლოდ ხელს შემიშლის.

- სხვა ვარსკვლავებს უჭირთ მიწაზე დარჩენა?

- თითოეული თავისებურად უმკლავდება ამას. მე თითქმის 28 წლის ვარ და თითქმის 9 წელია ამ საქმეში ვარ. საფრთხე, რომ ეს დამემართება, უფრო დიდი იყო, როდესაც დიდი ცვლილებები ხდებოდა და ეს ძალიან ახალგაზრდულ ასაკში იყო.

- თუ არ ვილაპარაკებთ კითხვის ფინანსურ მხარეზე, ეს ყველაფერი დამღლელია?

- ზოგჯერ რაღაცაზე თავის შეკავება ადვილია, ზოგჯერ უფრო რთული. შეუძლებელია უდარდელად იცხოვრო, თუ შენ ცნობადი ხარ. შენ წამდაუწუმ დაკვირვების ქვეშ იმყოფები და თუ როგორს გხედავს საზოგადოება, ამას თავისი შედეგები მოყვება. ეს უნდა გაითვალისწინო, როდესაც ასეთი სამუშაო გაქვს.


...(მიულერი თავის მეუღლესთან ერთად ოტეფინგეში ცხოვრობს, მიუნხენთან ახლოს. იმისათვის, რომ თავისი სახლის გარშემო კედელი და ღობე აეშენებინა, მისთვის აუცილებელი გახდა კომუნისაგან ნებართვა აეღო. ნებართვამდე კი მის სახლთან მუდმივად იმყოფებოდა ხალხი, რომლებიც იქ ფეხბურთელის საცხოვრებელი ადგილის ინტერესის გამო მიდიოდნენ)...



- როდის შეგიძლიათ მოშვებულად იგრძნოთ თავი? გაქვთ რაიმე რიტუალი, რომელიც გეხმარებათ ყველაფრისაგან აბსტრაგირებაში?

- მე უპირატესობა მაქვს - მთელი ჩემი კარიერა მიუნხენში გავატარე. ბავარია - ეს ის კლუბია, რომელიც სხვა ევროპულ ტოპ-კლუბებთან შედარებით, განსაკუთრებული მენტალიტეტისა და ღირებულებებით ფორმულირდა. მე კარგად ვიცნობ ჩემს გარემოცვას, რომელიც ყოველთვის ჩემთან ერთად იყო. მე შემიძლია მისი იმედი მქონდეს და ამიტომ უფრო იოლია ჩემთვის ამ მღელვარების დაძლევა. როდესაც შენ 18-19 წლის ხარ და სხვა ქვეყანაში გადადიხარ, ეს უფრო რთულია. მენტალიტეტისა და სტრუქტურის შეცვლამ შეიძლება გაურკვევლობაში ჩაგაგდოს და ასეთ შემთხვევაში გარემოცვის იმედის ნაკლებობა გაქვს.


...(მიულერი ვაილჰაიმში დაიბადა და პელში გაიზარდა. 11 წლის ასაკში ადგილობრივი კლუბი „პელი“-დან „ბავარიაში“ გადავიდა და „ბაიერნის“ ყველა ასაკის ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა, ხოლო 2008 წლის 15 აგვისტოს თომასმა ძირითად შემადგენლობაში თავისი დებიუტი აღნიშნა)...



- მთელს მსოფლიოში ცნობადი ხართ და ბავარიაში დამკვიდრდით. თქვენთვის ეს წინააღმდეგობაში არ მოდის?

- მსოფლიო იმდენად დიდი შეიძლება იყოს, რამდენადაც თქვენ გსურთ, მაგრამ მაინც ადამიანი ყოველთვის თავის პატარა კოსმოსში ცხოვრობს და იმასთან შედარებით, თუ რა შეიძლება გარშემო გქონდეს, ის საკმაოდ მცირეა. რა თქმა უნდა, ჩვენ დავდივართ, მსოფლიოს ვუვლით გარშემო, მაგრამ საბოლოოდ გადავადგილდებით საკუთარი საწოლისა და სახლის გარშემო და ძალიან ხშირად ერთი და იგივე ადამიანებთან ვურთიერთობთ. ჩემზე ეს დადებითად მოქმედებს და ესეც შეიძლება გახდეს ენერგიის წყარო.

