» » რობერტ ლევანდოვსკი - 100 მატჩი 82 გოლი

რობერტ ლევანდოვსკი - 100 მატჩი 82 გოლი

17-09-2017, 12:41 LEV4NI სიახლეები 0

რობერტ ლევანდოვსკი - 100 მატჩი 82 გოლი
გუშინ 16 სექტემბერ მიუნხენის ბაიერნმა ალიანს არენაზე მაინცს ოთხ ბურთიანი უპირატესობით სძლია, აღნიშნული დაპირისპირება საიუბილეო იყო ბავარიის პოლონელი ფორვარდისთვის რომელიც ბაიერნის მაისურით მის მეასე მატჩს ატარებდა.

შეგახსენებთ რომ რობერტი მიუნხენულ კლუბს 2014 წელს დორტმუნდის ბორუსიადან თავისუფალი აგენტის სტატუსით სშეუერთდა და მას შემდეგ ბაიერნის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახლავთ
ახლა კი შემოგთავაზებთ ყველა იმ დაპირისპირებას რომელშიც რობერტ ლევანდოვსკიმ ბაიერნის მაისურით მოახერხა გოლის გატანა.

მაშ ასე...

2014/15 წლების ბუნდესლიგის სეზონი

1 - რობერტ ლევანდოვსკიმ პირველი ბუნდესლიგური გოლი ბაიერნის მაისურით გელზენკირხენში ადგილობრივი შალკეს წინააღმდეგ გაიტანა, მატჩში რომელიც ანგარიშით 1:1 დასრულდა ლევანდოვსკიმ მეათე წუთზე შეარხია მეტოქე გუნდის კარის ბადე.

2 - მომდევნო გოლი პოლონელმა უკვე ალიანს არენაზე პადერბორნის წინააღმდეგ 14-ე წუთზე შეაგდო, ხსენებული დაპირისპირება კი ბავარიამ ოთხ ბურთიანი უპირატესობით მოიგო.

3/4 - მომდევნო ტურში პოლონელმა უკვე დუბლი გაიფორმა, ლევანგოლსკიმ ჰანოვერს მე-6 და 38-ე წუთზე გაუტანა ბურთები, ბაიერნმა კი საერთო ჯამში ანგარიშით 4:0 იმარჯვა.

5 - მომდევნო დაპირისპირება რეკორდმაისტერმა უკვე დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ გამართა, რობერტმა მის ყოფილ გუნდს 72-ე წუთზე საკმაოდ ეფექტური გოლი გაუტანა.

6 - ჰოფენჰაიმთან კი პოლონელმა ვარსკვლავმა პირველი გოლი გაიტანა თავური დარტყმის შედეგად, 39-ე წუთზე ბობეკმა ბავარიული კლუბის უპირატესობა ორ ბურთიანი გახადა.

7 - ლევიმ ამჯერად აუგსბურგში 68-ე წუთზე გაუტანა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს.

8 - ბავარიული დერბის შემდეგ რეკორდმაისტერი მის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს ხვდებოდა, ჰამბურგის წინააღმდეგ „წითლებმა“ ანგარიშით 8:0 გაიმარჯვეს, ლევანდოვსკიმ კი მისი გოლი 56-ე წუთზე გაიტანა.

9/10 - ლევანდოვსკიმ მომდევნო დუბლი უკვე პადერბორნში გაიფორმა, 24-ე და 37-ე წუთებზე პოლონელმა ფორვარდმა ბაიერნის მაისურით მისი მეცხრე და მეათე გოლები გაიტანა.

11 - რობერტმა ამჯერად კიოლნს 75-ე წუთზე გაუტანა და ბაიერნის გამარჯვებაში საკუთარი წვრილიც შეიტანა.

12/13 – XXV ტურში მიუნხენურმა კლუბმა ბრემენში მოიგო, ლევანდოვსკიმ კი 76-ე და 91-ე წუთებზე დალაშქრა მეტოქე გუნდის კარი.

