» » რობერტ ლევანდოვსკის კომენტარი რეალში გადასვლასთან დაკავშირებით

რობერტ ლევანდოვსკის კომენტარი რეალში გადასვლასთან დაკავშირებით

17-09-2017, 14:29 LEV4NI ინტერვიუ 0

რობერტ ლევანდოვსკის კომენტარი რეალში გადასვლასთან დაკავშირებით
მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა ბოლო დროს აგორებულ სატრანსფერო ჭორებთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

მას შემდეგ რაც ბაიერნმა მაინცს ოთხ ბურთიანი უპირატესობით სძლია ლევანდოვსკიმ Sky Germany-სთან ინტერვიუ ჩაწერა სადაც ძირითადი თემა მაინცთან თამაშის განხილვა და ბოლო დროს აგორებული ჭორები გახლდათ.

პოლონელი ფორვარდის კომენტარი კი შემდეგნაირი იყო: „წინა თამაშებისგან განსხვავებით ჩვენ ახლა ძალიან მოქნილები ვიყავით, შეტევაში კრეატიულმა მოქმედებამ კი მეტოქეს საქმე გაურთულა“ - აღნიშნული კომენტარი რათქმაუნდა მაინცთან გამართულ მატჩს ეხებოდა.

რაც შეეხება მის კომენტარს იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს რობერტი უკანასკნელ პერიოდში ძალიან „შეპყრობილი“ იყო მადრიდის რეალში გადასვლით შემდეგი იყო...

„არ მსურს ყველა სულელურ ჭორზე პასუხის გაცემა“ - ასე უპასუხა პოლონელმა შემტევმა Sky Germany-ს ერთ-ერთ ჟურნალისტს, მოგვიანებით კი ამასთან დაკავშირებით კომენტარი ბავარიის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმაც გააკეთა.

„მან უკვე ყველას გასცა პასუხი, ის მოედანზე ძალიან ნაყოფიერი ფიგურაა და ეს არის ის რაც მე მაინტერესებს“ - განაცხადა „ბრაზომ“

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას რომ ლევანდოვსკიმ ბაიერნის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა რომ გუნდმა 40 მილიონზე მეტი უნდა დახარჯოს თუ სურს რომ ყოველწლიურად წარმოადგენდეს ანგარიშგასაწევ ძალას თითოეულ ტურნირზე, ამ ყველაფერს კი ძალიან მწვავე კრიტიკა მოჰყვა ბაიერნის ხელმძღვანელობისა და გუნდის ყოფილი ფეხბურთელებისგან.

შეგახსენებთ რომ ლევანგოლსკის ბაიერნთან ხელშეკრულება 2021 წლამდე აქვს გაფორმებული, მის კონტრაქტში კი გამოსასყიდი თანხა მითითებული არ არის.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.