» » ბუნდესლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი

ბუნდესლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი

18-09-2017, 16:25 FCBAYERN მიმოხილვა 2

ბუნდესლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი
რამდენიმე დღის წინ ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაჩნდა სტატია სადაც მოთხრობილია იმ მოთამაშეების შესახებ რომლებიც გერმანიის ჩემპიონატის მეოთხე ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდნენ.

მეკარე:
მანუელ ნოიერი (ბაიერნი, 13 ქულა).
მიუნხენული კლუბის კიპერმა ტრავმის შემდეგ უკვე მეორედ მოახერხა კარის მშრალად შენახვა. ბავარიულმა კლუბმა ალიანს არენაზე მაინცს ოთხბურთიანი სხვაობით აჯობა, თავად მანუელ ნოიერმა კი თავი 2 არაჩვვეულებრივი სეივით დაგვამახსოვრა.

მცველები:
ლუკაშ პიშჩეკი (დორტმუნდი,16 ქულა): პიშჩეკი საკმაოდ დამაჯერებელი თამაშით გამოირჩა უკანა ხაზში, პოლონელი მოთამაშე ასევე ძალიან ნაყოფიერად მოქმედებდა შეტევაში რომელმაც საგოლე გადაცემა მიითვალა პიერ-ემერიკ ობამეიანგის მისამართით. შეგახსენებთ რომ დორტმუნდს ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია.

სოკრატის პაპასტადოპულოსი (დორტმუნდი,17 ქულა): ხსენებულ თერთმეტეულში მომდევნო დორტმუნდელი სოკრატის პაპასტადოპულოსია რომელმაც დაცვაში კარგი თამაშის გარდა გულშემატკივრებს გატანილი გოლითაც დაამახსოვრა თავი, ცენტრალურმა მცველმა კიოლნს მეორე გოლი გაუტანა და პრაქტიკულად გადაწყვიტა მატჩში გამარჯვებული გუნდის ვინაობა.

ომერ თოპრაკი (დორტმუნდ, 14 ქულა): ზაფხულის სატრასფერო ფანჯარაზე დორტმუნდმა ლევერკუზენიდან თურქი მოთამაშე ომერ თოფრაქი გადაიბირა რომელიც ძალიან კარგად მოეგო სიგნალ იდუნა პარკის ბინადართა შემადგენლობას, მეოთხე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში კი ომერმა 15 ორთაბრძოლა მოიგო.

ფილიპ მაქსი (აუსბურგი,17 ქულა): ფილიპ მაქსმა აუგსბურგის გამარჯვებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა, ჯერ იყო და მან საკმაოდ ლამაზი დარტყმით გაიტანა ჯარიმა, ამის შემდეგ კი საგოლე გადაცემა მიითვალა რომელმაც აუგსბურგს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა, აღსანიშნავია ისიც რომ კომერცბანკ-არენაზე მან 10 კილომეტრიანი დისტანცია დაფარა.

ნაცევარ მცველები:
იოშუა კიმიხი (ბაიერნი,18 ქულა):იუშუა მიუნხენური კლუბის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად გვევლინება რომელმაც მაინცის წინააღმდეგ გოლი ჯერ ტომას მიულერს, შემდეგ არიან რობენს, ბოლოს კი რობერტ ლევანდოვსკის გაატანინა, ამასგარდა 22 წლის ფეხბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან დამაჯერებელი გახლდათ.

ჩარლზ არანგუიზი (ლევერკუზენი,20 ქულა): გოლი 29-ე წუთზე და მნიშვნელოვანი გამარჯვება ფრაიბურგის წინააღმდეგ, ეს ჩარლზ არანგუისის მიერ ნაჩვენები შედეგი გახლავთ რომელმაც მიმდინარე სეზონში ლევარკუზენის პირველ გამარჯვებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა.

მაქსიმილიან ფილიპი (დორტმუნდი,17 ქულა): 23 წლის მოთამაშემ მეოთხე ტურში ანგარიში უკვე მეორე წუთზე გახსნა, 69-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში 5:0 დააფიქსირა.

თავდასხმელები:
ტომას მიულერი (ბაიერნის,17 ქულა): გერმანელმა ვარსკვლავმა პირველი გოლი თავად გაიტანა იოშუა კიმიხის პასის შემდეგ (11-ე წუთზე). შემდეგ კი პოლონელ ტანაგუნდელს რობერტ ლევანდოსკისაც მისცა საგოლე პასი (50-ე წუთზე).

ბუნდესლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი


რობერტ ლევანდოსკი (ბაიერნი,18 ქულა): რობერტ ლევანდოსკი პოლონელი რეკორდსმენი გახლავთ რომელმაც ბაიერნის მისურით ბუნდესლიგაში 100 მატჩში 82 გოლის გატანა მოახერხა, ამასგარდა უნდა ვთქვათ ისიც, რომ მან მაინცის წინააღმდეგ გამართული 14 დაპირისპირებიდან 13 მატჩში მოახერხა გოლის გატანა.

კევინ ვოლანდი (ლევერკუზენი,15 ქულა): მეოთხე ტურში კევინ ვოლანდმა დუბლი გაიფორმა და საკმაოდ დიდი დისტანცია დაფარა, საბოლოო ჯამში მან ლევერკუზენის გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.
1
0

FCBAYERN (19 სექტემბერი 2017 17:14)

lewana,
დიდი მადლობა megobrebi

lewana,
დიდი მადლობა
0

lewana (19 სექტემბერი 2017 16:58)

კარგი სტატიაა მეგობარო კარგათ გამოგდის წარმატებები მომავალშიც lotebi megobrebi bayern
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.