- რას ნიშნავს თქვენთვის სამშობლო?

- სამშობლო იქაა, სადაც ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს. ეს შეიძლება სხვადასხვა ადგილი იყოს და ის ასევე იმ ხალხთანაა კავშირში, რომლებიც ახლოს იმყოფებიან.

- მაგრამ თქვენ მიუნხენის ადგილებთან ხართ დაკავშირებული

- რა თქმა უნდა, ეს ადგილი უამრავი უპირატესობითაა თავისი ადგილმდებარეობის გამო. სამხრეთ ევროპის მაცხოვრებლებმა, შესაძლოა თქვან, რომ გერმანიაში ცუდი ამინდია. მიუნხენელი კი იტყვის, რომ ჩვენთან ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია, ვიდრე ჩრდილოეთით. ყველაფერი ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, თუ შენ რას მიეჩვიე. მაგრამ ღირს აღნიშვნად, რომ ჩვენ აქ სამხრეთითაც არ ვართ ცუდად.

- თავს ბავარიელად, ევროპელად თუ გერმანელად გრძნობთ?

- მე მრავალი ღირებულებები შევითვისე, რომლებიც მნიშვნელოვანია გერმანიაში. მაგრამ ამის გარდა ყოველთვის ზეგავლენას ახდენს ის ადგილი, სადაც გაიზარდე. ბავარიული ზომიერება და კეთილშობილება ნამდვილად არის ჩემს ხასიათში. ამიტომ სიამოვნებით წარმოვადგენ ამ რეგიონს. მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეს, თუ საიდან ხარ წარმოშობით.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის თქვენი იმიჯი?

- მეთვითონაც არ ვიცი. რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანს გააჩნია აღიარების მოთხოვნილება. ეს ნორმალურია და ჩემზე ან სხვაზე არაა დამოკიდებული. მაგრამ იმისათვის, რომ ამას კარგად გაუმკლავდე, ყოველთვის მკაცრად უნდა გაფილტრო ყველაფერი. რადგან ხშირად ასე ხდება: თუ შენ გაქებენ - ზედმეტად გაქებენ. თუ გაკრიტიკებენ - ზედმეტად გაკრიტიკებენ. აქ იშვიათად მიდის ლაპარაკი შინაარსზე, რადგან ის ცუდად იყიდება. მეთვითონ, ადრეულ ასაკში „ბავარიის“ გულშემატკივრობისას დიდი სიამოვნებით ვუყურებდი ოლივერ კანის ან ული ჰიონესის ინტერვიუს, როდესაც ისინი მწყობრიდან გამოდიოდნენ, რადგან ყველაფერი ისე კარგად არ მიდიოდა. ხალხსაც უნდა ამის დანახვა. ამიტომ მესმის, როდესაც ამგვარად ისტორიები იქმნება, მაგრამ ამაზე ზემოქმედება მეტად რთულია.

- მაგრამ თქვენი პოპულარობა თქვენს იმიჯზეა დაფუძნებული

- თითოეული სიამოვნებით ეკიდება ამ საქმეს, რადგან აქ მშვენიერი და მართალი ისტორიაა. მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, მინდორზე როგორც იდიოტი ისე არ ვიქცევი. ეს კარგად უხდება კლუბის იმიჯს. მაგრამ მე არ უნდა ავეწყო ამას. ვცდილობ ჩემი საქმით დავკავდე და ისე მოვიქცე როგორც ჩემთვის უფრო კომფორტული იქნება. უბრალოდ ვცდილობ ის ვიყო რაც სინამდვილეში ვარ. ესაა მნიშვნელოვანი.

