» » მომავალი მეტოქე: შალკე

მომავალი მეტოქე: შალკე

19-09-2017, 15:05 LEV4NI ანონსი 0

მომავალი მეტოქე: შალკე
შემდეგი გაჩერება - გელზენკირხენი!!! მიუნხენის ბაიერნი დღეს გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით V ტურის მატჩს ჩაატარებას რომელშიც ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გუნდს შალკეს დაუპირისპირდება.

„ბავარია“ ველტინს არენაზე მატჩს თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყებს თუმცა მანამდე გავეცნოთ კლუბების წინასამატჩო მდგომარეობას...

საინტერესოა რომ ზემოთ ნახსენები გუნდები სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლები არიან, ამ დროისთვის რეკორდმაისტერი მისთვის უჩვეულო მესამე პოზიციას იკავებს, მომავალი მასპინძლები კი ერთი საფეხურით ქვემოთ მეოთხე ადგილზე არიან.

სტატისტიკური მონაცემებიც პრაქტიკულად იდენტურია, ჩატარებული ოთხი დაპირისპირებიდან კლუბებმა 9 ქულის მოგროვება მოახერხეს (3 მოგება, 1 მარცხი)

შესაბამისად ერთადერთი უპირატესობა რის გამოც მიუნხენური კლუბი შალკეზე მაღლა დგას გატანილი და გაშვებული ბურთების თანაფარდობაა, ბაიერნმა 9 გაიტანა და 3 გაუშვა ხოლო შალკემ მხოლოდ 7 შეაგდო და ბავარიის მსგავსად 3 მიიღო საკუთარ კარში.

ბუნდესლიგის მეოთხე ტურში ორივე გუნდმა გამარჯვება იზეიმა, შალკემ ძალიან დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლაში მოუგო ბრემენის ვერდერს, გამარჯვების გოლი კი ლეონ გორეცკამ მატჩის 83-ე წუთზე გაიტანა.

ბაიერნის მიერ ნაჩვენები შედეგის შესახებ კი ყველას კარგად მოეხსენება, მიუნხენურმა კლუბმა ძალიან დამაჯერებელი სხვაობით 4:0 მოუგო მაინცს, გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ (2), ტომას მიულერმა და არიენ რობენმა შეაგდეს.

ცნობილი გახლავთ ის რომ მეხუთე ტურის მატჩს ბავარიული გრანდი გარკვეული დანაკლისით ხვდება, დავიდ ალაბა, ხუან ბერნატი და მანუელ ნოიერი - ეს ის ფეხბურთელები არიან რომლებიც ველტინს არენაზე საკუთარი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებენ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ არიენ რობენის შესახებაც რადგან ჰოლანდიელის თამაშის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია.

შალკეს კი ამ შემთხვევაში პრობლემები ნაკლებად აქვს, დომინიკ ტოდენკოს გუნდს ლაზარეთში არცერთი ფეხბურთელი არ ჰყავს რაც გელზენკირხენულ კლუბს გარკვეულ უპირატესობას ნამდვილად აძლევს.

ასე რომ გულშემატკივრებს ნამდვილად აქვთ იმის საფუძველი რომ დღეს უშეღავათო ბრძოლის მოლოდინში იყვნენ, ქულები ორივე გუნდს ძალიან სჭირდება ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა რომ რომელიმე გუნდმა რამე მარტივად დათმოს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.