14 - პოლონელმა მოთამაშემ მომდევნო „Der Klassiker“-შიც გაიტანა, 36-ე წუთზე ლევიმ თავური დარტყმით გაიტანა და მის გუნდს მომდევნო სამი ქულა მოუტანა.

15/16 - მომდევნო მატჩი რომელშიც ლევანდოვსკიმ გოლი გაიტანა მიუნხენში გაიმართა, ფრანკფურტის აინტრახტის წინააღმდეგ კი რობერტმა 15-ე და 66-ე წუთებზე მოახერხა გოლების გატანა.

17 – 2014/15 წლების ბუნდესლიგის სეზონში ბობეკმა ბოლო გოლი 34-ე ტურში თერთმეტ მეტრიანი დარტყმის შედეგად 25-ე წუთზე გაიტანა, ხსენებული დაპირისპირების დასრულების შემდეგ კი ბავარიელმა მოთამაშეებმა ერთმანეთს ლუდი გასაგები მიზეზის გამო გადაავლეს თავზე.

ასეთი იყო რობერტ ლევანდოვსკის პირველი ბუნდესლიგური სეზონი მიუნხენის ბაიერნში, საერთო ჯამში პოლონელმა შემტევმა 17 გოლის გატანა მოახერხა რაც დასაწყისისთვის ნამდვილად არ გახლდათ ურიგო შედეგი.

2015/16 წლების ბუნდესლიგის სეზონი

18 – 2015/16 წლების ბუნდესლიგის სეზონი ბაიერნმა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, გვარდიოლას გუნდმა მიუნხენში ჰამბურგი ხუთ ბურთიანი უპირატესობით დაამარცხა, რობერტმა კი თავისი გოლი 53-ე წუთზე შეაგდო.

19 - მეორე ტურში ბაიერნმა ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ მეცხრე წამზე გაუშვა გოლი, თუმცა გუნდმა მატჩში გარდატეხა შეიტანა და საბოლოო ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ მატჩის 90-ე წუთზე დააფიქსირა 1:2.

20 - ლევანდოვსკიმ მეოთხე ტურში აუგსბურგს 77-ე წუთზე გაუტანა.

21/25 - დაუვიწყარი დაპირისპირება, ტრავმამოშუშებული ლევანდოვსკი მატჩს მეორე ტაიმიდან ჩაერთო მაშინ როდესაც ბაიერნი მინიმალური ანგარიშით აგებდა ვოლფსბურგთან თუმცა შემოსვლიდან 5 წუთის შემდეგ რობერტის შოუ დაიწყო...51-წუთიდან 60-ე წუთამდე პოლონელმა შემტევმა დიეგო ბენალიოს კარი 5-ჯერ დალაშქრა და საკუთარი თავი გინესის რეკორდების ოთხი სერთიფიკატით დაასაჩუქრა.

26/27 - ლეგენდარული პენტა-ტრიკის შემდეგ ბობეკმა 51-ე და 63-ე წუთებზე დუბლი მაინცის წინააღმდეგ გაიფორმა.

28/29 - ბავარიელთა მეცხრე ნომერმა კიდევ ერთი დუბლი ამჯერად დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ გაიფორმა, რომან ბიურკის კარი ლევიმ 46-ე და 58-ე წუთებზე აიღო.

30 - ლევანდოვსკიმ კიოლნსაც გაუტანა, 63-ე წუთზე თავური დარტყმის შედეგად ლევანდოვსკიმ ანგარიში 3:0 გახადა.

31 - მომდევნო საშინაო დაპირისპირებაში რობერტმა კიდევ გაიტანა, მან ამჯერად 37-ე წუთზე გაუტანა შტუტგარტულ კლუბს.

32 - მეთექვსმეტე ტურში ბაიერნმა ინგოლშდადტს მიუნხენში მოუგო, ლევანდოვსკიმ კი გოლი 65-ე წუთზე გაიტანა.

33/34 - მეორე წრე ლევანდოვსკიმ ძალიან კარგი ასპარეზობით დაიწყო, XVIII ტურში პოლონელმა ფორვარდმა 37-ე და 69-ე წუთებზე კიდევ ორი გოლი შეამატა საკუთარ აქტივს.