- ამასთან, თქვენ სიამოვნებით ანგრევთ ამ იმიჯს. ბავარიელი ყმაწვილი ამმერზეედან, უბრალო და კეთილშობილი, რომელიც ამავდროულად კარიბის კუნძულებზე ისვენებს ან ინტერვიუს ინგლისურ ენაზე იძლევა

- ის თუ როგორ წარმოვუდგენივარ ხალხს ამის 100% გაკონტროლება არ შემიძლია. მე უკვე დიდი ხანია ამას შევეშვი. პრესის თავისუფლება თითოეულს აძლევს იმის უფლებას, რომ ის დაწერონ რისი სურვილიც გააჩნია. ინტერნეტისა და გლობალიზაციის წყალობით ძალიან ბევრი ინფორმაციაა ფეხბურთელზე, რომელიც ნაკრებში თამაშობს. 2010 წლის ჩემი ფრაზებიც კი დღემდე ინტერნეტში მოგზაურობს. მათი გამოყენება დღემდე შესაძლებელია, რომ შთაბეჭდილება შეგექმნას ჩემს შესახებ და თუ რამდენი წლისაა ეს ფრაზები ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. თუ შენ სახალხო ადამიანი ხარ უნდა გესმოდეს, რომ ის რაც დაწერილია, იშვიათ შემთხვევებში ემთხვევა იმას თუ შენ როგორად წარმოგიდგენია შენი თავი.

- ეს გამაღიზიანებელია?

- ჩემი ცხოვრება იმაზე არაა კონცენტრირებული, რომ ყველას დავანახო თუ ვინ ვარ სინამდვილეში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი პოზიტიური მომენტები მქონდეს. არ მაღელვებს ის ფაქტი, სხვები იგივე წარმოდგენის იქნებიან თუ არა ჩემზე, როგორიც მე მაქვს საკუთარ თავზე. მე თვითონ უნდა მივიღო სიამოვნება სარკეში რომ ვიხედები. ამას აქვს მნიშვნელობა და არა იმას, თუ რას ფიქრობენ სხვები.

- კარგი აზრია

- უამრავ ენერგიას დავხარჯავდი ყოველ დღე ამაზე რომ მეფიქრა. თითოეული ვინც მნიშვნელოვანია ჩემთვის თავს კარგად უნდა გრძნობდეს და დიდი სიამოვნებით იმყოფებოდეს ჩემს გვერდით. მაშინ მეც კარგად ვიგრძნობ თავს.

- რა მოხდებოდა თქვენს თავს, პროფესიონალი ფეხბურთელი რომ არ გამხდარიყავით?

- არ ვიცი. კონკრეტული სურვილები არ მქონია პროფესიასთან დაკავშირებით. მაგრამ სავარაუდოდ, ვისწავლიდი და ცხოვრებას უფლებას მივცემდი გავეკვირვებინე. საკმაოდ დიდი ხანი არ ვიცოდი თუ რა გამოვიდოდი და მათ შორის არ ვყოფილვარ, რომლებიც 12 წლის ასაკში იძახიან, რომ სურთ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდნენ. მე უბრალოდ ვცხოვრობდი და შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.

- ამას რომ მიაღწევდით ოდესმე, ეს თქვენთვის ცხადი იყო?

- რა თქმა უნდა. როდესაც მე 17-18 წლის ვიყავი და მივედი იქ სადაც ჩემთვის საინტერესო იყო, მივხვდი, რომ პროფესიონალი შემეძლო გავმხდარიყავი. მაგრამ ეს ყოველთვის გამოცდაა: შენ ყოველთვის საჭირო დროს უნდა ანახო თუ რისი შესაძლებლობა გაქვს და ცოტა გამართლება უნდა გქონდეს. და როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, შენ მაინც ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ყველაფერი რაც კი წარსულში გააკეთე, აღარ ითვლება. ამიტომ არასოდეს არ უნდა იყო დარწმუნებული შენს გზაში.

