» » მარტინ შმიდტი: დადებითი შედეგის მიღწევა შესაძლებელია

მარტინ შმიდტი: დადებითი შედეგის მიღწევა შესაძლებელია

21-09-2017, 11:49 -ss- ანონსი 0

მარტინ შმიდტი: დადებითი შედეგის მიღწევა შესაძლებელია
საფეხბურთო კლუბ "ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელი მარტინ შმიდტი, ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, 22 სექტემბერს, "ალიანც არენაზე" მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართ მატჩს გამოეხმაურა. 50 წლის სპეციალისტის განცხადებით, იგი თავისი ფეხბურთელების ძალებში დარწმუნებულია და მიუნხენში მისი გუნდი დადებითი შედეგისათვის იბრძოლებს.

"ფსიქოლოგიური კუთხით თუ მივუდგებით, ფრე ცუდი შედეგი ნამდვილად არ იქნებოდა. არ გვსურს მიუნხენში უშანსოდ ყოფნა და გვჯერა, რომ დადებითი რეზულტატის მიღწევა შეგვიძლია. მსურს ჩემს ფეხბურთელებში, შესაბამისი ენერგია და მონდომება დავინახო"-ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Sport1, მარტინ შმიდტის სიტყვებს.

22 სექტემბერს გერმანიის ჩემპიონატის მე-6 ტურში, მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში "ვოლფსბურგს" მასპინძლობს. ბუნდესლიგის ეგიდით გამართული 5 ტურის მონაცემების გათვალისწინებით "რეკორდმაისტერი", მოპოვებული 12 ქულით, სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილს იკავებს და პირველადგილოსან დორტმუნდის "ბორუსიას" 1 ქულის სხვაობით ჩამორჩება. რაც შეეხება "ვოლფსბურგის" მდგომარეობას. "მგლების" აქტივში ერთი მოგება ორი ფრე და ორი წაგებაა აღნიშნული. ამ მაჩვენებლით კი ხსენებული კლუბი, სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა დაქვეითებული.

შეგახსენებთ, ზემოაღნიშნული მატჩი, მიუნხენის "ბაიერნსა" და "ვოლფსბურგს" შორის, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.