35/36 - ლევიმ ჰოფენჰაიმს ისევ გაუტანა, ამჯერად ორჯერ, 32-ე წუთზე გატანილი პირველი გოლის შემდეგ პოლონელმა 64-ე წუთზე საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.

37/38 - რობერტმა კიდევ ერთი დუბლი ბავარიულ დერბიში გაიფორმა, აუგსბურგის წინააღმდეგ მან 15-ე და 62-ე წუთებზე გაიტანა გოლები.

39 - ბაიერნი ალიანს არენაზე უგებს დარმშდადტს, ლევანდოვსკი კი მატჩის 84-ე წუთზე საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს რომელის შემდეგნაირია - 3:1.

40 - ლევანდოვსკიმ ვოლფსბურგს ვოლკსვაგენ-არენაზეც გაუტანა, პოლონელმა მატჩის 74-ე წუთზე საბოლოო ანგარიში 0:2 დააფიქსირა.

41 - ბაიერნმა 26-ე ტურში ბრემენელ მუსიკოსებს ანგარიშით 5:0 მოუგო, ლევიმ კი 86-ე წუთზე მეოთხე გოლი შეაგდო.

42 - ბავარიამ კიოლნში ლევის გოლით მოიგო რომელიც პოლონელმა მე-9 წუთზე გაიტანა.

43/44 - ლევანდოვსკიმ 30-ე ტურში 54-ე და 64-ე წუთებზე ორჯერ გაუტანა გელზენკირხენის შალკეს.

45/46 – ინგოლშდადტის წინააღმდეგ აუდი სპორტპაკზე 33-ე ტურში მოგებული მატჩის შემდეგ ბაიერნმა ჩემპიონის ვინაობა გადაწყვიტა, რობერტმა კი ხსენებულ დაპირისპირებაში ორი გოლი 15-ე და 32-ე წუთებზე გაიტანა.

47 – 2015/16 წლების ბუნდესლიგის სეზონში ბოლო გოლი ლევანდოვსკიმ ალიანს არენაზე ჰანოვერს გაუტანა, 30 გოლიან ნიშნულს პოლონელმა 12-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ მიაღწია, ხსენებული დაპირისპირების შემდეგ კი ბობეკმა საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი ქვემეხიც დაისაკუთრა.
ეს იყო ლევანდოვსკის მეორე სეზონი ბუნდესლიგაში ბაიერნის მაისურით, პეპ გვარდიოლას გუნდმა ზემოთ ხსენებულ სეზონში ორი ტიტული მოიგო, ამასგარდა საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც ბაიერნის ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მიიღო.

2016/17 წლების ბუნდესლიგის სეზონი

48/50 - ლევანდოვსკი კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით პირველ ბუნდესლიგურ დაპირისპირებაში სამი გოლის გატანა 13-ე 46-ე და 77-ე წუთებზე მოახერხა.

51 - მეორე ტურში ლევანდოვსკიმ შალკეს კარიც აიღო, პოლონელმა თავისი გოლი 81-ე წუთზე გაიტანა.

52 - ლევიმ მესამე ტურშიც შეაგდო ინგოლშდადტის წინააღმდეგ, ბავარიულ დერბიში რობერტმა 13-ე წუთზე საკმაოდ ლამაზი დარტყმით დალაშქრა ინგოლშდადტელთა კარი.

53/54 - მომდევნო გოლები ლევანდოვსკიმ ისევ ბავარიულ დერბიში გაიტანა, აუგსბურგის წინააღმდეგ ბობეკმა 19-ე და 48-ე წუთებზე მოახერხა გოლოების გატანა.

55/56 - ბავარიელთა მეცხრე ნომერმა მე-8 და 90-ე წუთებზე დუბლი მაინცის წინააღმდეგ გაიფორმა.

57/58 - ბაიერნმა ვოლსფბურგს ისევ 5 გოლი გაუტანა, აქედან 2 ლევანდოვსკის ანგარიშზეა რომელმაც მეტოქე გუნდის კარი 22-ე და 58-ე წუთებზე აიღო.