- თქვენი შემხედვარე, ადვილი წარმოსადგენია, რომ ფოსტალიონად რომ გემუშავათ, ამას იმავე სიამოვნებით გააკეთებდით

- კი, აქ შენ გეხმარება ის, რომ მოვლენებს რეალურად უყურებ. რა შეიძლება ამაზე უკეთესი იყოს, რომ საკუთარ თავს ეუბნებოდე: მე იმას ვაკეთებ, რაც მაბედნიერებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისათვის ყველაფერი ასე ადვილად არაა, რადგან ის თავიდან უნდა გაუმკლავდეს ეკონომიკურ კომპონენტებს. მე, როგორც პროფესიონალურ ფეხბურთელს ეს ადვილად გამომდის. უმრავლესობისათვის ყველაზე რთული ცხოვრებაში - პრიორიტეტების სწორად დალაგებაა. სიამოვნება, პროფესიონალური წარმატება, ფული - არც ისე ადვილია სწორი გზა აირჩიო.

- მადლიერებას თქვენთვის მნიშვნელობა აქვს?

- რას ნიშნავს მადლიერება? ვისი მადლიერი უნდა ვიყო?

- ცხოვრების?

- ცხადია, რომ ის რასაც მე ვაკეთებ ეს რაღაც განსაკუთრებულია. მესმის, რომ მე განსაკუთრებული მდგომარეობა მაქვს საზოგადოებაში ფეხბურთის სიყვარულის წყალობით. მეორეს მხრივ, თითოეული ვინც ასეთივე პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, როგორიც მე, საკმაოდ ბევრი ჩადო ამაში და ბევრი აიღო თავის თავზე. ასე თქმა პოპულარული არაა, მაგრამ ჩვენ ისეთ რამეებს განვიცდით, რასაც სხვა ვერ გაიგებს. ჩვენ ბევრს გავცემთ, ხალხს ვართობთ. თუ იმაზე დავფიქრდებით, თუ რამდენს უყვარს ფეხბურთი, რამდენი უჭერს მხარს სხვადასხვა კლუბს და უქმეებში ისვენებს მისი წყალობით, მაშინ ჩვენი მუშაობა - რაღაც განსაკუთრებულია. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ, ფეხბურთელები, მადლიერები უნდა ვიყოთ იმ პირობებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, და ჩვენ რაც ვართ და სადაც ვართ ღირს შრომატევად სამუშაოებად და მრავალ რამეზე უარის თქმად.

- თქვენ სიამოვნებით მხიარულობთ, მაგრამ არის ავი თომას მიულერიც? მხოლოდ ავ მიულერს ხშირად ნამდვილად არ ვხედავთ

- რა თქმა უნდა, ასეთი მიულერიც არსებობს და ასეთი მინდორზე ვარ. იმის მიუხედავად, რომ სანახაობა ჩვენი ძირითადი მოვალეობაა, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ფეხბურთელი მხოლოდ უნდა ხუმრობდეს. პროფესიონალური სპორტი მეტად ბევრ სერიოზულობას მოითხოვს და ვნებას გადამწყვეტ მომენტებში. მოედანზე შეიძლება ისეთი ლაპარაკები იყოს, რომლებსაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ორ ადამიანს დააშორებდა. მაგრამ მოედანზე ყველაფერი გუნდის გარშემოა კონცენტრირებული და აქ მე ჩემს თავზე პასუხისმგებლობას ვიღებ.

ტიტიკა გერმანიას თომას მიულერიდან იცნობს. ინტერვიუ თომას მიულერთან

ტიტიკა გერმანიას თომას მიულერიდან იცნობს. ინტერვიუ თომას მიულერთან


- მოედნის გარეთ თქვენ ძირითადად მშვიდად გამოიყურებით

- არ მსურს ჩემი შინაგანი სამყარო ყველას გავუზიარო. არის რაღაც, რომელიც მხოლოდ ახლობლებთან და საკუთარ თავთან უნდა გააზიარო და გადაწყვიტო. სანამ მოედნის გარეთ ყველაფერი კორექტულია, თქვენ მე ვერ მნახავთ გაბრაზებულს.


...(ბოლო წლებში ბევრი ტოპ-კლუბია დაინტერესებული მიულერით. მანჩესტერ იუნაიტედი 2015 წელს მასში 100 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ ბავარიის ხელმძღვანელებმა ეს წინადადება უარყვეს)...



