» » მიუნხენის "ბაიერნმა" "შალკე" დაამარცხა

მიუნხენის "ბაიერნმა" "შალკე" დაამარცხა

20-09-2017, 10:40 -ss- მიმოხილვა 0

მიუნხენის
19 სექტემბერს, გერმანიის ჩემპიონატის მე-5 ტურში, მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად გელზენკირხენის "შალკე 04"-თან იასპარეზა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. რობერტ ლევანდოვსკის, ხამეს როდრიგესის და არტურო ვიდალის გოლების წყალობით "ბავარიელთა" აქტივში მორიგი სამი ქულა დაფიქსირდა. გთავაზობთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.

კარლო ანჩელოტი - " 90 წუთის განმავლობაში შესანიშნავი თამაშის დემონსტრირება მოვახდინეთ. ჩვენ კარგ რითმში ვთამაშობდით, ხოლო დაცვაში კომპაქტურები ვიყავით. ხამესმა არაჩვეულებრივად იასპარეზა და გუნდს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი ფიზიკური კონდიციები, ჯერ კიდევ არ არის ასი პროცენტით სრულყოფილი. მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული ჩვენი ფეხბურთელი კარგად გამოიყურებოდა, რთულია რომელიმე მათგანის გამოყოფა"

დომენიკო ტედესკო ("შალკეს" მთავარი მწვრთნელი) - ვცდილობდით მეტოქეზე პრესინგი გაგვეხორციელებინა. რამდენიმე სახიფათო მომენტიც შევქმენით, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ "ბავარიელთა" გამარჯვება დამსახურებული იყო. წინააღმდეგობის გაწევა გაგვიჭირდა, "შალკეს" ფეხბურთელებმა ძალიან დიდი შავი სამუშაო გასწიეს, სამწუხაროდ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.

ლეონ გორეცკა - " ვფიქრობ, პირველ ტაიმში გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია იმ ფაქტმა, რომ როდესაც მეტოქის კართან შანსი გვეძლეოდა, არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. თუკი ჩვენ მოვახერხებდით ანგარიშის გახსნას, მაშინ შეხვედრა სულ სხვნაირად წარიმართებოდა. 100 პროცენტიანი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, მივიღეთ კონტრშეტევა, რა დროსაც საეჭვო პენალტი დაინიშნა. იმედი გვქონდა, რომ საშინაო არენაზე დადებით შედეგს მივაღწევდით. ყველანი იმედგაცრუებულები ვართ.

რალფ ფერმანი - "კომპლიმენტები გუნდს! ჩვენ კარგად ვიბრძოლეთ, გავიღეთ მაქსიმუმი, ერთი-ერთზე თამაშის დროს კი ვმოქმედებდით აგრესიულად. ეს ყველაფერი კარგად გამოგვდიოდა. პირველი გაშვებული გოლის შედეგად ჩვენი გუნდი აირია. თუმცა ამის შემდეგაც გვქონდა რამდენიმე მომენტი, რა დროსაც ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო. მომენტების გამოყენების შემთხევევაში მატჩის მსვლელობა სულ სხვანაირ სახეს მიიღებდა. სამწუხაროა, ყველაფერი ასე რომ დამთავრდა."

შეგახსენებთ, ბუნდესლიგის ეგიდით შემდეგ მატჩს მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში, საფეხბურთო კლუბ "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ 22 სექტემბერს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:30-საათზე დაიწყება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.