» » კომენტარები: ბაიერნი 4 - 0 მაინცი

კომენტარები: ბაიერნი 4 - 0 მაინცი

16-09-2017, 23:51 FCBAYERN მიმოხილვა 0

კომენტარები: ბაიერნი 4 - 0 მაინცი
4:0 - შესანიშნავი განწყობილება ოქტობერფესტის წინ გარანტირებულია. საშინაო მატჩში „მაინცის“ წინააღმდეგ მიუნხენელებმა თავი საუკეთესო მხრიდან წარმოადგინეს. „ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ. ნამდვილად კარგად ვითამაშეთ“, - განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც დუბლით გამოირჩა. კარლო ანჩელოტი და თომას მიულერიც ასევე კმაყოფილები დარჩნენ.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

კარლო ანჩელოტი: „ჩვენ კარგად ვთამაშობდით, მაღალ სიჩქარეებს ვდემონსტრირებდით. ჩვენი შეტევის 4 ფეხბურთელი კარგად კომბინირებდა და ბევრს მოძრაობდა. ჩვენ შევძელით უფრო ვერტიკალურად გვემოქმედა და სახიფათონი ვიყავით. დაცვაში კარგად ორგანიზებულნი ვიყავით, პრაქტიკულად არაფრის საშუალება არ მივეცით მეტოქეს“.

თომას მიულერი: „რა თქმა უნდა ჩვენ დიდი გეგმები გვქონდა ამ მატჩზე. ბოლო შეხვედრებში ჩვენ საუკეთესო ფეხბურთს არ ვდემონსტრირებდით. დღეს ჩვენ ძალიან გვსურდა თავი საუკეთესო მხრიდან წარმოგვეჩინა. ახლა ეს დადებითი მუხტი შემდეგ მატჩებზე უნდა გადავიტანოთ“.

რობერტ ლევანდოვსკი: „ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ. ჩვენ ნამდვილად კარგად ვითამაშეთ, პირველივე წუთიდან თამაშს ვაკონტროლებდით, შემდეგ 4 გოლი გავიტანეთ. ყველაფერი რაც კი დავგეგმეთ, გამოგვივიდა. როდესაც ასე მოქნილად ვთამაშობთ და მრავალფეროვნად, მეტოქისათვის რა თქმა უნდა ეს რთულია“.

სანდრო შვარცი (მაინცის მწვრთნელი): „ჩვენ „ბავარიის“ წინააღმდეგ არახელსაყრელ დროს მოგვიწია თამაში. ისინი დიდი სიამოვნებით თამაშობდნენ და დღეს ჩვენ გაგვიმართლა. ანგარიში უფრო დიდი შეიძლება ყოფილიყო. ვერ შევძელით სუფთად გაგვეთამაშებინა კომბინაციები ბოლომდე. ქულებს რომ ხელი გამოკრა „ალიანც არენაზე“ ბევრი რამ უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. მაგრამ „ბავარიასთან“ წაგება სრულიად ნორმალურია.

შტეფან ბელი (მაინცის კაპიტანი): „ცუდი შედეგია. ჩვენ ძალიან სწრაფად გავუშვით გოლი პირველ ტაიმში, იგივე ეხება შეხვედრის მეორე ნახევარსაც. 3:0-ის შემდეგ ყველაფერი უკვე დასრულებული იყო. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენოდა, რომ რაც შეიძლება ღირსეულად გამოვსულიყავით სიტუაციიდან. მოედანზე „ბავარიის“ წინააღმდეგ გამოსვლისას უნდა ივარაუდო, რომ ანგარიში შესაძლოა ამგვარი გახდეს. დღეს ჩვენ შანსები არ გვქონდა“.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.