- თქვენ სერიოზულად ფიქრობდით ინგლისში გადაბარგებაზე?

- იყო მომენტი, როდესაც ეს თემა წარმოიშვა 2 წლის წინ. მაშინ კლუბმა მაშინვე მაგრძნობინა, რომ ჩემი ადგილი აქ არის. როდესაც „ბავარიისგან“ მოვისმინე: „ჩვენ შენი იმედი გვაქვს, შენ მნიშვნელოვანი ხარ ჩვენთვის“, მე ბევრი აღარ მიფიქრია.

- შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ თქვენ ოდესმე ბარსელონაში, ლისაბონში ან რომში გადახვალთ?

- ახლა მე ის შეგრძნება არ მაქვს, რომ ეს მოხდება, რადგან თავს კომფორტულად ვგრძნობ აქ. მაგრამ იმას არ ვიტყოდი, რომ სადღაც ამ მსოფლიოში არაფერი არ მოიძებნება ჩემი შესაფერისი. თუ ცხოვრება მე სადღაც წამიღებს, შევეცდები იქ კომფორტულად მოვეწყო. იქაც იმავე მიზანს მოვემსახურები, რასაც აქ მივყვები - თითოეულ დღეს მაქსიმალური რაოდენობის დადებითი მოვლენები განვიცადო.

- თომას მიულერის გარეშე ბავარია - ეს შესაძლებელია?

- ბუნებრივია შესაძლებელია. როდესაც ჩემი დრო გავა, ესე იგი გავა. ერთი შვაინშტაიგერი იყო აქ 10 წელზე მეტი, ახლა ის უკვე 2 წელია რაც აქედან შორსაა და აქ კი მის ადგილას სხვაა. ჩემს შემთხვევაშიც მსგავსი იქნება. მე თუ ხვალ გარდავიცვლები, პანაშვიდები დაინიშნება და პარასკევს ისევ 11 ფეხბურთელი გამოვა მოედანზე. ასეთია ცხოვრება.

ტიტიკა გერმანიას თომას მიულერიდან იცნობს. ინტერვიუ თომას მიულერთან


- რას ამბობთ, ბევრი ადამიანი იქნება, რომლებიც მოიწყენდნენ თქვენს გარეშე

- ალბათ, ეს ასეა, მაგრამ იმის იმედი არ მაქვს, რომ ყოველდღე ჩემზე იფიქრებენ და მოიწყენენ. ცხოვრება უნდა გააგრძელო და გახსოვდეს, იმის შესახებ, თუ რაოდენ მშვენიერი იყო ყველაფერი.

- რა შთაგაგონებდათ ბოლო დროს სპორტის გარდა?

- არ ვიცი (გრძელი პაუზა) რთულია სათქმელად. ზოგჯერ ხომ ხდება ასე: შენ სახლში მანქანით ბრუნდები, მშვენიერი ამინდია, გონებაში ალბათ კარგი აზრები გიტრიალებს და რადიოშიც ის სიმღერა ტრიალებს, რომელიც მოგწონს. ამ მომენტში შენ ფიქრობ: კი, ცხოვრება მშვენიერია.

ტიტიკა გერმანიას თომას მიულერიდან იცნობს. ინტერვიუ თომას მიულერთან
1
1

dachi8 (16 სექტემბერი 2017 23:09)

LEV4NI,
ხო აბა შეადარე kricha

ძალიან ჩაიჭრა ლევანა ბევრ რამეში. ეგ გუნდისთვის ბომბასავითაა ახლა და ჯობია წავიდეს ზაფხულში, რასაც ალბათ აკეტებს კიდეც ასეთი ლაპარაკებით,
0

LEV4NI (16 სექტემბერი 2017 23:02)

dachi8,
meeting meeting meeting რა თქმა იყო ახლა ეს??? kricha
1

dachi8 (16 სექტემბერი 2017 23:00)

აი ინტერვიუ, აი ადამიანი და არა ზოგ-ზოგიერთები, მაგალითად ლევანდოვსკი dezl
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.