59 - პირველი წრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ბავარიამ 16-ე წუთზე ლაიფციგის წინააღმდეგ გამართა, ხსენებულ მატჩში კი საბოლოო ანგარიში სწორედ რობერტმა დააფიქსირა რომელმაც 44-ე წუთზე პენალტი გაიტანა - 3:0.

60/61 - თოვლიან ფრაიბურგში ბაიერნმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში სძლია მეტოქეს, ლევის მიერ 35-ე და 91-ე წუთებზე გატანილი გოლების დახმარებით ბაიერნმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

62 - ბაიერნმა ალიანს არენაზე შალკესთან ქულები გაიყო, მიუნხენული კლუბის მხრიდან ერთადერთი გოლი კი ლევანდოვსკიმ მე-9 წუთზე გაიტანა.

63 - ბერლინის ჰერტას წინააღმდეგ 21-ე ტურში გატანილი გოლი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლის სახელით გახდა პოპულარული, რობერტმა ანგარიშის გათანაბრება 96-ე წუთზე მოახერხა.

64/66 - ბავარიამ ჰამბურგი ანგარიშით 8:0 დაამარცხა, ლევანდოვსკიმ კი თავისი გოლები 24-ე, 42-ე და 54-ე წუთებზე გაიტანა.

67/68 - ფრანკფურტის აინტრახტის წინააღმდეგ ლევანდოვსკიმ 38-ე და 55-ე წუთებზე მოახერხა გოლების გატანა.

69/71 - ბავარიულ დერბიში ლევანდოვსკიმ აუგსბურგის წინააღმდეგ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა, პოლონელმა ფორვარდმა კი გოლები 17-ე, 55-ე და 79-ე წუთებზე შეაგდო.

72/73 - ბუნდესლიგი 28-ე ტურში ბობეკმა დორტმუნდის ბორუსიას მე-10 და 68-ე წუთებზე ორი გოლი გაუტანა.

74/75 - ვოლფსბურგს პოლონელმა ვარსკვლავმა 36-ე და 45-ე წუთებზე დუბლი შეუსრულა.

76/77 – ბუნდესლიგის 33-ე ტურში ლევანდოვსკიმ ლაიფციგს გაუტანა, საკმაოდ სანახაობრივ ბრძოლაში ლევანდოსვკიმ გოლები 17-ე და 84 წუთებზე გაიტანა, საბოლოოდ კი ბაიერნმა ანგარიშით 4:5 მოიგო.
ლევანდოსვკიმ ბუნდესლიგაში კვლავაც 30 გოლის გატანა მოახერხა თუმცა ამჯერად ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის რომ ლევი ზედიზედ მეორედ გამხდარიყო საუკეთესო ბომბარდირი რადგან მისმა უშუალო კონკურენტმა მასზე ერთით მეტი გოლის გატანა მოახერხა. ბაიერნი კი ზემოთ აღნიშნულ სეზონში მხოლოდ ბუნდესლიგის მოგებას დასჯერდა.

2017/18 წლების ბუნდესლიგის სეზონი

78 - ბობეკმა პირველ ტურში ლევერკუზენის ბაიერს 53-ე წუთზე თერთმეტ მეტრიანის ნიშნულიდან გაუტანა.

79/80 - მეორე ტურში კი ბაიერნმა ლევანდოვსკის მიერ გატანილი ორი გოლით მოუგო ბრემენის ვერდერს, პოლონელმა მეტოქე გუნდის კარის აღება 72-ე და 75-ე წუთებზე შეძლო.

81/82 - მეოთხე ტურში მაინცის წინააღმდეგ 50-ე და 77-ე წუთებზე გატანილი ორი გოლი კი ლევანდოვსკისთვის 81-ე და 82-ე აღმოჩნდა, ასეთი შედეგის მისაღწევად კი რობერტს 100 მატჩი დასჭირდა.

პოლონელმა შემტევმა მიმდინარე სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო და იმედი ვიქონიოთ რომ რობერტი ასევე გააგრძელებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.